ლოს-ანჯელესში გადარჩენილი მართლმადიდებლური ტაძარი AI-ით გენერირებული ფოტოა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

მართლმადიდებლური ტაძარი
104
VIEWS

19 იანვარს, ფეისბუკ მომხმარებლებმა  (1, 2 ) გამოაქვეყნეს ფოტო, რომელზეც აღწერების მიხედვით, ლოს-ანჯელესში ხანძრის დროს გადარჩენილი მართლმადიდებლური ტაძარი ჩანს.

მართლმადიდებლური ტაძარი

ლოს-ანჯელესში ხანძარს გადარჩენილი მართლმადიდებლური ტაძარი ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერაა გენერირებული. ინტერნეტში არ იძებნება ამ ტაძრის სხვა ფოტო. გარდა ამისა, სურათი რომ AI გენერირებულია, ხელოვნური ინტელექტის ამომცნობმა ხელსაწყო Hive Moderation – მაც დაადასტურა.

გავრცელებული ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული. სურათი ფაქტების გადამოწმების პლატფორმა Logicallyfacts.com – მა ხელოვნური ინტელექტის ამომცნობ ხელსაწყოთი Hive Moderation გადაამოწმა. ხელსაწყოს შედეგების მიხედვით, ფოტო 98.5 % -ით AI გენერირებულია.

მართლმადიდებლური ტაძარი
წყარო: logicallyfacts

გარდა აღნიშნული ხელსაწოთი გადამოწმებისა, logicallyfacts-მა ინტერნეტში, საკვანძო სიტყვების მეშვეობით მოიძია ინფორმაცია ლოს-ანჯელესში მდებარე მართლამდიდებლურ ტაძრებზე. ფოტოზე სანაპიროც ჩანს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ტაძარი სანაპიროსთან ახლოს უნდა იყოს. 

Google Maps-ზე ძიება აჩვენებს, რომ სანაპიროსთან ახლოს, მალიბუს, წყნარი ოკეანის პალიზადისა და ლოს-ანჯელესის რაიონებში, რომლებიც ტყის ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, მსგავსი ტაძრები არ არის.

ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების რამდენიმე კერას 7 იანვრიდან ებრძვიან. ხანძრებმა ამ დროისთვის 27 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ თემაზე “მითების დეტექტორმა” უკვე რამდენიმე მასალა მოამზადა. 

ამ დროისთვის მეხანძრეები ორ მთავარ კერას ებრძვიან:

  1. Palisades-ის კერა – ლოკალიზებულია 61%, დამწვარია 23,713 ჰექტარი.
  2. Eaton -ის კერა – ლოკალიზებულია 87%, დამწვარია 14 021 ჰექტარი.

წყაროს შესახებ:

ფეისბუკ-მომხმარებლის Levan Tavdishvilii – ის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორს” არაერთხელ გადაუმოწმებია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist