გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის 2022 წლის განცხადება კონტექსტის გარეშე გავრცელდა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

384
VIEWS

29 მაისს “ერი მედიის” ეთერში, გადაცემაში “გონიერი სოსო მანჯავიძესთან ერთად” სტუმარმა ელიზაბეთ ლეინმა, რომელიც გადაცემაში წარმოდგენილია, როგორც ქართული წარმოშობის ამერიკელი ჟურნალისტი, სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. მისი თქმით, აშშ-სა და ევროპაში, კონკრეტულად კი გერმანიაში დემოკრატია აღარ არსებობს, რასთან დაკავშირებითაც მან მაგალითად მოიყვანა გერმანიის საგარო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის შემდეგი განცხადება: “მე არ მაინტერესებს რას ფიქრობს ჩემი გერმანელი ამომრჩეველი”

ბერბოკზე იმავე ინფორმაციას რუსულენოვანი ფეისბუქ მომხმარებლები ადრეც ავრცელებდნენ (1, 2, 3).

berboki2 გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის 2022 წლის განცხადება კონტექსტის გარეშე გავრცელდა

berboki1 გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის 2022 წლის განცხადება კონტექსტის გარეშე გავრცელდა

ანალენა ბერბოკის ციტატა მანიპულაციურად, კონტექსტის გარეშე არის გამოყენებული და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს გერმანელი ამომრჩეველი არ ადარდებს. აღნიშნული განცხადება ბერბოკმა უკრაინის დახმარების კონტექსტში გააკეთა და აღნიშნა, რომ მას სურს გააგრძელოს უკრაინის მიმართ უპირობო სოლიდარობა და ასევე მაქსიმალური სოციალური დახმარება გაუწიოს მოქალაქეებს გაზრდილი ფასების გამო.

2022 წლის 31 აგვისტოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა პრაღაში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც დემოკრატიის საფრთხეებს  და უკრაინის ომს ეხებოდა,  რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე ისაუბრა. შეკითხვაზე, თუ რამდენ ხანს უნდა შენარჩუნებულიყო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, ბერბოკმა უპასუხა, რომ მიღებული ზომები იმ დრომდე უნდა გაგრძელდეს, სანამ ეს უკრაინას დასჭირდება. რეალურად, ბერბოკმა ნამდვილად გამოიყენა სიტყვები “არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობენ ჩემი გერმანელი ამომრჩევლები”, თუმცა ეს განცხადება გაკეთებული იყო უკრაინის კონტექსტში, რაზეც მან აღნიშნა, რომ უკრაინელებს დახმარების პირობას მისცა, შესაბამისად, ყველაფრის მიუხედავად, სურს ეს პირობა შეასრულოს. მისი თქმით, ევროპელი პოლიტიკოსები სოლიდარულები არიან თავიანთი მოქალაქეების მიმართ ენერგიის გაზრდილი ფასების გამო, მაგრამ ასევე დაეხმარებიან უკრაინას რუსეთის აგრესიის მოგერიებაში. შესაბამისად, ბერბოკის განცხადება ნიშნავს, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უნდა დარჩეს ძალაში და ის სოციალური შედეგები, რაც ამას მოყვება ევროკავშირის მოქალაქეებისთვის, უნდა დაკომპენსირდეს სახელმწიფოს ხარჯზე.

ბერბოკის სიტყვები რუსულ წყაროებში სრული კონტექსტის გარეშე, ფრაგმენტულად გავრცელდა, რამაც შექმნა შთაბეჭდილება, თითქოს ის გერმანელების ინტერესებზე მაღლა უკრაინელების ინტერესებს აყენებდა.  გავრცელებული ინფორმაცია 2022 წელს ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Stopfake-მა, ასევე გერმანულმა მედია BR24-მა გადაამოწმა.

ანალენა ბერბოკი: „როდესაც მე პირობას ვაძლევ უკრაინელ ხალხს – და საბედნიეროდ, დემოკრატიულ პირობებში, ადამიანებს შეუძლიათ შემეწინააღმდეგონ და ოთხ წელიწადში თქვან: „სიმართლე არ გითქვამთ“ – მაგრამ როცა ამ პირობას ვაძლევ უკრაინელებს: „ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით მანამ, სანამ დაგჭირდებათ“, მაშინ მე მინდა ეს შევასრულო, არ აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობენ ჩემი გერმანელი ამომრჩევლები, მაგრამ მინდა უკრაინელი ხალხისთვის მიცემული პირობა შევასრულო. და ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიყო ყოველთვის ძალიან ღია და მკაფიო. ეს ნიშნავს, რომ ყოველი ზომა, რასაც მე მივმართავ, უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ უკრაინას სჭირდება.“ 

რამდენიმე წინადადების შემდეგ ბერბოკმა აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა გერმანიის მოქალაქეებისთვის სოციალური პირობები დაამძიმა და ტვირთის შესამსუბუქებლად სპეციალური ზომების მიღება გახდება საჭირო.  ამის შემდეგ ბერბოკმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თავის ვალდებულებებს საკუთარი ხალხის წინაშე: „ჩვენ ვრჩებით სოლიდარულები ყველასთან ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც ყველასთან უკრაინაში“. 

ანალენა ბერბოკი: “ახლა კი ჩვენ წინ გვაქვს ზამთარი, სადაც ჩვენ, როგორც დემოკრატიული პოლიტიკოსები, გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რომ მოქალაქეები ქუჩაში გამოვლენ და იტყვიან: „ენერგიის გადასახადს ვეღარ გადავიხდით“. მე კი ვამბობ: „დიახ, ვიცი და დაგეხმარებით სოციალურ ზომებში“, მაგრამ არ მინდა ვთქვა: „კარგი, მაშინ შევაჩეროთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ“. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და ეს ნიშნავს, რომ სანქციები დარჩება ზამთარში, მაშინაც კი, თუ ეს გაგვიჭირდება პოლიტიკოსებს და ჩვენ უნდა ვიპოვოთ სწორი გადაწყვეტილებები მთელ ევროპაში სოციალური ეფექტების დასაბალანსებლად, რადგან ეს არის ომის მეორე მხარე.”


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist