დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებული საპროტესტო აქციის ვიდეო ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

აქციის ვიდეო
1.1k
VIEWS

18 ნოემბერს ოპოზიციის მადისკრედიტირებელმა ფეისბუქ-გვერდმა Aravin საპროტესტო აქციის ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში აქციის მონაწილეს სხეულზე საპროტესტო სტიკერები “დაიბრუნე ხმა!” აქვს მიკრული, მალევე ახალგაზრდა სტიკერებს სახიდან იშორებს და იქვე მდგარ უნიტაზზე ჯდება.

აქციის ვიდეო

საპროტესტო აქციის ვიდეო ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით  არის შექმნილი და რეალობას არ ასახავს. 

გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის შექმნილი და შესაბამისად 18 ნოემბრის აქციას არ ასახავს. კადრებზე დაკვირვებისას ჩანს, რომ ვიდეოში ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიზუალისთვის დამახასიათებელი ხარვეზებია.

ვიდეოკადრების შენელებისას ეს ხარვეზები კიდევ უფრო თვალსაჩინოა. იმ მომენტში როდესაც ახალგაზრდა სახიდან სტიკერებს იხსნის, ეს სტიკერები, ფაქტობრივად უჩინარდება და სახეს ერწყმის. გარდა ამისა უკანა ფონზე მდგომი აქციის მონაწილეების სახეებიც არაბუნებრივი და დამახინჯებულია.

აქციის ვიდეო

აღსანიშნავია ისიც, რომ “დაიბრუნე ხმას” საპროტესტო რეალურ სტიკერებთან მსგავსების მიუხედავად, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ვიდეოში წარწერის და განსაკუთრებით პირველი სიტყვის – “დაიბრუნე” წაკითხვა ფაქტობრივად შეუძლებელია. წარწერა მხოლოდ ვიზუალურად  და ზოგადი მონახაზებით ჰგავს ამ სიტყვას. ტექსტი განსაკუთრებულად არის დამახინჯებული კადრის უკიდურეს ქვედა ნაწილში. წარწერების მსგავსი დამახინჯება ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიზუალებისთვის არის დამახასიათებელი.

აქციის ვიდეო

არაბუნებრივია ახალგაზრდას მოძრაობაც შემდეგ კადრებში, როცა ის უნიტაზზე ჯდება. კადრების მონაცვლეობა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ უნიტაზი აქციის მონაწილისგან მცირე მანძილის მოშორებით დგას, თუმცა მისი სხეული ისე მოძრაობს, თითქოს უნიტაზი უშუალოდ მის გვერდით უნდა იდგეს. შედეგად ფიგურა ერთი ადგილიდან მეორეზე უეცრად და არაბუნებრივად ჩნდება. ამავე კადრებში ჩანს, რომ ფურცლები და ადამიანის ხელები კვლავ ერთმანეთს ერწყმის და უკანა ფონზე საპროტესტო პლაკატების წარწერები გაურკვეველია.

აქციის ვიდეო

ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კონტენტის ამომცნობი ხელსაწყოს TrueMedia.org-ის შეფასებითაც ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მანიპულირების ბევრ ნიშანს მოიცავს.

აქციის ვიდეო

წყაროს შესახებ:

ვიდეო ოპოზიციის მადისკრედიტირებელმა გვერდმა Aravin გაავრცელა. გვერდი 2023 წლის 12 ნოემბერს შეიქმნა, თუმცა ამჟამად პოსტები მხოლოდ 2024 წლის აპრილიდან აქვს გამოქვეყნებული. გვერდის მიერ გამოქვეყნებული ფაქტობრივად ყველა პოსტი მოკლე ვიდეო Reel-ია.

ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ვიდეოზე გადადებულია წარწერები “შიგ ევროპაში”, ანალოგიური წარწერით ვიდეოებს ოპოზიციის მადისკრედიტირებელი კიდევ ერთი გვერდი “შიგ ევროპაში” ავრცელებს.

აქციის ვიდეო

ორივე გვერდი ხშირად ავრცელებს იდენტურ კონტენტს. ორივე გვერდი, განსაკუთრებით კი “შიგ ევროპაში” პოსტებს ასპონსორებს. ნოემბერში გვერდმა 62 პოსტი დაასპონსორა, რომელთაგან ყველა საპროტესტო აქციების და ოპოზიციის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული.

აქციის ვიდეო აქციის ვიდეო


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist