გეგმავს თუ არა რომის პაპი “დიდ გადატვირთვას”?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

821
VIEWS

21 სექტემბერს ფეისბუქ მომხმარებლებმა Goria Shiva და ბექა ვარდოსანიძე რომის პაპის შესახებ იდენტური შინაარსის მქონე პოსტები გამოაქვეყნეს. პოსტის ავტორების მტკიცებით, მთავარეპოსკოპოსმა კარლო მარია ვიგანომ რომის პაპი ამხილა და ის “დიდი გადატვირთვის”  “გულმოდგინე თანამშრომლად” დაასახელა. ვიგანომ აღნიშნა ისიც, რომ პაპი ფრანცისკე იეზუიტია და ეკლესიის განადგურებასა და “მასონური შთაგონების” ორგანიზაციის შექმნას ცდილობს, ასევე თქვა, რომ ღრმა სახელმწიფოსა და ღრმა ეკლესიას შორის შეთქმულება არსებობს.

"

გავრცელებული პოსტები კონსპირაციულია. რეალურად, არქიეპისკოპოს კარლო მარია ვიგანოს მიერ ნახსენები “დიდი გადატვირთვა” COVID-19-ის კრიზისის საპასუხო ინიციატივაა და ელიტების მიერ გლობალური კონტროლის დამყარებას მიზნად არ ისახავს;  კონსპირაციაა ასევე განცხადებები იმის შესახებ, რომ “დიდი გადატვირთვა” “ღრმა სახელმწიფოსა” და “ღრმა ეკლესიას” შორის შეთანხმების შედეგად განხორციელდება. 

Goria Shiva-სა და  ბექა ვარდოსანიძის მიერ გავრცელებული ვიდეო და ფოტო გამოცემა Urbi et Orbi Communications-ის იუთუბ არხზე განთავსებული კარლო მარია ვიგანოს ერთ-ერთი ვიდეოს ფრაგმენტია. მთავარეპისკოპოსმა აღნიშნული გამოცემის 18 შეკითხვას უპასუხა, ხოლო თითოეული პასუხი იუთუბ არხზე დამოუკიდებელი ვიდეოს სახით გამოქვეყნდა. კონკრეტულად ამ ვიდეოში ვიგანოს ჰკითხეს, თუ რატომ თვლიდა, რომ ეკლესია იმ ადამიანებს დაუკავშირდა, რომელებიც ქრისტიანულ ღირებულებებს არ იზიარებენ და რა ფასის გადახდა მოუწევდა ეკლესიას  ამ გადაწყვეტილების გამო.

თავის პასუხში მთავარეპისკოპოსი მართლაც აღნიშნავს, რომ წმინდა საყდარი დამონებულია და “გლობალური ელიტის” ანტიქრისტიანულ მიზნებს ემსახურება, როგორც ჯანრმთელობის საკითხებში, ისე მთლიანად “დიდი გადატვირთვის” გეგმის შესრულებაში. ვიგანო ამბობს იმასაც, რომ ბოლო დროს ეკლესიასა და საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენები “ღრმა სახელმწიფოსა” და “ღრმა ეკლესიას” შორის კავშირს ადასტურებს.

  • რეალურად “დიდი გადატვირთვა” COVID-19-ის კრიზისის საპასუხო ინიციატივაა, ხოლო მტკიცება  “ღრმა სახელმწიფოსა”  და “ღრმა ეკლესიას” შორის არსებული შეთანხმების საშუალებით მისი განხორციელების შესახებ შეთქმულების თეორიაა

“დიდი გადატვირთვა” მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ 2020 წლის ივნისში შემუშავებული ინიციატივაა, რომლის მიზანი COVID-19-ით გამოწვეული საერთაშორისო კრიზისის მართვისა და პრობლემების გრძელვადიანი გადაჭრისთვის საჭირო გზების მოძიებაა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი არასამთავრობო ორგანიზაციიაა და საკუთარ ინიციატივაში ჩართვასა და პარტნიორობას მსოფლიოს გარშემო გადაწყვეტილების მიმღებ სხვადასხვა ინსტიტუაციასა და პიროვნებას სთავაზობს. 

მტკიცება იმის შესახებ, რომ “დიდი გადატვირთვა” რეალურად მსოფლიო ელიტების მიერ შექმნილი საიდუმლო გეგმაა, შეთქმულების თეორიაა ისევე, როგორც ამ საიდუმლო გეგმაში რომის პაპის მონაწილეობის შესახებ მოგვიანებით გავრცელებული ცნობები. 2020 წლის 30 ოქტომბერს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპისადმი მიწერილ თავის ღია წერილში ვიგანო აღნიშნავდა, რომ “დიდი გადატვირთვა” ელიტების მიერ დედამიწის მოსახლეობის დასამორჩილებლად შემუშავებული გეგმა იყო. იმავე დღეს ამერიკელმა ტელეწამყვანმა რიკ ვაილსმა მთავარეპისკოპოსის წერილი TruNews-ის ეთერში წაიკითხა და აღნიშნა, რომ “დიდი გადატვირთვის” გლობალისტური გეგმის შესრულებაში შესაძლოა, რომის პაპსაც მიეღო მონაწილეობა.

კონსპირაციულია მტკიცება იმის შესახებაც, რომ “დიდი გადატვირთვა” “ღრმა სახელმწიფოსა” და “ღრმა ეკლესიის” შეთანხმების შედეგად განხორციელდება.  შეთქმულების თეორიის კონტექსტში ამ ორი ტერმინის განხილვა ულტრა-მემარჯვენე QAnon-ის მოძრაობისგან და მთავარეპისკოპოს ვიგანოსგან მომდინარეობს. QAnon-ის მიმდევრების მიხედვით, აშშ-ს და მთლიანად მსოფლიოს ფარული ელიტა საიდუმლოდ მართავს და საზოგადოებას მათი მმართველობისგან თავის დახსნა მხოლოდ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დახმარებით შეუძლია. 2018 წელს კარლო მარიო ვიგანომ დონალდ ტრამპისადმი მიწერილ თავის პირველ ღია წერილში პირველად გააჟღერა ინფორმაცია “ღრმა ეკლესიისა” და “ღრმა სახელმწიფოს” შორის არსებული შეთანხმების შესახებ. წერილის ტექსტი ტრამპის მხარდამჭერებს შორის პოპულარული გახდა. მოგვიანებით ვიგანომ თავის მიმართვაში ტრამპი გააფრთხილა, რომ “ღრმა სახელმწიფოს” “ღრმა ეკლესიის” მხარდაჭრით “ახალი მსოფლიო წესრიგის” დამყარება ჰქონდა განზრახული.

"
საქართველოში კარლო მარიო ვიგანოს კონსპირაციული მტკიცებებს იმის შესახებ, რომ რომის პაპი “დიდ გადატვირთვაში” მონაწილეობს და პანდემია ამ გეგმის შემადგენელი ნაწილია, გასულ წელს პრორუსული გამოცემა “საქართველო და მსოფლიო” ავრცელებდა, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

“დიდი გადატვირთვის” შესახებ გავრცელებული ყალბი მტკიცებების შესახებ დამატებით იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

ვრცლად QAnon-ის შეთქმულების თეორიების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: იტალია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist