24 ოქტომბერს ანონიმურმა ფეისბუქ-მომხმარებელმა ფსევდონიმით ავლიპა დეფილერაძემ გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ფოტო ციტატით: “სუსი სკანდალური ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებით მაშანტაჟებს”, ხოლო პოსტს ახლავს აღწერილობა “18+”.
სალომე ზურაბიშვილის სახელით გავრცელებული ციტატა გაყალბებულია. არც მედიაში და არც პრეზიდენტის სოციალური ქსელის ანგარიშებზე არ იძებნება მასალა, რომელშიც ის მსგავსი შინაარსის განცხადებას აკეთებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური” (სუსი) რაიმე სახის ვიდეოჩანაწერით აშანტაჟებს, არ შეესაბამება სიმართლეს. ზემოაღნიშნული პოსტი წყაროს მითითების გარეშეა გამოქვეყნებული, ხოლო სალომე ზურაბიშვილის მიერ გასულ დღეებში სოციალურ ქსელებში (1,2,3) გამოქვეყნებული მსგავსი ტიპის განცხადება არ იძებნება.
პრეზიდენტის ბოლო დღეებში მიცემულ ინტერვიუებში და საჯარო განცხადებებში ასევე არ გვხვდება ინფორმაცია, თითქოს სუსი მას აშანტაჟებს.
წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ფიგურების და საჯარო პირების გაყალბებული ციტატები ხშირად ვრცელდება. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- მეუფე ნიკოლოზისა და მიტროპოლიტი იობის სახელით ყალბი ციტატები ვრცელდება
- საქართველო-ჩეხეთის მატჩის ანგარიშზე ნიკა გვარამიას ყალბი ციტატა ვრცელდება
- ფეისბუქზე ირმა ინაშვილის და კოკა მორგოშიას სახელით გაყალბებული ციტატები ვრცელდება
- ყალბი ციტატა, თითქოს ლაშა ტალახაძემ ბიძინა ივანიშვილს მესია უწოდა
წყაროს შესახებ
ფეისბუქ-მომხმარებელ ავლიპა დეფილერაძეს სოციალურ ქსელში ყალბი ცნობები აქამდეც გაუვრცელებია. “მითების დეტექტორმა” აღნიშნული მომხმარებლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია წარსულშიც გადაამოწმა.
მოამზადა ალექსანდრე ნადიბაიძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.