2023 წლის 28 სექტემბერს რუსულენოვანმა ფეისბუკ ანგარიშებმა (1, 2) გამოაქვეყნეს პოსტი, რომლის მიხედვითაც უკრაინის ფოსტამ გამოუშვა მარკების სერია, რომელიც SS “გალიციის” ვეტერან იაროსლავ გუნკას ეძღვნება.
გავრცელებულ ფოტოზე გამოსახული მარკები გაყალბებულია და უკრაინის ფოსტას არ გამოუშვია. “უკრპოშტამ” აღნიშნა, რომ ფოტო ყალბია და კომპანია მსგავსი მარკების გამოშვებას არ გეგმავს.
გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, უკრაინული ფაქტების გადამოწმების პლატფორმა StopFake “უკრპოშტას” დაუკავშირდა. უკრპოშტამ ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ფოსტა არ გეგმავს იაროსლავ გუნეკის ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვიზუალის მარკის გამოშვებას. “უკრპოშტამ” ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა ოფიციალური საფოსტო მარკის ნახვა მათ ოფიციალურ ვებსაიტზეა შესაძლებელი. Ukrposhta-ს მიერ გამოშვებული მარკების სია ადასტურებს, რომ მას SS “გალიციასთან” დაკავშირებული მარკები არ გამოუშვია.
25 სექტემბერს “უკრპოშტას” მიერ ოფიციალურად დაანონსებული მარკები კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, იგორ სმელიანსკიმ, თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა. მარკა ე.წ. “გამარჯვების იარაღს” ეძღვნება და უცხოელი პარტნიორებისგან ახალი იარაღის მიღებას და ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინამდე მისვლას განასახიერებს. აღსანიშნავია, რომ შტამპზე გამოსახულია სამხედრო ტექნიკა, როგორიცაა Challenger 2, ლეოპარდ 2, პატრიოტი, CAESAR და M2 Bradley. “უკრპოშტას” ოფიციალურ საკომუნიკაციო არხებში არ არის ნახსენები SS “გალიციის” ვეტერანთან დაკავშირებული რაიმე მარკა.
დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინის ფოსტამ SS დივიზია „გალიციის“ მარკები გამოსცა, წარსულშიც გავრცელებულა. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ „მითების დეტექტორის“ სტატია:
წყაროს შესახებ:
ფეისბუქის რუსულენოვანი მომხმარებელი Светлана Городинская რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციას. მომხმარებლის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია.
მოამზადა თამარა ავაგიანმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.