ვიდეომანიპულაცია, თითქოს გახარია აშშ-ში ინაუგურაციამდე “მაიდნის” აუცილებლობაზე საუბრობს  

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

აშშ-ში ინაუგურაცია
141
VIEWS

9 დეკემბერს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე POSTV-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე და პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და აშშ-ში ინაუგურაციაზე საუბრობენ. ვიდეოს დართული აქვს აღწერა: “დადასტურებული რადიკალიზმის გეგმა”. კობახიძე ამბობს, რომ რამდენიმე თვე იქნება რთული, რადგან “ვიღაც-ვიღაცები ჩქარობენ”, სანამ აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაცია იქნება. მამუკა მდინარაძე ფრაგმენტში ამბობს: “ვიდრე ინაუგურაცია იქნებოდა აშშ-ში, ისინი მთელ გეგმებს აგებდნენ, რომ საქართველოში ნაცმაიდანი უნდა მომხდარიყო ახალი წლისათვის და ახალი ხელისუფლებით, მათი ჭკუით, უნდა შეხვედროდნენ ახალ წელს”.  “ქართული ოცნების” წარმომადგენლების განცხადებებს მოსდევს გახარიას სიტყვები: 

გიორგი გახარია: ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით გეგმას, რომელსაც ჰქვია პირველი ფაზა და ეს ფაზა, მერწმუნეთ, ჩვენ თუ არ დავასრულეთ, ნუ, ახალ წლამდე, რა მნიშვნელობა… ყოველ შემთხვევაში, აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, იცოდეთ, რომ შემდგომ უკვე ეს ძალიან გვიანი იქნება.   

ვიდეოკოლაჟით იქმნება შთაბეჭდილება, რომ გახარიამ დაადასტურა მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები ოპოზიციის გეგმებზე, მოაწყონ “ნაცმაიდანი” აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციამდე. 

აშშ-ში ინაუგურაცია

POSTV გიორგი გახარიას ინტერვიუს მანიპულაციურად ავრცელებს, თითქოს ის აშშ-ში ინაუგურაციამდე ქვეყანაში მაიდნის მოწყობის აუცილებლობაზე საუბრობს. რეალურად, ის საუბრობდა პარტიის გეგმაზე, იმუშავონ აქტიურად, რათა გაყალბებული არჩევნების შედეგების საფუძველზე შეკრებულ პარლამენტსა და ინსტიტუტებს ლეგიტიმაცია არ ჰქონდეს. 

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემაში “გიორგი თარგამაძის ფორმულა” სტუმრად 27 ნოემბერს იმყოფებოდა. ეთერში მან ისაუბრა, რომ ქვეყანა კრიზისის პირველ ფაზაშია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არ მივიდეთ მეორე ფაზამდე, რომელიც თითოეულ მოქალაქეს შეეხება. გაახრიამ განიხილა, თუ რას აკეთებს პარტია პროტესტის პარალელურად. როგორც მან განმარტა, აქტიურად იმუშავეს, რათა პარლამენტის პირველ სხდომაზე დიპლომატიური კორპუსი არ ყოფილიყო წარმოდგენილი. მან ასევე ისაუბრა პირველ ფაზაში გადასადგმელ სხვა ნაბიჯებზე: 

გახარია: პირველ ფაზაში ჩვენი მიზანი არის, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგად შეკრებილი პარლამენტი, ამ პარლამენტის შედეგად არჩეული თავმჯომარე, მთავრობა და პრეზიდენტი – არ უნდა ჰქონდეთ ლეგიტიმაცია. ჩვენ გამოვედით და ვთქვით, რომ პრეზიდენტის არჩევაში ჩვენი წარმომადგენლობა, ხმოსნებში, უფრო სწორად, დელეგატებში, სადაც ნაციონალური მოძრაობის შემდეგ ჩვენ ყველაზე დიდი წარმომადგენლობა გვაქვს, საერთოდ არ მივიღებთ ამაში მონაწილეობას. ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით გეგმას, რომელსაც ჰქვია პირველი ფაზა და ეს ფაზა, მერწმუნეთ, ჩვენ თუ არ დავასრულეთ, ნუ, ახალ წლამდე, რა მნიშვნელობა… ყოველ შემთხვევაში, აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, იცოდეთ, რომ შემდგომ უკვე ეს ძალიან გვიან იქნება. ამიტომ, ჩვენ ახლა კონცენტრირებულად ვმუშაობთ იმაზე, რომ ლეგიტიმაცია არ მოხდეს ამ ინტიტუტების.  

წამყვანი: ანუ, რომ დავაზუსტოთ, ტრამპის ადმინისტრაციის ამოქმედებამდე ამის გაკეთებას აქვს დიდი მნიშვნელობა, რომ დავაზღვიოთ გარკვეული რისკები პერსპექტივაშიც, ამ ეტაპზევე ჩაბეტონდეს, მათ შორის, შტატებსა და ევროპაში ერთობლივი პოზიცია, პოლიტიკა საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგების უარყოფასთან მიმართებაში. ამიტომ ახსენებთ თქვენ ტრამპის ადმინისტრაციას. 

გახარია: რა თქმა უნდა, დიახ, არჩევნების და არჩევნების შედეგად დამდგარი ინსიონალური მოწყობა არ უნდა იყოს ლეგიტიმური.  

პირველ ფაზასთან დაკავშირებით რესპონდენტის სრული ციტატით ნათელი ხდება, რომ აშშ-ში დაგეგმილ ინაუგურაციას საქართველოში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციის კონტექსტში ახსენებს. მისი შეფასებით, მანამ, სანამ ინაუგურაცია იქნება, უნდა მოახერხონ და კონცენტრირებულად იმუშავონ, რათა საქართველოს პარტნიორებში ინსტიტუტების ლეგიტიმაცია არ მოხდეს. ჟურნალისტის კითხვით დაზუსტდა ისიც, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ამოქმედებამდე ამ მიზანის შესრულება პერპექტივაში “გარკვეული რისკების” დაზღვევას ემსახურება.  

“ქართული ოცნების” წარმომადგენლების ციტატებით გაკეთებული კოლაჟით აღიქმება, თითქოს გახარია ამბობს, რომ აშშ-ში ინაუგურაციამდე საქართველოში ევრომაიდნის მსგავსი მოვლენა უნდა მოხდეს და ამას პირველი ფაზის დასრულებად მოიაზრებს. პოლიტიკოსს ინტერვიუში ამაზე არ უსაუბრია, ამრიგად, POSTV-ის ვიდეო მანიპულაციურია.  


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

წყარო

post
პოს ტვ (POS TV)

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist