ვის მიმართავს გაბრაზებული ქალი – ტელეკომპანია ფორმულას თუ პოლიციის თანამშრომლებს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ფორმულა
239
VIEWS

6 დეკემბერს ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა “ბრძნული გამონათქვამები” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც პოსტის მტკიცებით ჩანს, როგორ ლანძღავს ხანდაზმული ქალი ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტებს. კადრებში ისმის გაღიზიანებული მოქალაქის სიტყვები: “არ მეშინია თქვენი, ნუ მიბრიალებთ თვალებს, მკიდია ცხოვრება. დებილებო”. ვიდეოში ასევე ვხედავთ, აღნიშნული ქალიკენ მიშვერილ მიკროფონს, რომელზეც ტელეკომპანია ფორმულას ლოგო შეინიშნება. პოსტის აღწერაში კი ვკითხულობთ შემდეგ ფრაზას: “რა ჯიგარი ბებია ფორმულას აჯ”.

პოსტი ამ დროისათვის აღარ იძებნება.

 ფორმულა

ფეისბუქ-ანგარიში ტელეკომპანია “ფორმულას” შესახებ ვიდეომანიპულაციას ავრცელებს. სინამდვილეში, ვიდეოში ნაჩვენები ქალი ამ სიტყვებით თავისუფლების მეტროში მყოფ პოლიციელებს მიმართავს, ფორმულას ჟურნალისტები კი ამ ამბავს აშუქებენ. 

გავრცელებული ვიდეო ამოჭრილია ტელეკომპანია “ფორმულას” პირდაპირი ეთერიდან, რომელიც 5 დეკემბრის 20:00 საათზე დაიწყო და საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას აშუქებდა. კონკრეტულად ის ნაწილი, სადაც კადრებში აღბეჭდილი ქალი ჩანს, ფეისბუქზე გამოქვეყნებული ეთერის 1:32:50-დან იწყება და დაახლოებით 2 წუთს გრძელდება. ამ მომენტისთვის, ჟურნალისტები აშუქებდნენ “თავისუფლების მოედნის” მეტროში მიმდინარე მოვლენებს, სადაც პოლიციის მრავალი თანამშრომელი იმყოფებოდა და ხალხს ჩხრეკდა, რა დროსაც კადრში გამოჩნდა ხანში შესული ქალი, რომელსაც ჟურნალისტი მიკროფონით მიუახლოვდა და მისი სიტყვები ჩაიწერა. 

 ფორმულა

 ფორმულა
კადრები “ფორმულას” პირდაპირი ეთერიდან, სადაც ჩანს, რომ ქალი პოლიციელებს მიმართავს 

ვიდეოში ცხადად ჩანს, რომ მოქალაქე სწორედ პოლიციელებს მიმართავს, ეუბნება მათ, რომ ისინი (პოლიციელები) ეცოდება, და მოუწოდებს მათ “საკუთარი შვილები მაინც შეიცოდონ”, რის შედეგაც იყენებს იმ ფრაზას, რომელიც ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში ისმის. რამდენიმე წამში ქალი კვლავ უკან ბრუნდება და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ პოლიციის თანამშრომლებს  უნდა სცხვენოდეთ, სახე ნიღბებით რომ აქვთ დაფარული. 

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში, ძირითადად თბილისში, რეგულარულად იმართებოდა საპროტესტო აქციები, ხოლო მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება. ამ პროცესს თან სდევს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციის კამპანია, რომელშიც ფეისბუქ-ანგარიშებთან ერთად სამთავრობო მედიაც აქტიურად არის ჩართული. “მითების დეტექტორმა” ამ დროის განმავლობაში არაერთი მსგავსი ტიპის დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსის მქონე ინფორმაცია გამოავლინა. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: მედია, პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist