მცდარია, თითქოს გერმანიის საელჩომ “მშვიდობიანი რევოლუცია” მხოლოდ ქართულ ტექსტში ახსენა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

გერმანიის საელჩო
115
VIEWS

10 ნოემბერს ფეისბუქ გვერდმა “ფაქტები და არჩევანი” გამოაქვეყნა სამთავრობო ექსპერტის, გია აბაშიძის კომენტარი, რომელიც “მშვიდობიან რევოლუციასთან” დაკავშირებით გერმანიის საელჩოს პოსტს ეხებოდა. გია აბაშიძის კომენტარში ვკითხულობთ: “გერმანიის საელჩო ბოლო პერიოდში გამოირჩევა რადიკალური არადიპლომატიური განცხადებებით და ახლაც სიახლე ნამდვილად არ იყო. თუმცაღა ბერლინის კედლის დაცემის აღსანიშნავად სხვადასხვა, ქვეყანაში არაერთი განცხადება გაკეთდა, მაგრამ არსად ხსენებულა „მშვიდობიანი რევოლუცია.”

გერმანიის საელჩო

დეზინფორმაციულია მტკიცება, თითქოს გერმანიის საელჩომ სხვადასხვა ქვეყნებშიც გააკეთეს ბერლინის კედლის დაცემაზე განცხადება, თუმცა მშვიდობიანი რევოლუცია მხოლოდ ქართულ ტექსტშია ნახსენები. სინამდვილეში, ტექსტი საქართველოს კონტექსტისთვის არაა გამიზნული, საელჩომ არაერთ ქვეყანაში გამოაქვეყნა მსგავსი შინაარსის ვიდეო და ტექსტი, რომელშიც “მშვიდობიანი რევოლუციაცაა” ნახსენები. 

9 ნოემბერს ბერლინის კედლის დაცემის თარიღთან დაკავშირებით თბილისში გერმანიის საელჩომ ფეისბუქ პოსტი გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ წლების განმავლობაში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას მოქალაქეები ჩაგვრისა და ძალადობის სისტემაში ჰყავდა ჩაკეტილი. გერმანიის მოქალაქეებმა გამოაჩინეს გამბედაობა და სურვილი, თავად განესაზღვრათ მომავალი, რამაც ბერლინის კედლის დაცემა გამოიწვია. საელჩოს პოსტი იწყება ფრაზით: “მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია. ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს.”  

გერმანიის საელჩო
საელჩოს ფეისბუქ პოსტი

სხვადასხვა ქვეყანაში გერმანიის საელჩოებმა და საკონსულოებმა მსგავსი ფეისბუქ პოსტებით აღნიშნეს ბერლინის კედლის დაცემის თარიღი. უმეტეს შემთხვევაში, მათ გაავრცელეს ვიდეორგოლი, რომელიც ბერლინის კედლის ისტორიასა და მისი დაცემის მნიშვნელობის შესახებ ჰყვება. ვიდეორგოლი სრულდება ფრაზით: “დღეს ეს კედელი ისტორიაა და მისი დაცემის გზავნილი ისეთი აქტუალური, როგორც არასდროს: ძალადობის გარეშე შესაძლებელია ჩაგვრის დაძლევა.” 

საელჩოებმა და საკონსულოებმა არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, ევროპის, აზიისა თუ აფრიკის ქვეყნებში, ბერლინის კედლის დაცემის თარიღთან დაკავშირებით მსგავსი განცხადება გაავრცელეს. მასში ნახსენებია “მშვიდობიანი რევოლუცია”, რაც ადასტურებს, რომ ქართულად გავრცელებული ტექსტი კონკრეტულად საქართველოს არ მიემართებოდა და რევოლუციის მოწოდებას არ შეიცავდა. მაგალითად, გერმანიის საელჩოებმა ბელგიაში, მალტაში, სლოვენიაში, ლიეტუვაში, ბულგარეთში და ა.შ. საკუთარ პოსტებში ბერლინის კედლის დაცემას “მშვიდობიანი რევოლუცია” უწოდეს. იგივე პოსტი გამოქვეყნა გერმანიის საელჩომ კოსოვოსა და ირლანდიაში

mtsdaria thithqos germaniis saelchom mshvidobiani revolutsia mkholod qarthul teqstshi akhsena 2 | mythdetector.com mtsdaria thithqos germaniis saelchom mshvidobiani revolutsia mkholod qarthul teqstshi akhsena 3 | mythdetector.com mtsdaria thithqos germaniis saelchom mshvidobiani revolutsia mkholod qarthul teqstshi akhsena 4 | mythdetector.com mtsdaria thithqos germaniis saelchom mshvidobiani revolutsia mkholod qarthul teqstshi akhsena 5 | mythdetector.com

ევროპული ქვეყნების გარდა, გერმანიის საკონსულომ ამერიკაში, ახალ ზელანდიასა და კანადაში ბერლინის კედლის დაცემასთან დაკავშირებით აღნიშნეს, რომ “მშვიდობიანი რევოლუცია” შესაძლებელია.

გერმანიის საელჩო

გერმანიის საელჩოებმა აზიისა (1, 2) და აფრიკის (1, 2, 3) რიგ ქვეყნებში ბერლინის კედლის დაცემის თარიღის შესახებ განცხადებაშიც ახსენეს “მშვიდობიანი რევოლუცია.”

mtsdaria thithqos germaniis saelchom mshvidobiani revolutsia mkholod qarthul teqstshi akhsena 7 | mythdetector.com

mtsdaria thithqos germaniis saelchom mshvidobiani revolutsia mkholod qarthul teqstshi akhsena 8 | mythdetector.com

გერმანიის საელჩოს განცხადება, რომელშიც “მშვიდობიანი რევოლუციის” შესაძლებლობაზეა საუბარი, მხოლოდ საქართველოს კონტექსტისათვის გამიზნული არ არის და მისი გამოქვეყნება ბერლინის კედლის დაცემასთან დაკავშირებული საერთო კამპანიის #weinvestinfreedom ნაწილია. თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის, უკრაინაში, მოლდოვაში, სერბეთში საელჩოებმა განსხვავებული ტექსტი გამოაქვეყნეს. მათში საუბარია ბერლინის კედლის დაცემასა და გერმანელების სურვილზე, ყოფილიყვნენ თავისუფლები, მართალია მათ პოსტებში, სხვა საელჩოებისგან განსხვავებით მშვიდობიანი რევოლუცია ნახსენები არ არის, თუმცა პოსტები შეიცავს ვიდეოს, სადაც ამბობენ, რომ ჩაგვრის დაძლევა ძალადობის გარეშეც შესაძლებელია.

სამთავრობო ექსპერტი, გია აბაშიძე შეცდომაში შემყვან და დეზინფორმაციულ ცნობებს ხშირად ავრცელებს. მიმდინარე თვეში “მითების დეტექტორმა” მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ორი ასეთი ცნობა გადაამოწმა

წყაროს შესახებ

ფეისბუქ გვერდი “ფაქტები და არჩევანი” 2024 წლის 27 აგვისტოს შეიქმნა. გვერდზე გამოაქვეყნებულ პირველივე პოსტში წერია, რომ მისი შექმნის მიზანია, წინასაარჩევნო პერიოდში “ვერავინ შეძლოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.” გვერდზე, ძირითადად, სამთავრობო ექსპერტების შეფასებები ქვეყნდება და პოსტების სამიზნე ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ცესკო-ს მიმართ კრიტიკულად განწყობილი აქტორები და არჩევნებზე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები არიან. აღნიშნული გვერდი “მითების დეტექტორმა” უკვე შეისწავლა. დეტალურად იხილეთ მასალა:

არქივის ბმული 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist