18-19 მარტს ფეისბუქ-გვერდებმა “ბრძენი კრიტიკოსი” და “ავლიპი ზურაბაშვილი • Avlipi Zurabashvili” გააზიარეს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას ვიდეო, რომელშიც ის ამბობს: “ლანა, გამარჯობა. ნეტავ რომელი ლანა ხარ, რა?! რაღაც ეჭვები კი მაქვს, მაგრამ, ნუ, დავანებოთ ამას თავი”. ვიდეოში ასევე ჩასმულია კითხვა, რომელსაც გახარია პასუხობს: “გიორგი ლანა ვარ, რომ დამაორსულე არ უნდა მომიკითხო?”
სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას პროგრამულად დამუშავებული ვიდეო ვრცელდება. რეალურად, გახარია განსხვავებული შინაარსის კითხვას პასუხობს, ვიდეოს იმ ნაწილში, სადაც მოქალაქის მიერ დასმული შეკითხვა ჩანს, ტექსტი შეცვლილია.
ვიდეოს ორიგინალი ვერსია გიორგი გახარიამ საკუთარ ოფიციალურ Instagram გვერდზე გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, რომ პოლიტიკოსი განსხვავებული შინაარსის კითხვას პასუხობს, პროგრამულად დამუშავებულ ვერსიაში კი კითხვა შეცვლილია. “ბატონო გიორგი, ეს მართლა თქვენი ინსტაგრამია?” – ორიგინალი ვერსიის მიხედვით, ეკითხება მოქალაქე გახარიას.


გარდა ამისა, ვიდეო, რომელიც ფეისბუქ-გვერდებმა გამოაქვეყნეს, მოჭრილია ისე, რომ შინაარსი, თუ რა კითხვას პასუხობს გახარია, გაურკვეველია.
“ლანა, გამარჯობა. ნეტავ, რომელი ლანა ხარ, რა?! რაღაც ეჭვები კი მაქვს, მაგრამ, ნუ, დავანებოთ ამას თავი. კი, ეს ჩემი Instagram-ია. ძალიან მომწონს Instagram-ი, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკომუნიკაციო პლატფორმა ჩვენთვის ალბათ Instagram-ი უნდა გახდეს. ასე რომ, ჩემია და აქ ბევრი საინტერესო [რამ იქნება], გარდა ბევრისა, ალბათ, ყველაფერი იქნება აქ, ჩვენს Instagram-ზე. განსაკუთრებით ახლა, აქტიურ ფაზაში გადავდივართ”. – ამბობს გიორგი გახარია.
ფეისბუქ-გვერდი “ავლიპი ზურაბაშვილი • Avlipi Zurabashvili” კომედიური შინაარსის ვიდეოებს აქვეყნებს. გვერდის შესახებ ინფორმაციის გრაფაში “Comedian” (კომიკოსი) არის მითითებული. სავარაუდოდ, გვერდმა გიორგი გახარიას ვიდეოც ხუმრობით გამოაქვეყნა, თუმცა იგივე ვიდეოს ასევე აქვეყნებს გვერდი “ბრძენი კრიტიკოსი”, რასაც ფეისბუქ მომხმარებლები რეალურად აღიქვამენ.
გიორგი გახარიასთან დაკავშირებით გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია. ვრცლად წაიკითხეთ მასალებში:
- ვინ გააყალბა პოსტი, რომელშიც გახარია ივანიშვილს ჰესის მშენებლობაში ადანაშაულებს?
- გახარიას სახელით ყალბი საარჩევნო დაპირებები ვრცელდება
- გახარიას და ზურაბიშვილის წინააღმდეგ ტვ “იმედის” სახელით გაყალბებული პოსტი ვრცელდება
- იმყოფებოდა თუ არა გახარია მოსკოვში?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.