გერმანული არხის ამინდის პროგნოზის ფერები და გლობალური დათბობა – რა ვიცით ფოტოებზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

გლობალური დათბობა
503
VIEWS

9 ივლისს Threads-ის ანგარიშმა 369neworder გააზიარა ამინდის პროგნოზის ფოტო აღწერით “გლობალური დათბობა”. პოსტზე გერმანიის რეგიონული მაუწყებლის გადაცემის Tagesthemen-ის ამინდის პროგნოზის ორი ფოტოა შედარებული. პირველ ფოტოზე რუკა მწვანე ფერშია მოცემული, დათარიღებულია 2017 წლის 21 ივნისით და აჩვენებს ტემპერატურას 20-დან 37 გრადუს ცელსიუსამდე, ხოლო მეორე ფოტოში რუკა ყვითელ და წითელ ფერებშია, დათარიღებულია 2022 წლის 21 ივნისით და აჩვენებს ტემპერატურას 19-დან 32 გრადუსამდე. 

Screenshot 2024 07 12 at 3.45.57 PM | mythdetector.com Screenshot 2024 07 12 at 3.46.07 PM | mythdetector.com

გავრცელებული პოსტი შეცდომაში შემყვანია და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს თითქმის იგივე ტემპერატურა ახლა გლობალურ დათბობად მოიაზრება, წარსულში კი ნორმალურ ტემპერატურად მიიჩნეოდა. ორივე ფოტო რეალურია და გერმანული Tagesthemen-ის ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვებიდანაა, თუმცა 2019 წლამდე გადაცემაში ამინდის პროგნოზის გრაფიკა მწვანე ფერში იყო, მიუხედავად იმისა, თუ რა ტემპერატურა ფიქსირდებოდა. 2019 წლიდან კი არხმა დიზაინი განაახლა და რუკის ფერებიც ამინდის პროგნოზის შესაბამისად იცვლება.

AFP: რუკები ნამდვილია, თუმცა შეცდომაში შემყვანი

აღნიშნული პოსტი 2022 წელს სხვადასხვა ენაზე ვრცელდებოდა და AFP-ის ფაქტების გადამოწმების სამსახურმა გადაამოწმა. 

სურათებში მოცემული ამინდის პროგნოზის რუკები ნამდვილია და Tagesthemen-ის ყოველდღიური საინფორმაციო გადაცემიდანაა, რომელიც ARD-ის, გერმანიის რეგიონალური საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადის. 

პირველი ფოტო, რომელზეც რუკა მწვანე ფერშია ეთერში  2017 წლის 21 ივნისს გავიდა და ამინდის პროგნოზი კლაუდია კლეინერტმა წარადგინა. 

Screenshot 2024 07 12 at 3.48.52 PM | mythdetector.com

მეორე ფოტოც, რომელზეც რუკა ყვითელ და წითელ ფერებშია იგივე გადაცემიდან არის და ეთერში გავრცელებულ ფოტოზე მითითებულ თარიღზე ერთი დღით ადრე 2022 წლის 20 ივნისს გავიდა.

Screenshot 2024 07 12 at 3.49.14 PM | mythdetector.com

ARD – ის წარმომადგენელმა საბინე რენკენმა AFP-ისთან ელექტრონულ მიმოწერაში 2022 წლის 27 ივლისს თქვა, რომ 2019 წლის ბოლომდე ამინდის პროგნოზებს Tagesthemen-ისთვის სხვა კომპანია ამზადებდა და რუკა ყოველთვის მწვანე ფერში იყო, მიუხედავად ტემპერატურისა. რენკენმა თქვა, რომ მას შემდეგ, რაც 2020 წლის იანვრიდან ARD-ის მეტეოლოგიური ცენტრი გახსნა და თავად უზრუნველყოფს ამინდის პროგნოზის გრაფიკებს, დიზაინი და პრეზენტაცია სტანდარტიზებული გახდა ARD – ის გადაცემებისთვის, როგორც Tagesschau, ასევე Tagesthemen პროგრამებისთვის.

რენკენმა თქვა, რომ ARD-ის კიდევ ერთი ახალი ამბების პროგრამა Tagesschau უკვე 30 წელია იყენებს ფერებს ტემპერატურის საჩვენებლად. მაგალითად, 1999 წლის ივნისის გამოშვებაში გამოყენებულია წითელი რუკა ტემპერატურის საჩვენებლად, სხვადასხვა ფერის რუკებია გამოყენებული Tagesschau-ს 2010 წლის გადაცემაშიც.

Screenshot 2024 07 12 at 3.49.46 PM | mythdetector.com

Tagesthemen-მა მსგავსი ფორმატი 2020 წელს მიიღო, რაზეც მოწმობს გადაცემები ივნისიდან აგვისტომდე. პროგრამამ ასევე გამოიყენა ამინდის პროგნოზის საჩვენებლად წითელი რუკები 2021 წლის ზაფხულის გადაცემებში.

სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი იმის საილუსტრაციოდ არის წარმოდგენილი, რომ გლობალური დათბობა გაზვიადებულია და ხელოვნურად ცდილობენ ადამიანების შეცდომაში შეყვანას. ეს დეზინფორმაცია უკვე წლებია ვრცელდება და ამ თემაზე “მითების დეტექტორსაც” არაერთი სტატია მოუმზადებია. 

წყაროს შესახებ: 

სოციალურ ქსელ Thread-ზე ანონიმურმა რუსულენოვანმა ანგარიშმა ,,369neworder” რამდენჯერმე გაავრცელა შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, რაც ,,მითების დეტექტორმა” უკვე გადაამოწმა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist