გამოიყენეს თუ არა საბერძნეთის პრაიდზე ლოზუნგი “სიკვდილი ეკლესიას და ღმერთს”?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

80
VIEWS

28 ივნისს ტელეკომპანია ალტ-ინფოს გადაცემაში “დღის კომენტარი” დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ კრეტაში ჩატარდა 1 კვირიანი, მილიონიანი პრაიდი, 29 ივნისს კი სალონიკში იგეგმება ასევე მილიონიანი ლგბტქ+ მარში. დეკანოზი ამტკიცებს, რომ პრაიდის მონაწილეები იყენებდნენ ლოზუნგს: “სიკვდილი სამშობლოს, სიკვდილი ეკლესიას, სიკვდილი ღმერთს, გაუმარჯოს თავისუფლებას”.

gamoiqhenes thu ara saberdznethis praidze lozungi sikvdili eklesias da ghmerths გამოიყენეს თუ არა საბერძნეთის პრაიდზე ლოზუნგი “სიკვდილი ეკლესიას და ღმერთს”?

არ იძებნება მტკიცებულება, რომელიც საბერძნეთში გამართულ პრაიდზე მონაწილეების მიერ ზემოაღნიშნული ლოზუნგის გამოყენებას დაადასტურებდა. “მითების დეტექტორთან” წერილობით კომუნიკაციაში ეს ცნობა ასევე უარყო პრაიდის ორგანიზატორმა ორგანიზაციამ. პრაიდის ოფიციალური სლოგანი- ”სიმტკიცე- პროგრესი- წინსვლა (აყვავება)” იყო.

“მითების დეტექტორმა” რამდენიმე ენაზე სცადა ღია წყაროებში დეკანოზის მიერ გაკეთებული განცხადების გადამოწმება, თუმცა მსგავსი ცნობა არსად გავრცელებულა, მათ შორის არც ბერძნულ მედიაში. “მითების დეტექტორი” ასევე დაუკავშირდა აღნიშული პრაიდის ორგანიზატორ ორგანიზაციას, მათ წერილობით მიმოწერაში დაადასტურეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია. მათი განცხადებით, ორგანიზაციას მოხალისეები ჰყავს პრაიდის ღონისძიებების და მარშის ყველა ტერიტორიაზე და მათ მსგავსი სლოგანი ღონისძიების მიმდინარეობისას არ დაუფიქსირებიათ. ორგანიზაციამ ასევე განმარტა, რომ პრაიდი არის მშვიდობიანი და მისი მონაწილეები მსგავსი ძალადობრივი შეძახილებით არ გამოირჩევიან. რეალურად კი პრაიდის ოფიციალური სლოგანი- ”სიმტკიცე- პროგრესი- წინსვლა (აყვავება)” (Persevere – Progress – Prosper)- იყო. 

უნდა აღინიშნოს, რომ დეკანოზი გიორგი რაზმაძის განცხადებაში, ბევრი სხვა ფაქტობრივი შეცდომაცაა. მისი მტკიცებით, პრაიდ კვირეული გაიმართა კრეტაში, ხოლო 29 ივნისს მარში დაგეგმილი იყო სალონიკში. სინამდვილეში, მთლიანი კვირეული, ლგბტქ+ მარშის ჩათვლით 21-29 ივნისს სალონიკში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც 28 ივნისის ჩათვლით კონცერტები და სხვადასხვა სახის ღონისძიებები ჩატარდა. ამ ბერძნულ ქალაქში ლგბტქ+ პრაიდი 2012 წლიდან იმართება და წელს ის მეთორმეტედ ჩატარდა. დეკანოზი ასევე ამტკიცებს, რომ კვირის მანძილზე პრაიდს მილიონი ადამიანი დაესწრო და მარშზეც ამდენივე ადამიანს ელოდნენ, რაც ძალიან არის აცდენილი რეალობას. ორგანიზატორების მიერ “მითების დეტექტორისთვის” მიწოდებული ინფორმაციით, 29 ივნისის მსვლელობას დაახლოებით 27 000 ადამიანი დაესწრო. მათ არ გააჩნიათ ზუსტი ინფორმაცია თუ რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილოება სხვა ღონისძიებებში, თუმცა ეს რიცხვიც მილიონზე ბევრად ნაკლებია. ასევე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ გადაცემაში დეკანოზის საუბრის პარალელურად გაშვებული კადრები სალონიკში 2023 წელს გამართულ პრაიდს ასახავს. 

gamoiqhenes thu ara saberdznethis praidze lozungi sikvdili eklesias da ghmerths1 გამოიყენეს თუ არა საბერძნეთის პრაიდზე ლოზუნგი “სიკვდილი ეკლესიას და ღმერთს”?
კადრი “ალტ-ინფოს” გადაცემიდან
gamoiqhenes thu ara saberdznethis praidze lozungi sikvdili eklesias da ghmerths3 გამოიყენეს თუ არა საბერძნეთის პრაიდზე ლოზუნგი “სიკვდილი ეკლესიას და ღმერთს”?
კადრი 2023 წლის პრაიდიდან

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
ქვეყანა/ორგანიზაცია: საბერძნეთი
წყარო

წყარო

ალტ-ინფო
ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist