გენდერული და იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაცია

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

fact Checker, დეზინფორმაცია, ფაქტჩეკერი, მითების დეტექტორი
21
VIEWS

გენდერული და იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაციის ინსტრუმენტალიზაცია პოლიტიკური მიზნით 2024 წელსაც აქტუალური პრობლემა იყო და როგორც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ასევე საერთაშორისო და რეგიონულ თემატიკასაც ეხმიანებოდა.

წინამდებარე კვლევა, რომელიც 2024 წლის მონაცემებს აანალიზებს, გენდერული და იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაციის თემატიკას, სამიზნეებს, მეთოდებს და წყაროებს მიმოიხილავს. კვლევაში ცალკე თავად არის წარმოდგენილი დასავლეთთან დაკავშირებული დეზინფორმაცია და ცალკე არის მიმოხილული უშუალოდ საქართველოს შიდა პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პროცესთან დაკავშირებით გავრცებული მანიპულაციური შინაარსი.

როგორც მონაცემების ანალიზი აჩვენებს, ადგილობრივი თუ გარე მავნე აქტორები ამ თემატიკას როგორც ინდივიდუალური უფლებების ხელყოფის მიზნით, ასევე პოლიტიკურ ინსტრუმენტადაც იყენებენ და ცალკეული ჯგუფების სტიგმატიზების გარდა, ანტიდასავლურ და ანტილიბერალურ განწყობებს აღვივებენ.

კვლევაში გაანალიზებულია ფაქტების გადამოწმების პლატფორმის “მითების დეტექტორის” მიერ 2024 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე გამოვლენილი და გადამოწმებული ინფორმაცია, რომელიც გენდერული ან იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაციის ნიშნებს შეიცავს.

ავტორი: თამარ კინწურაშვილი

ანგარიში ეყრდნობა „მითების დეტექტორის” ფაქტების ანალიტიკოსების მიერ მომზადებულ მასალებს.

ფაქტების გადამოწმებაზე მუშაობდნენ: მაიკო რატიანი, თინა თვაური, ანი ქისტაური, თეკლა ხარაზიშვილი, ცისია კირვალიძე, დავით რობაქიძე, მარიამ ტალახაძე, არაბელა კორძახია, გიორგი მინაშვილი, მარიამ დანგაძე

დიზაინი: მარიამ ცუცქირიძე

გარეკანის ფოტო: ShutterStock, Ant  on Vierietin

ბმული: გენდერული და იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაცია

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist