გავრცელებული ფოტო არ ასახავს ევროპარლამენტში შექმნილი კომისიის ხელმძღვანელს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ევროპარლამენტში
94
VIEWS

12 იანვარს ფეისბუქ-მომხმარებლებმა Levan Tavdishvilii და Annoi Antidze გაავრცელეს კაბაში ჩაცმული პირის ფოტო ინფორმაციასთან ერთად, რომ ევროპარლამენტი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე საგამოძიებო კომისიას ქმნის. ტექსტის მიხედვით, კომისიას გერმანელი დეპუტატი, კლაუს ჰოფმანი უხელმძღვანელებს. პოსტებში ასევე ვკითხულობთ კლაუს ჰოფმანის ციტატას ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ქართველი ხალხის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. 

Screenshot 2025 01 13 173805 გავრცელებული ფოტო არ ასახავს ევროპარლამენტში შექმნილი კომისიის ხელმძღვანელს

პოსტების ავტორები ვიზუალურ მანიპულაციას ავრცელებენ. ფოტოზე გამოსახული კაცი არა ევროპარლამენტში შექმნილი კომისიის ხელმძღვანელი, არამედ ამერიკელი მოდელი მარკ ბრაიანია. ევროპარლამენტში საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე საგამოძიებო კომისია არ შექმნილა. გერმანელი პოლიტიკოსი, სახელად კლაუს ჰოფმანი ბუნდესტაგის წევრებისა და ევროპარლამენტარების სიაში არ იძებნება.

ფოტოზე ასახული კაბაში ჩაცმული პირი რეალურად გერმანიაში მცხოვრები მარკ ბრაიანია, რომელმაც საკუთარი სტილით მედიის ყურადღება წარსულშიც ბევრჯერ მიიპყრო.  ის არა დეპუტატი, არამედ რობოტიკის ინჟინერი, ამერიკული ფეხბურთის მწვრთნელი და მოდელია. მარკ ბრაიანს, რომელიც ჰეტეროსექსუალია, მეუღლე და 3 შვილი ჰყავს. მისი განსხვავებული სტილი, რომელსაც მეუღლეც უჭერს მხარს, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებისა და კაბის ჩაცმას უკავშირდება

მარკ ბრაიანის განცხადებით, ტანსაცმელი გენდერს არ უნდა უკავშირდებოდეს და ის ბედნიერია, როცა საშუალება ეძლევა, ქალისა და კაცის ტანსაცმელი ატაროს:

“მჯერა, რომ ტანსაცმელი და მოდა არ უნდა იყოს გენდერის განმსაზღვრელი ან მიმანიშნებელი და მიყვარს ის თავისუფლება, რომელსაც ვგრძნობ, როცა როგორც მამაკაცის, ისე ქალის ტანსაცმელს ვატარებ”.

Screenshot 2025 01 13 173810 გავრცელებული ფოტო არ ასახავს ევროპარლამენტში შექმნილი კომისიის ხელმძღვანელს
წყარო: მარკ ბრაიანის Instagram-გვერდი markbryan911
Screenshot 2025 01 13 173815 გავრცელებული ფოტო არ ასახავს ევროპარლამენტში შექმნილი კომისიის ხელმძღვანელს
წყარო: მარკ ბრაიანის Instagram გვერდი markbryan911

რაც შეეხება ევროპარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ, აღნიშნული ინფორმაცია ღია წყაროებით არ დასტურდება. ქართული ოპოზიციური პარტიები არჩევნების პროცესი გამოძიებას საერთაშორისო ხელმძღვანელობით ითხოვენ, თუმცა გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ არ მიღებულა. ამ თხოვნით პარტიებმა 18 ნოემბერს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთობილივი წერილით მიმართეს, თუმცა, ევროკავშირის მხრიდან რაიმე ტიპის საგამოძიებო კომისია ჯერჯერობით არ შექმნილა. 

როგორც პოსტის ავტორები აღნიშნავენ, კომისიას გერმანელი დეპუტატი კლაუს ჰოფმანი უხელმძღვანელებს. საგულისხმოა, რომ ამ სახელითა და გვარით არ იძებნება არცერთი დეპუტატი, არც გერმანიის ბუნდესტაგში და არც ევროპარლამენტში

ევროპარლამენტში
გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატების საძიებო სისტემა
Screenshot 2025 01 13 173825 გავრცელებული ფოტო არ ასახავს ევროპარლამენტში შექმნილი კომისიის ხელმძღვანელს
ევროპარლამენტის დეპუტატების საძიებო სისტემა

განცხადება, რომელსაც გამოგონილ დეპუტატ კლაუს ჰოფმანს მიაწერენ, რეალურად ჰელსინკის კომისიას ეკუთვნის და ის 2024 წლის ოქტომბერშია გამოქვეყნებული

მარკ ბრაიანის შესახებ ყალბი ინფორმაცია წარსულშიც ვრცელდებოდა. პოსტის ავტორი ლევან თავდიშვილი წარსულში ამტკიცებდა, რომ მარკ ბრაიანი NATO-ს უფროსი ოფიცერი იყო. 

არქივი (1;2

წყაროების შესახებ  

Levan Tavdishvilii, რომელმაც ვიზუალური მანუპულაცია გაავრცელა, სისტემატურად აქვეყნებს ანტიდასავლური შინაარსის პოსტებსა და შეთქმულების თეორიებს. “მითების დეტექტორს” წარშულში მის მიერ გავრცელებული არაერთი ყალბი მტკიცება აქვს გადამოწმებული.    

ვიზუალური მანიპულაცია ასევე გაავრცელა ანგარიშმა Annoi Antidze, რომელიც ფეისბუქ-მომხმარებელ ირაკლი ანთიძის ახალი პროფილია. “მითების დეტექტორს” მის მიერ წარსულში გავრცელებული დეზინფორმაციული მტკიცებები აქვს გადამოწმებული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist