გავრცელებული ვიდეოები უკრაინაში ზელენსკის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციებს არ ასახავს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ზელენსკი
57
VIEWS

18 ოქტომბერს დეზინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ქართულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებელმა  Jeni Burjanadze გამოაქვეყნა აქციის ამსახველი ორი ვიდეო აღწერით: “უკრაინაში მასობრივი აქციები დაიწყო. მოსახლეობის 80 პროცენტი ზელენსკის გადადგომას ითხოვს”.

ზელენსკი

გავრცელებული ვიდეო არა უკრაინაში ამჟამად მიმდინარე პროტესტს, არამედ 2025 წლის ივლისში გამართულ აქციებს ასახავს. 22 ივლისს საპროტესტო აქციები ანტი-კორუფციული უწყებების შესახებ კანონის წინააღმდეგ დაიწყო. აქციის მონაწილეები კანონისთვის ვეტოს დადებას ითხოვდნენ და პროტესტის მოთხოვნა ზელენსკის გადადგომა არ ყოფილა. 

2025 წლის ივლისში უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს #12414, რომელიც უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურას გენერალური პროკურორს უქვემდებარებდა, რაც ამ ანტიკორუფციული უწყებების დამოუკიდებლობას ზღუდავდა. 22 ივლისს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანონს ხელი მოაწერა. პარალელურად, უკრაინელები კანონზე ვეტოს დადების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავდნენ.  უკრაინის პრეზიდენტი საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებას ანტიკორუფციული ორგანოებიდან “რუსული გავლენის” გაწმენდის საჭიროებით ხსნიდა.  აღსანიშნავია, რომ კანონის მიღება კრიტიკულად შეაფასეს ოპოზიციონერებმა, ექსპერტებმა და დასავლელმა ლიდერებმა. ზელენსკის ივლისში ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ესაუბრა და შეშფოთება გამოხატა საკანონმდებლო ცვლილებებზე

პროტესტისა და კრიტიკის ფონზე, 24 ივლისს, ზელენსკიმ ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომელიც ანტიკორუფციული უწყებების დამოუკიდებლობის აღდგენას ემსახურებოდა. 31 ივლისს კი ინსტიტუტების დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ რადას მიერ უკვე მიღებულ კანონს ხელი მოაწერა. ახალმა კანონმა 22 ივლისს მიღებული კანონდებლობა გააუქმა და, ზელენსკის თქმით, უზრუნველყოფს გარანტიებს ანტიკორუფციული სტრუქტურებისა და ყველა უკრაინული სამართალდამცავი ორგანოს სათანადო და დამოუკიდებელი მუშაობისთვის. 

ზელენსკი
კადრი ვიდეოდან “უკრაინელი მომიტინგეები ზეიმობენ, როცა კანონმდებლები ანტიკორუფციული ორგანოების უფლებამოსილების აღდგენას უჭერენ მხარს” (The Guardian

ორი ვიდეო, რომელიც ფეისბუქ-ანგარიშმა გამოაქვეყნა, 22 ივლისს ხელმოწერილი კანონის გასაპროტესტებლად კიევში შეკრებილ მოქალაქეებს ასახავს. ორივე მათგანი ტიკ-ტოკ ანგარიშებს 23-34 ივლისს აქვთ გამოქვეყნებული (1;2).  

პირველი ვიდეო კიევში ჩატარებულ აქციას ასახავს. იგივე კადრები სხვა მედიასაშუალებებსა და პლატფორმებზე გავრცელდა (1;2;3). მეორე ვიდეოც კიევშია გადაღებული და კადრებში ივან ფრანკოს სახელობის დრამატული თეატრი ჩანს. იგივე კადრები ივლისში კანონის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ვიდეოკოლაჟებში გვხვდება.  

ღია წყაროებით, მათ შორის, უკრაინულ მედიასაშუალებებში არ იძებნება ინფორმაცია, რომ ამჟამად ქვეყანაში ვოლოდიმირ ზელენსკის გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქართულენოვანი ფეისბუქ-მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოები ივლისშია გდაღებული და პროტესტის მთავარი მოთხოვნა არა ზელენსკის გადადგომა, არამედ კანონზე ვეტოს დადება იყო. 

“მითების დეტექტორმა” ივლისში გადაამოწმა დეზინფორმაციული მტკიცებებით, თითქოს აღნიშნული აქციები რუსეთის მხარდასაჭერი იყო ან მოქალაქეები სამშვიდობო შენთანხმების დადებას მოითხოვდნენ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist