გავრცელებული ვიდეო უკრაინაში “ახალი ისრაელის” ასაშენებლად ჩასულ ებრაელებს არ ასახავს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

344
VIEWS

7 ოქტომბერს ქართულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშმა “ირაკლი ზაქარეიშვილი,” რომელსაც აქამდე დეზინფორმაცია არაერთხელ გაუვრცელებია, გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, აღწერის მიხედვით,ახალი ისრაელის” შექმნის მიზნით უკრაინაში მიმავალ ებრაელებს ასახავს.  

Screenshot 2024 10 24 162950 გავრცელებული ვიდეო უკრაინაში “ახალი ისრაელის” ასაშენებლად ჩასულ ებრაელებს არ ასახავს

ვიდეო უკრაინაში “ახალი ისრაელის” ასაშენებლად ჩასულ ებრაელებს არ ასახავს და ინტერნეტში მცდარი აღწერით ვრცელდება. იგი რეალურად გადაღებულია უმანში—ჰასიდური მომლოცველებისთვის მნიშვნელოვან ადგილას, სადაც ისინი ყოველწლიურად ებრაულ ახალ წელს აღნიშნავენ. არაერთი კადრით დასტურდება, რომ ებრაელები უმანში ყოველწლიურად ებრაული ახალი წლის აღსანიშნავად ჩადიან. 

  • გეოლოკაცია: ვიდეოში ნაჩვენები შენობა უმანში მდებარეობს

“მითების დეტექტორმა” ვერ დაადგინა ზუსტად როდის არის აღნიშნული ვიდეო გადაღებული, თუმცა ყველაზე ადრეული ვერსია YouTube-ზე 2 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ჩვენ შევძელით ვიდეოში ნაჩვენები ერთ-ერთი შენობის იდენტიფიცირება, რომელიც უმანის რკინიგზის სადგურთან ახლოს მდებარეობს

Screenshot 2024 10 24 162955 გავრცელებული ვიდეო უკრაინაში “ახალი ისრაელის” ასაშენებლად ჩასულ ებრაელებს არ ასახავს
წყარო: Google maps.
კადრი გავრცელებული ვიდეოდან
კადრი გავრცელებული ვიდეოდან

უმანი უკრაინაში, კიევიდან 215 კილომეტრში მდებარეობს, მისი მოსახლეობა კი დაახლოებით 80,000 ადამიანს შეადგენს. ჰასიდური ებრაელები ყოველწლიურად აღნიშნულ ქალაქში როშ ჰაშანას აღსანიშნავად იკრიბებიან. სამი დღის განმავლობაში ისინი ებრაულ ახალ წელს ზეიმობენ. სწორედ აქ არის დაკრძალული ბრესლოვის რაბინი ნახმანი. ირმა რიბნიცკამ, უმანის ისტორიულ კულტურულ ცენტრიდან, AFP-ს უთხრა, რომ 2023 წელს უკვე 30,000 მომლოცველი ჩავიდა უმანში.

  • ჰასიდური მომლოცველების ყოველწლიური ზეიმი ებრაული ახალი წლის აღსანიშნავად

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ებრაელები ტრადიციული სამოსით, ბარგით ხელში გადაადგილდებიან. “მითების დეტექტორმა” ვიდეო ხელსაწყო InVid-ის საშუალებით გადაამოწმა და იმ მსგავს კადრებს მიაგნო, რომლებიც საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოებმა (Agence France-Presse (AFP), Associated Press (AP)) აღნიშნულ დღეებში გაავრცელეს.

გარდა ამისა, ფოტოებმა მიგვიყვანა სტატიებამდე, რომლებიც ჰასიდური მომლოცველების ებრაული ახალი წლის აღნიშვნას ეხებოდა. სტატიების მიხედვით, მომლოცველები ჩავიდნენ უკრაინის ქალაქ უმანში, სადაც როშ ჰაშანას (2-4 ოქტომბრის ჩათვლით) დღესასწაული იმართებოდა. აღნიშნულ დღესასწაულს ყოველწლიური ხასიათი აქვს: ყოველ წელს ათასობით ჰასიდი ებრაელი ჩადის უმანში, სადაც დაკრძალულია ბრესლოვის ჰასიდური მოძრაობის დამაარსებელი რაბინი ნახმანი. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომი ისევ გრძელდება, ებრაელები არ წყვეტენ დღესასწაულის აღნიშვნას. 2023 წელს ქალაქი რუსული რაკეტების სამიზნე გახდა, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა.

2024 წლის აგვისტოში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ურჩია აშშ-ის მოქალაქეებს, არ გამგზავრებულიყვნენ უმანში რაბინი ნახმანის საფლავზე როშ ჰაშანას დროს. უკრაინამ 2022 წელს, რუსული სამხედრო აგრესიის დაწყების გამო, საჰაერო სივრცე დახურა, ამიტომ მომლოცველებს ევროპული ქვეყნების გავლით მოუწიათ უმანში ჩასვლა. დამატებით, უკრაინის გაერთიანებულმა ებრაულმა საზოგადოებამ განაცხადა, რომ 14,000-ზე მეტ მომლოცველმა ვერ შეძლო უმანში ირანის ისრაელზე თავდასხმის გამო გამგზავრება.

უკრაინის მოსახლეობის 0.2%-ს ებრაელები შეადგენენ. მსოფლიო ებრაული კონგრესის თანახმად, 2023 წელს უკრაინაში 45,000 ებრაელი ცხოვრობდა, რაც მას ევროპის მეოთხე ყველაზე დიდი ებრაულ თემად აქცევს. ებრაული თემები უკრაინის ტერიტორიაზე მეცხრე საუკუნიდან ცხოვრობენ.

იგივე კადრები, რომლებიც მსგავს ანტისემიტურ კომენტარებს ერთვოდა, სხვადასხვა პლატფორმაზე გავრცელდა (123).აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინფორმაცია შარშანაც გავრცელდა, მაშინ იმ მტკიცებით, თითქოს ებრაელები უკრაინაში “ზეციურ იერუსალიმს” აშენებდნენ. აღნიშნული კონსპირაციის თეორიაა და ოფიციალურმა კიევმაც უარყო.

წყაროს შესახებ

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყნებს. 2023 წლის 7 ოქტომბერს დაწყებული ისრაელ-ჰამასის ომის შემდეგ, ის რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციას.  ზაქარეიშვილის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც მრავალჯერ გადაამოწმა


მოამზადა სერინე გაბრიელიანმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი, უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist