აქციაზე გადაღებული ცეკვის ვიდეო შეცვლილი ხმით ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ცეკვის ვიდეო
290
VIEWS

18 ნოემბერს ფეისბუქ-გვერდმა “რეალობა” გამოაქვეყნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გამართული საპროტესტო აქციაზე ცეკვის ვიდეო, რომელშიც პოსტის მიხედვით ორი ახალგაზრდა “ლეზგინკას” ცეკვავს. ვიდეოს კომენტარებში ჩანს, რომ მომხმარებლები მას უარყოფითად აღვიქვამენ და ცეკვას რუსულ, ჩეჩნურ ცეკვას უწოდებენ.

ცეკვის ვიდეო

გვერდ “რეალობის” მიერ გავრცელებულ ცეკვის ვიდეოზე ჩეჩენი მუსიკოსის მადინა უზბაევას სიმღერის ნაწყვეტია გადადებული. ორიგინალ ვიდეოში კი ისმის, რომ ახალგაზრდები განდაგანას ინსტრუმენტულ ვერსიაზე ცეკვავენ.  

გვერდის რეალობა გამოქვეყნებულ ვიდეოზე ჩანს, რომ ვიდეოს მუსიკა გადადებული აქვს. ვიდეოს ქვედა მარცხენა კუთხეში ჩანს, რომ გამოყენებულია ფეისბუქსა და ინსტაგრამზე ხელმისაწვდომი მუსიკა, კონკრეტულად კი ჩეჩენი შემსრულებლის, მადინა უზბაევას პოპურის (Мадина Узбаева – Попури) მცირე მონაკვეთი (დაახლოებით 8:33-იდან). ფეისბუქსა და ინსტაგრამზე მოკლე ვიდეოს (Reels) ატვირთვის დროს შესაძლებელია ორიგინალი აუდიოს ნაცვლად, ვიდეოზე პლატფორმებზე ხელმისაწვდომი სიმღერების და მუსიკალური კომპოზიციების ნაწყვეტების გადადება.

ცეკვის ვიდეო

აქციაზე გადაღებული ვიდეოს ადრეული ვერსია საპროტესტო ჯგუფში “დაიტოვე” 18 ნოემბერს 14:41 წუთზე გამოქვეყნდა და ვიდეოში ისმის, რომ ახალგაზრდები აჭარული სიმღერის განდაგანას ინსტრუმენტულ ვერსიაზე ცეკვავენ.

aqtsiaze gadaghebuli tsekvis video shetsvlili khmith vrtseldeba2 აქციაზე გადაღებული ცეკვის ვიდეო შეცვლილი ხმით ვრცელდება


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist