სახელისუფლებო მედიის მიერ გავრცელებული გეი წყვილის ფოტო AI გენერირებულია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

გეი წყვილი
773
VIEWS

2 დეკემბერს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიამ: POSTV (1;2); დაიჯესტი; საინფორმაციო სააგენტო INFO 9; ნიუსჰაბი; Exclusive News; Exclusive Media და ფეისბუქ-გვერდმა “არ აგარევინებთ” გაავრცელეს ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ორი აირწინაღიანი პირი ერთმანეთს კოცნის. აღწერაში ვკითხულობთ: “გეი წყვილი “მშვიდობიან” მიტინგზე”.გეი წყვილი

პროსახელისუფლებო მედიის მიერ გავრცელებული გეი წყვილის ფოტო ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული. ფოტოზე ხარვეზები შეინიშნება, გარდა ამისა, ავტორს მითითებულია აქვს, რომ მის შესაქმნელად პროგრამა Midjourney გამოიყენა.  

მედიის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო ბარათზე ფოტოს ავტორი – დავით აფაქიძე ჩანს. თავდაპირველად, 2 დეკემბერს, მან ფოტოები საკუთარ Instagram-გვერდზე გამოაქვეყნა და დაურთო წარწერა (Collab with Midjourney), რომლის მიხედვითაც ის Midjourney-ის გამოყენებით არის შექმნილი. ეს არის პროგრამა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ფოტოებს ქმნის.

გეი წყვილი

გარდა ამისა, Instagram პოსტს დართული აქვს AI info. აღნიშნული მითითების დატანა ავტორს ფოტოს ან ვიდეოს გამოქვეყნებამდე თავად შეუძლია, ასევე, Instagram-ი თავადაც ადებს მითითებას იმ გამოსახულებებს, რომლებიც, შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტით იყოს გენერირებული. ნიშანზე ხელის დაჭერის შემდეგ ვკითხულობთ შეტყობინებას, რომ კონტენტი, შესაძლოა, AI გენერირებული იყოს.

sakhelisuphlebo mediis mier gavrtselebuli gei tsqhvilis photo AI generirebulia2 სახელისუფლებო მედიის მიერ გავრცელებული გეი წყვილის ფოტო AI გენერირებულია

დავით აფაქიძე POSTV-ის მიერ ფოტოს გავრცელებას Instagram Story-ით გამოეხმაურა. ავტორი ტექსტში ადასტურებს, რომ ფოტო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის შექმნილი. 

 sakhelisuphlebo mediis mier gavrtselebuli gei tsqhvilis photo AI generirebulia3 სახელისუფლებო მედიის მიერ გავრცელებული გეი წყვილის ფოტო AI გენერირებულია

გარდა ამისა, ფოტოზე ხარვეზებიც შეინიშნება. მაგალითად, ორივე ფოტოზე გამოსახულ მოქალაქეებს რესპირატორები უკეთიათ, თუმცა ისინი ერთმანეთს არის შერწყმული. ასევე, პირველ ფოტოზე ჩანს ერთ-ერთის ხელი და დეფორმირებული თითები. აღნიშნული ხარვეზი AI ფოტოებისთვის არის დამახასიათებელი.  

sakhelisuphlebo mediis mier gavrtselebuli gei tsqhvilis photo AI generirebulia4 სახელისუფლებო მედიის მიერ გავრცელებული გეი წყვილის ფოტო AI გენერირებულია

მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები იმართება. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მიმართულ დისკრედიტაციის კამპანიაში სამთავრობო მედია აქტიურად არის ჩართული. მაგალითად, 2 დეკემბერს პროსახელისუფლებო მედია ამტკიცებდა, რომ აქციაზე შეიარაღებული ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა გამოქვეყნებულ ფოტოზე რეალურად ჩანდა პირი, რომელსაც ხელში შტატივი და კამერა ეჭირა. საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ გამართული საპროტესტო აქციების შესახებ “მითების დეტექტორმა” სამთავრობო მედიისა თუ საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული არაერთი მცდარი ცნობა გადაამოწმა

პოსტების არქივი (1;2;3;4;5;6;7)


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist