რატომ აკრძალეს გერმანიაში ექსტრემისტული მოძრაობა “გერმანიის სამეფო” და რას წერს შალვა პაპუაშვილი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

Kingdom of Germany
83
VIEWS

13 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ეხება გერმანიის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, აკრძალოს ექსტრემისტული ორგანიზაცია “გერმანიის სამეფო” (Königreich Deutschland). პაპუაშვილი წერს, რომ მოძრაობა “რაიხსბიურგერების” უმსხვილესი ჯგუფის აკრძალვა შემდეგი მიზეზების გამო გადაწყდა: ისინი “არ აღიარებენ გერმანიის არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას”, “ქმნიან პარალელურ სახელისუფლებო სტრუქტურებს”, “ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს”, “ხელს უშლიან პოლიციას მუშაობაში”, “ამტკიცებენ, რომ გერმანია ოკუპანტი ძალის მიერ იმართება”.

აღნიშნულს პარლამენტის თავმჯდომარე ადარებს საქართველოში გერმანიის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ჯგუფების ქმედებებს და ცდილობს ხაზი გაუსვას, რომ იმ საქმიანობის გამო, რომლისთვისაც გერმანიის მიერ საქართველოში გაცემული თანხა გამოიყენება, გერმანია საკუთარ ქვეყანაში ჯგუფებს კრძალავს.  

სამეფო გერმანია

პარლამენტის თავმჯდომარის ფეისბუქ-პოსტი დამატებითი კონტექსტის ან მოძრაობის შესახებ ინფორმაციის დართვის გარეშე გაავრცელეს მედიასაშუალებებმა:  იმედმა (1;2); POSTV-მ; ინტერპრესნიუსმა (1;2); გურია თაიმსმა; ონლაინ მედიამ “ქართული აზრი”; SPNEWS-მა; რეპორტიორმა; აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა; Ambebi.ge-მ, For.ge-მ, Ipress. ge-მ. 

სამეფო გერმანია

  • რატომ აკრძალეს ექსტრემისტული მოძრაობა გერმანიაში? 

მოძრაობა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში გერმანიის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს ადარებს, 13 მაისს აკრძალეს. “გერმანიის სამეფო” მემარჯვენე ექსტრემისტების მოძრაობის, ე.წ “რაიხსბიურგერების” ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციაა. ოფისებისა და ორგანიზაციის წევრთა სახლების ჩხრეკის შემდეგ, მისი დამფუძნებელი, პიტერ ფიცეკი სამართალდამცავებმა დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულია სამი პირი, რომლებიც სავარაუდო ლიდერები არიან. 

ყოფილმა მზარეულმა და კარატეს ინსტრუქტორმა, პიტერ ფიცეკმა ჯგუფი 2012 წელს დააარსა და “სამეფოს” თვითგამოცხადებული მონარქის, “მეფის” სტატუსით მართავდა. 2012 წელს ის მეფედ მონარქის სამოსში გამოწყობილი, შუა საუკუნეების ხმლით ხელში აკურთხეს. ფიცეკი თავს პეტრე პირველს უწოდებს. პაპუაშვილი პოსტში წერს, რომ აკრძალვის მიზეზი იყო გერმანიის არჩეული ხელისუფლების არაღიარება, თუმცა, ორგანიზაციის წევრები უარყოფდნენ არა მხოლოდ ამ დროისთვის ხელისუფლებაში მყოფთა, არამედ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი, თანამედროვე გერმანიის ფედერაციული  რესპუბლიკის ლეგიტიმურობას. ჯგუფის წევრები ამტკიცებენ, რომ გერმანიის რაიხი კვლავ არსებობს, გერმანული დემოკრატია არალეგიტიმური ფასადია და მონარქიული ქვეყნის მოქალაქეები არიან.

ლეგიტიმურობის არაღიარების ფარგლებში, ორგანიზაციის წევრთა ნაწილი უარს ამბობდა სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე – მაგალითად, გადასახადებისა და ჯარიმების გადახდაზე. ასევე, ისინი ბეჭდავდნენ საკუთარ, ალტერნატიულ პასპორტებსა და მართვის მოწმობებს. “რაიხსბიურგერებს” აქვთ საკუთარი ვალუტა, დროშა და სურდათ ცალკე საბანკო და ჯანდაცვის სისტემების შექმნა. 

სახელმწიფო ორგანოებმა ექსტრემისტულ ჯგუფს განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ მიაქციეს, რაც ბოლო წლებში მათ მიერ პოტენციურ ძალადობაზე შიში გაიზარდა. 2016 წელს “რაიხსბიურგერების” ერთ-ერთმა წევრმა მის სახლში რეიდის დროს პოლიციელს ესროლა და მოკლა. ამ მიმართულებით აღსანიშნავია გერმანიის მთავრობის დამხობის შეთქმულება, რომელიც 2022 წელს გამოვლინდა. გავრცელებული ინფორმაციით, იდეის ავტორები აპირებდნენ პარლამენტის დარბევას და პოლიტიკოსების დაკავებას დროებითი მთავრობის შექმნამდე. მთავრობის დამხობის შეთქმულების საქმეზე 27 ადამიანი დააკავეს და 380 ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.  

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრ დობრინდტის განმარტებით, ჯგუფის წევრები “კონტრსახელმწიფოს” შექმნას ცდილობდნენ. შიდა სადაზვერვო სააგენტოს მონაცემებით, “რაიხსბიურგერების” ჯგუფებში, დაახლოებით, 25 000 ადამიანი არის გაწევრიანებული. “სამეფო გერმანიის” თანამოაზრე, მათი ცნობებით, 6 000 ადამიანია. 

აღნიშნული ჯგუფი პარლამენტის თავმჯდომარემ გერმანიის მიერ საქართველოში დაფინანსებულ ორგანიზაციებს შეადარა, ხოლო მედიამ, რომელმაც მისი პოსტი გაავრცელა, ტექსტს “რაიხსბიურგერების” შესახებ რაიმე დამატებითი ინფორმაცია არ დაურთო. შესაბამისად, მკითხველი მათი სტატიებით ვერ იღებს ინფორმაციას, თუ რა მიზეზებით აიკრძალა ექსტრემისტული ჯგუფი და რა საქმიანობით უქმნიდნენ დემოკრატიას საფრთხეს მისი წევრები.  

არქივი (1;2;3;4;5;6;7;8;9;10)

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front საქართველო

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist