ნიშნავს თუ არა Gen Z თაობის აღმნიშვნელი ტერმინი “ზუმერი” ინტელექტის დეფიციტს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

261
VIEWS

2024 წლის 14 მაისს კრემლისტური ტელევიზიის ალტ ინფოს გადაცემაში “ალტ-ანალიტიკა” წამყვანმა გიორგი ქარდავამ ისაუბრა ე.წ. ჯენ ზი თაობაზე (Gen Z). მისი მტკიცებით, დასავლეთში, კონკრეტულად დასავლურ ციფრულ სამყაროში ჯენზის ნაცვლად იყენებენ ტერმინს “ზუმერი”. ქარდავა ამბობს, რომ ტერმინი დამაკნინებელია და აღნიშნავს “სიდებილეს, გაუნათლებლობას და ინტელექტის დეფიციტს”.

nishnavs thu ara Gen Z thaobis aghmnishvneli termini zumeri inteleqtis dephitsits ნიშნავს თუ არა Gen Z თაობის აღმნიშვნელი ტერმინი “ზუმერი” ინტელექტის დეფიციტს?

ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ტერმინ “ზუმერს” ნეგატიური განმარტება აქვს და ასოცირდება სიდებილესთან, გაუნათლებლობასთან და უინტელექტობასთან, არ შეესაბამება სიმართლეს. სიტყვა “ზუმერი” მიიღეს ბუმერისა (1946-1964 წლების თაობა) და ზეტის ან ინგლისური სიტყვა zoom-ის გაერთიანებით. ორივე შემთხვევაში, აღნიშნავს თაობას, რომელიც ტექნოლოგიის ბუმის ეპოქაში გაიზარდა. 

თაობა ზეტი – ჯენ ზი

თაობა ზეტად მოიხსენიებენ 1990-იანების მიწურულსა და 2000-იანების დასაწყისში დაბადებულ ადამიანებს. ზუსტ თარიღებზე კონსენსუსი არ არსებობს, თუმცა ღია წყაროებში ხშირად გვხვდება 1997-2012 წლები. თაობას “ზეტი” ანბანური თანმიმდევრობის საფუძველზე დაარქვეს. მის ორ წინამორბედს ჰქვია თაობა იქსი, Gen X, (1965-1980 წლებში დაბადებული ადამიანი) და თაობა ვაი, Gen Y, ასევე, ცნობილი როგორც მილენიალი (1981-1996). ინგლისურ ანბანში X და Y ასოებს მოყვება ასო Z (ზეტი), რის გამოც ჩამოყალიბდა ტერმინი “თაობა ზეტი”. 

ერთ თაობას შეიძლება რამდენიმე სახელი ჰქონდეს, როგორც გვხვდება, მაგალითად, თაობა ვაი-ს, ანუ, მილენიალების, შემთხვევაში. ვინაიდან არ არსებობს სახელის მომფიქრებელი ცენტრალური ფიგურა ან ინსტიტუტი, სახელის დამკვიდრება, დამოკიდებულია საზოგადოებაზე. სხვადასხვა პერიოდში, ჯენზის არქმევდნენ აი-თაობასა (igeneration) და თაობა Wii-ს. ერთ-ერთი ასეთი სახელი, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელდა არის “ზუმერი” (Zoomer). ერთი ვერსიით, ზუმერი არის ზეტის და ბუმერის (1946-1964 წწ-ს თაობა) გაერთიანება და ასოცირდება ტექნოლოგიური და კულტურული ბუმის ფონზე აღზრდისა და ცხოვრების სწრაფ მეთოდთან. მეორე ვერსიით, სახელი წარმოიშვა სიტყვა ზუმ (ინგ. Zoom – სწრაფი გადაადგილება) და ბუმერის გაერთიანებით. ამ შემთხვევაშიც, აქცენტი ტექნოლოგიაზე და ცხოვრების სწრაფ ტემპზეა. ჯენზის ახასიათებენ როგორც ტექნიკის მცოდნე, პროგრესულ და ცნობისმოყვარე თაობას. 

რაც შეეხება ჯენზის და განათლებას,  Pew Research Center-ის კვლევის თანახმად, ჯენზი ყველაზე განათლებული თაობის გზას ადგას. 2018 წლის მდგომარეობით, 18- 21 ასაკობრივი ჯგუფის 57%% ჩაირიცხა კოლეჯში. სტატისტიკა, წინა თაობებთან შედარებით, გაზრდილია.  ამ ასაკობრივ ჯგუფს, ასევე,  დიდი ალბათობით ჰყავს კოლეჯში განათლებული მშობელი, რაც ხელს უწყობს უმაღლესი განათლების მიღწევას.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

წყარო

ალტ-ინფო
ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist