ქართულ რადიოში spnews.io, ასევე ფეისბუკის რუსულენოვან (1, 2, 3, 4) და ქართულენოვან ანგარიშებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა ტაკერ კარლსონი თეთრი სახლის პრესმდივნად დანიშნა. ზოგიერთი ანგარიში მხოლოდ ციტატას ავრცელებს, ნაწილი კი პოსტს წერილის სქრინშოთს ურთავს, რომელსაც ტრამპის ოფიციალური განცხადების ლოგო ერთვის. სქრინშოთზე მითითებულია, რომ განცხადება 13 ნოემბერს გაკეთდა.
„ჩემთვის დიდი პატივია განვაცხადო, რომ ტაკერ კარლსონი თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობობაზე დავასახელე.” – დონალდ ტრამპის ეს სავარაუდო ციტატა გავრცელებულ პოსტებშია მითითებული.
დონალდ ტრამპის სახელით გავრცელებული ციტატა, ყალბია. ტრამპს ტაკერ კარლსონის პრესმდივნად დასახელების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. 15 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ტრამპმა ამ თანამდებობაზე კაროლინ ლევიტი დანიშნა.
არც დონალდ ტრამპის ოფიციალურ საიტზე და არც მის X -ის
(ყოფილი ტვიტერი) ანგარიშზე არ იძებნება ინფორმაცია ტაკერ კარლსონის პრესმდივნად დასახელებაზე. ტრამპმა მისი სხვა განცხადებები X -ზე დაპოსტა. არც ტრამპს და არც კარლსონს აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურებია.
ტაკერ კარლსონი ცნობილი კონსერვატორი ჟურნალისტია, რომელმაც ტრამპს 2024 წლის არჩევნებზე მხარდაჭერა საჯაროდ გამოუცხადა.
2023 წლის ნოემბერის ინტერვიუში კარლსონმა თქვა: ”მე ხმას ვაძლევ ტრამპს და თუ მას გაასამართლებენ, გავუგზავნი მაქსიმალურ შემოწირულობას და ვუხელმძღვანელებ საპროტესტო აქციებს.”
ტრამპის სახელით გავრცელებული განცხადება უკვე გადაამოწმა რამდენიმე ორგანიზაციამ (usatoday.com, newsweek.com). 15 ნოემბერს ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობაზე მისი კამპანიის პრესმდივანი კაროლინ ლევიტი დანიშნა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















