გამოისახა თუ არა იესო ქრისტე ხეზე კოლუმბიაში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

გავრცელებული დეზინფორმაცია
64
VIEWS

27 მაისს ფეისბუქ მომხმარებელმა Vika Sidamonidze ფეისბუქ ჯგუფში “ჭკვიანი თაობა” გამოაქვეყნა  ფოტო, რომელზეც ფოტოს აღწერის მიხედვით, სასწაულია გამოსახული. ფოტო საღამოსაა გადაღებული და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ხეზე იესო ქრისტეს ჯვარცმა გამოისახა. ავტორის აღწერის მიხედვით, ყველას, ვინც ფოტოს გააზიარებს და “ამინს” დაწერს, ერთი კვირის განმავლობაში მოულოდნელი ბედნიერება ეწვევა. 27 ივლისის მონაცემებით, ფოტოს 4 700 გაზიარება აქვს.

;
მტკიცება იმის შესახებ, რომ ხეზე იესო ქრისტე გამოისახა, მტკიცებულებების გარეშეა, აღნიშნული ვიდეო კოლუმბიაში გადაიღეს. ამავე ხის მეორე დღეს გადაღებულ ფოტოში კი იესო ქრისტეს გამოსახულების ნაცვლად ხისთვის დამახასიათებელი მრგვალი ამობურცული ფორმა ნათლად ჩანს. 

ვიდეო კოლუმბიის ქალაქ მაგანგეში 2020 წლის 29 მარტსაა გადაღებული. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხეზე იესო ქრისტეს გამოსახულება მთელი ქვეყნის მასშტაბით საკარანტინე შეზღუდვების დაწესების მეოთხე დღეს გამოისახა. 29 მარტის ღამეს ხის გარშემო მრავალი ადამიანი სალოცავად შეიკრიბა, რაც შეკრებების შესახებ დაწესებული შეზღუდვის დარღვევა იყო, პოლიცია იძულებული გახდა, ადგილობრივები დაეშალა.

;
მეორე დღეს იმავე ხის დღის განათებისას გადაღებულ ფოტოზე ხის კონკრეტულ ადგილას ხის ამობურცული ფორმა აშკარად ჩანს, რამაც საღამოს სპეციფიკურ განათებაში შესაძლოა განსხვავებული აღქმა შექმნას.

LAD Bible-ს ცნობით, ადგილობრივ მღვდელს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია და კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების შესაბამისად სახლში რჩებოდა.

“მითების დეტექტორმა” რელიგიურ სიმბოლიკასთან დაკავშირებით მტკიცება ადრეც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:
გადაარჩინეს თუ არა ჭიანჭველებმა ქრისტეს ხატი?

Vika Sidamonidze თუ saba tsertsvadze?

ფეისბუქ მომხმარებლის Vika Sidamonidze-ს პროფილის URL მისამართში მითითებული სრულიად სხვა სახელი და გვარი saba tsertsvadze-ა. სავარაუდოდ, ანგარიში თავადპირველად სწორედ ამ სახელით და გვარით დარეგისტრირდა.

;
Vika Sidamonidze-ს პროფილის მიხედვით, მან 2019 წლის 17 იანვარს თბილისში, წერეთლის მაკდონადსში მენეჯერად დაიწყო მუშაობა. პროფილის მიხედვით ასევე ირკვევა, რომ თბილისში საცხოვრებლად ის 2 წლის შემდეგ, 2021 წლის 15 აპრილს გადმოვიდა.

;
Vika Sidamonidze ჯგუფის “ჭკვიანი თაობა” ერთ-ერთი ადმინისტრატორია.

;
ჯგუფი 2019 წლის 8 დეკემბერს შეიქმნა და თავდაპირველად “მხიარულები” ერქვა ჯგუფის მთავარ ფოტოდ ქართულ სოციალურ ქსელში პოპულარული ექიმის გიორგი ღოღობერიძის ფოტოა გამოყენებული. ჯგუფში გასართობი, რელიგიური და საქველმოქმედო შინაარსის პოსტები ხშირად ზიარდება.

;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
ქვეყანა/ორგანიზაცია: კოლუმბია

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist