პოლონელი მესაზღვრის მიერ გერმანელი მიგრანტის გაძევებაზე ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

გერმანელი მიგრანტი
184
VIEWS

21 ივლისს ფეისბუქ-მომხმარებელმა გაავრცელა ვიდეო, რომელიც, მისი მტკიცებით, პოლონელ მესაზღვრესთან გერმანელი მიგრანტი ქალის დაპირისპირებას ასახავს. პოსტის აღწერის მიხედვით, გერმანელი ქალი პოლონელმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს. ვიდეოში გერმანულად მოსაუბრე ქალი ფორმიან პირს უპირისპირდება, რის შემდეგაც მას ეუბნებიან ფრაზას: “ჰიტლერ კაპუტ”.  პოსტი მტკიცებით, თითქოს ვიდეო მიგრანტის არშეშვების გამო გერმანელი ქალის პოლონელ მესაზღვრესთან დაპირისპირებას ასახავს, რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებლებმაც გაავრცელეს (1;2). ვიდეო მსგავსი აღწერით გვხვდება რუსულ ტელეგრამ-არხზეც.

გერმანელი მიგრანტი
გერმანელი მიგრანტი

მტკიცება, თითქოს ვიდეო პოლონელ მესაზღვრესთან გერმანელი მიგრანტის დაპირისპირებას ასახავს, სიმართლეს არ შეესაბამება. პირი, რომელსაც მესაზღვრედ მოიხსენიებენ, საზღვრის დაცვის მიზნით შექმნილი ნაციონალისტური მოძრაობის წევრია. ასევე არ დასტურდება მტკიცება, რომ ქალი გერმანელი მიგრანტია. გავრცელებული ცნობებით, ის მოძრაობის მოხალისეს სხვა მიგრანტის არშეშვების გამო ეკამათებოდა.  

პირი, რომელსაც გერმანულად მოსაუბრე ქალი უპირისპირდება, მოძრაობა Ruch Obrony Granic-ის (ROG) წევრია. ROG პოლონური მემარჯვენე ნაციონალისტი პოლიტიკოსისა და აქტივისტის, რობერტ ბაკევიჩის მიერ დაარსებული მოძრაობაა, რომლის ოფიციალური მიზანია “პოლონეთის დაცვა მასობრივი მიგრაციისა და მასთან დაკავშირებული საფრთხეებისგან”. მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ისინი ებრძვიან არალეგალურ მიგრაციას და თან ატარებენ ბანერებს მიგრაციის საწინააღმდეგო მოწოდებებით. მოხალისეები საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციას თავიანთ X-ის ანგარიშზეც ხშირად აქვეყნებენ.  

ბოლო პერიოში პოლონეთში მიგრანტების წინააღმდეგ მოძრაობები გააქტიურდა და აქციებიც გაიმართა. მოვლენები ადგილობრივ და ევროპულ გამოცემებშიც (1;2;3) გაშუქდა. გერმანულმა უწყებებმა განაცხადეს, რომ დუბლინის შეთანხმების შესაბამისად, აპირებდნენ, ათასობით თავშესაფრის მაძიებელი, რომლებიც, მათი ინფორმაციით, ქვეყანაში პოლონეთიდან მოხვდნენ, უკან, პოლონეთში დაებრუნებინათ. აღნიშნულის ფონზე პოლონეთმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეწესებინა სასაზღვრო კონტროლი გერმანიასა და სლოვენიასთან. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს სლუბიცეს ხიდი, რომელიც გერმანია-პოლონეთის საზღვარზე მდებარეობს

გერმანელი მიგრანტი
მარცხნივ: სქრინშოტი ვიდეოდან; მარჯვნივ: სლუბიცეს ხიდი

ნაციონალისტური მოძრაობის წევრები სწორედ ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებდნენ, სასაზღვრო პოლიციის უფლება-მოვალეობებს ითავსებენ და თვითგამოცხადებულად მოქმედებენ. მსგავს ქმედებებს ივლისის დასაწყისში პრემიერმინისტრი, დონალდ ტუსკიც გამოეხმაურა – მათ შეჩერებისკენ მოუწოდა და ქცევას უკანონო და დესტრუქციული უწოდა.  

ROG-ის მოძრაობის წევრების სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებისგან განსხვავება შესაძლებელია. ვიდეოში ჩანს პირი, რომელსაც მოსაცმელზე ორგანიზაცია ROG-ის ლოგო აქვს გამოსუხული.

გერმანელი მიგრანტი
მარცხნივ: სქრინშოტი ვიდეოდან; მარჯვნივ: მოძრაობის ლოგო

“მითების დეტექტორი” პოლონეთის სასაზღვრო პოლიციას დაუკავშირდა. უწყებაში გვთხრეს, რომ გავრცელებულ ვიდეოებზე დართული მითითებით, ვიდეო რობერტ ბაკევიჩის დაფუძნებულ მოძრაობა ROG-ის წევრს ასახავს. ასევე, გამოგვიგზავნეს ბმული, რომელიც ადასტურებს, რომ პოლონეთის სასაზღვრო პოლიციის ოფიციალური ფორმები ვიდეოში ასახული ტანისამოსისგან განსხვავდება.  

გერმანელი მიგრანტი
მარცხნივ: სქრინშოტი ვიდეოდან; მარჯვნივ: სასაზღვრო პოლიციის ფორმა

ინფორმაციას, რომ კაცი ROG-ის წარმომადგენელია, ადასტურებს ბაკევიჩის მიერ დაფუძნებული კიდევ ერთი ორგანიზაცია, სახელად ROTY. Roty, ROG-ის მსგავსად, წარმოადგენს ანტი-საემიგრაციო გაერთიანებას. სწორედ მათ განცხადებაშია მითითებული მოხალისის სახელი და გვარი – ანდჟეი პივნიცკი.  ვიდეო ასევე გამოქვეყნდა პოლონური ნაციონალისტური პარტიის, Suwerenna Polska-ს ფეისბუქ-გვერდზე აღწერით, რომ ის ROG-ის წარმომადგენელზე თავდასხმას ასახავს. გარდა ამისა, ქართულენოვანი ფეისბუქ-მომხმარებელი ამტკიცებს იმასაც, რომ დაპირისპირებაში მონაწილ ქალი გერმანელი მიგრანტია. ამის მიუხედავად, ღია წყაროებით მსგავსი ინფორმაცია არ დასტურდება. ორგანიზაციასთან დაკავშირებული პირების მიერ გავრცელებულ ცნობებსა და ამ საკითხზე გამოქვეყნებულ მასალებში ვკითხულობთ, რომ ქალი გერმანელია და “მესაზღვრეს” სხვა მიგრანტის არშეშვების გამო დაუპირისპირდა.  სავარაუდოდ, საუბარია მესამე პირზე, რომელიც ვიდეოშიც ჩანს და რომლის ამსახველი სხვა კადრებიც გავრცელდა.


სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, პოლონეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist