სამოთხიდან განდევნილი ეშმაკი თუ მოგზაური – ვის ასახავს პარიზის ოლიმპიადის ბანერი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1k
VIEWS

12 აგვისტოს ქართულ და რუსულენოვანმა (1,2,3,4) ფეისბუქ-მომხმარებლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ოლიმპიადის დახურვის ცერემონია სატანის თაყვანისცემის ელემენტებს შეიცავდა, კერძოდ, პარიზის ოლიმპიადის ბანერი ასახავდა ღმერთის მიერ სამოთხიდან განდევნილ ეშმაკს. მომხმარებლების მტკიცებით, იგივე სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა დახურვის ცერემონიაზე წარმოდგენილ ოქროსფერ კოსტიუმში გამოწყობილი პერსონაჟს.

პარიზის ოლიმპიადის ბანერი

ინფორმაცია ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაში სატანის სიმბოლიკის  შესახებ კონსპირაციულია, პარიზის ოლიმპიადის ბანერი სამოთხიდან განდევნილ ეშმაკს არ ასახავს. ოქროსფერ კოსტიუმში გამოწყობილი პერსონაჟი მოგზაურს განასახიერებს, რომელიც მომავალში დედამიწას სტუმრობს და დაკარგულ ოლიმპიურ თამაშებს აცოცხლებს. მისი შექმნის ინსპირაციის წყარო ფრანგული ისტორიის ელემენტები, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრი და ვიდეო თამაშები გახდა. 

პარიზის ოლიმპიადის დახურვის ცერემონია 11 აგვისტოს “სტად დე ფრანსზე” (საფრანგეთის ეროვნული სტადიონი) გაიმართა. სატანის სამოთხიდან გაძევებას არც პოსტერი და არც ცერემონიის რომელიმე მონაკვეთი არ ასახავდა. ოქროსფერ კოსტიუმში გამოწყობილი პერსონაჟი, სახელად ოქროსფერი მოგზაური (Golden Voyager) სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროთი, ვიდეო თამაშებითა და საფრანგეთის ისტორიის ელემენტებით, მათ შორის, “ბასტილიის სულითაა”  (The Spirit of Bastille) შთაგონებული. 

თავად ცერემონიის სამხატვრო ხელმძღვანელის, თომას ჟოლის განცხადებით, მას სურდა ოლიმპიური თამაშების ისტორია, როგორც წარსული და მომავალი ერთმანეთთან დაეკავშირებინა. ჟოლიმ ოლიმპიური თამაშების დაკარგვისა და პიერ დე კუბერტენის მიერ მისი გაცოცხლების ისტორიის ინსპირაციით შექმნა სიუჟეტი, სადაც თამაშები მომავალში კიდევ ერთხელ იკარგება და მას ხელახლა აღმოაჩენენ. 

ოქროსფერი მოგზაური სწორედ ის პერსონაჟია, რომელიც მომავალში დედამიწას სტუმრობს და სხვადასხვა სიმბოლოებს პოულობს, რომლებიც ოლიმპიური თამაშების წარმოშობასა და მის ღირებულებებთანაა დაკავშირებული. ასეთ სიმბოლოებს ბერძნულ მითოლოგიაში გამარჯვების ქალღმერთი ნიკე და ოლიმპიური რგოლები წარმოადგენდა

პარიზის ოლიმპიადის ბანერი
ოქროსფერი მოგზაურის სტადიონზე დაშვება. ფოტო: olympics.com

სიუჟეტი საბოლოოდ ოლიმპიური რგოლების ჰაერში აღმართვით დაგვირგვინდა, რაც ოლიმპიადის გაცოცხლებას განასახიერებდა

პარიზის ოლიმპიადის ბანერი
ოლიმპიური რგოლების აღმართვა. ფოტო: olympics.com

შესაბამისად, ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე სატანის სამოთხიდან გაძევება არ ყოფილა ასახული და ამ თემაზე გავრცელებული პოსტები კონსპირაციულია. აღსანიშნავია, რომ კონსპირაციული თეორიების სამიზნე ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაც გახდა. ვრცლად სპორტული მოვლენის ირგვლივ გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში

წყაროების შესახებ:

ფეისბუქ მომხმარებელი მაია თვალთვაძე კონსპირაციის თეორიებსა და ანტიდასავლური შინაარსის ყალბ ინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს. მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა

რუსულენოვანი ფეისბუქ მომხმარებელი Miroslava Berdnik ერთმანეთთან დაკავშირებული ორი ფეისბუქ ანგარიშით ანტიუკრაინული და ანტიდასავლური შინაარსის დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებს. იდენტური შინაარსის დეზინფორმაციის შემცველი პოსტები ორ ანგარიშზე ხშირად ერთდროულად ვრცელდება.   

პარიზის ოლიმპიადის ბანერი

არქივი: 1, 2, 3, 4, 5


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სპორტი
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist