გაერო-ს მიერ ბავშვებით ვაჭრობა თუ მშობლების ნებართვით ბავშვების ტრანსპორტირება – რას ასახავს ვიდეო?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ყალბი ახალი ამბები; ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება; ცრუ სიახლეები
83
VIEWS

27 დეკემბერს ფეისბუქ ანგარიშმა Aleqsandre Mgeladze-მ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორ ესხმის ადამიანების ჯგუფი თავს მანქანას, რომელშიც ბავშვები იმყოფებიან. თანდართული აღწერის მიხედვით, მანქანას, რომელიც გაეროს ეკუთვნის, გატაცებული ბავშვები გადაჰყავდა და ის სენეგალელმა ხალხმა შეაჩერა. აღწერის მიხედვით, ბავშვების გატაცება გაეროს მიერ ორგანოებით ვაჭრობას უკავშირდება.

senegali | mythdetector.com

მტკიცება, რომ გავრცელებული ვიდეო სენეგალშია გადაღებული და მასში გაერო-ს კუთვნილი მანქანა ჩანს, ყალბია. რეალურად, ვიდეოში 2019 წელს ზიმბაბვეში მომხდარი შემთხვევაა ასახული, როდესაც რამდენიმე პირმა მძღოლი, რომელსაც ბავშვები მშობლებთან მიჰყავდა, შეცდომით გამტაცებლად მიიჩნია და მას თავს დაესხა. შემთხვევას გაერო-სთან კავშირი არ ჰქონია. 

ვიდეოში ნაჩვენები მანქანა გაეროს არ ეკუთვნის, მასზე გარკვევით ჩანს წარწერა “Sincere Security” და მისამართი “33 Airdrie Road Eastlea.” “Sincere Security” 2006 წელს დაარსებული  ზიმბაბვური კერძო დაცვის კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს, მაგალითად, ძვირფასეულობისა და ფულის გადაზიდვას, ობიექტების დაცვას, ელექტრონული თავდაცვის სისტემებით მომარაგებას და ა.შ. კომპანიის სათაო ოფისი სწორედ მანქანაზე დატანილ მისამართზე, ქალაქ ჰარარეში მდებარეობს. 

ვიდეოში ასახული შემთხვევა 2019 წლის 18 აპრილს ზიმბაბვეს ქალაქ ბულავაიოში მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რამდენიმე მოქალაქემ მანქანის მძღოლი, რომელსაც რამდენიმე ბავშვი მშობლებთან მიჰყავდა, გამტაცებლად მიიჩნია და მას ფიზიკურად გაუსწორდა

senegali 1 | mythdetector.com

მოგვიანებით მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, სადაც ბავშვების მშობლებიც მივიდნენ და მძღოლის უდანაშაულობა დაადასტურეს. მძიმე ფიზიკური დაზიანების გამო კაცი განყოფილებიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბულავაიოს პოლიციის უფროსი შემთხვევას გამოეხმაურა და მოსახლეობას მოუწოდა პოტენციური დანაშაულის ფაქტები პოლიციისთვის შეეტყობინებინათ და თვითნებური ქმედებისგან თავი შეეკავებინათ. 

მედიის ინფორმაციით, ხალხის ამგვარი რეაქცია იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ამ პერიოდში ქალაქში ბავშვების გატაცების რამდენიმე შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ასევე, ნდობის ხარისხი სამთავრობო სტრუქტურების და მართლმსაჯულების აღსრულების მიმართ დაბალი იყო


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გაერო

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist