გააუქმა თუ არა ისრაელმა “მწვანე პასპორტი”? – ზვიად ტომარაძის მანიპულაცია ისრაელის რეგულაციების შესახებ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

32
VIEWS

2021 წლის 18 დეკემბერს ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” ხელმძღვანელმა ზვიად ტომარაძემ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა სავაჭრო ცენტრების პროტესტის შედეგად მოლებსა და სავაჭრო ცენრებში შესასვლელად ე.წ. “მწვანე პასპორტის” მოთხოვნა გააუქმა. ტომარაძემ იგივე ინფორმაცია 19 დეკემბერს მთავრობის კანცელარიის წინ “მწვანე ბარათის” გაუქმების მოთხოვნით გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროსაც გააჟღერა და საქართველოს მთავრობას ისრაელისთვის მიბაძვისა და კოვიდ პასპორტების გაუქმებისკენ მოუწოდა.
"

ინფორმაცია ისრაელის სავაჭრო ცენტრებში “მწვანე პასპორტის” მოთხოვნის გაუქმების შესახებ შეცდომაში შემყვანია. ისრაელის მთავრობამ “მწვანე პასპორტის” მქონე პირებისთვის სავაჭრო ცენტრებში შესვლისას ერთდღიანი ქაღალდის სამაჯურების გაცემის ინიციტივის განხორციელებაზე მართლაც უარი თქვა, თუმცა სავაჭრო ცენტრებში განთავსებულ რიგ ობიექტებში “კოვიდ სტატუსის” წარმოდგენა კვლავ სავალდებულოა. 

მას შემდეგ, რაც ისრაელში კორონავირუსის ომიკრონ ვარიანტის შემთხვევების რაოდენობა 89-მდე გაიზარდა, ჯანდაცვის სამინისტრომ მთავრობას ახალი შეზღუდვების დაწესების რეკომენდაციით მიმართა. მთავრობის ინიციატივით, სხვა შეზღუდვებთან ერთად 19 დეკემბრიდან ისრაელის ყველა იმ დახურულ კომერციულ სივრცეში, რომლის ფართობი 10 000 კვადრატულ მეტრს აღემატება (მათ შორისაა მოლები და სავაჭრო ცენტრებიც), შესვლას მხოლოდ სრულად ვაქცინირებული, კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე  ან ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კოვიდგადატანილი ადამიანები შეძლებენ,  ხოლო “მწვანე” სტატუსის არმქონე პირებს მოლის სივრცეში მხოლოდ სასურსათო მაღაზიების ან აფთიაქის მომსახურების მიღება შეეძლებათ, სხვა მაღაზიებსა თუ კორმერციულ ობიექტებში მათი შესვლა დაშვებული არ არის.

აღნიშნული რეგულაციის აღსრულება “ფერადი სამაჯურების” სისტემით უნდა მომხდარიყო: ყველა მწვანე სტატუსის მქონე პირისთვის სავაჭრო ცენტრის შესასვლელში დაცვის თანამშრომელს ფერადი ქაღალდის სამაჯური უნდა გადაეცა, რათა ისინი მწვანე პასპორტის არმქონე ადამიანებისგან განესხვავებინათ. მართალია, 15 დეკემბერს სავაჭრო ცენტრების პროტესტის შემდეგ “ფერადი სამაჯურების” ინციატივის განხორციელებაზე მთავრობამ უარი თქვა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოლებსა და სავაჭრო ცენტრებში შესასვლელად “მწვანე პასპორტების” მოთხოვნა სრულად გაუქმდა, უბრალოდ აღნიშნული რეგულაციის აღსრულება “ფერადი სამაჯურების” გამოყენებით აღარ მოხდება.

Times Of Israel-ის მიხედვით, საბოლოოდ, მოლებსა და სავაჭრო ცენტრებთან მიმართებით ისრაელის მთავრობამ შემდეგი შეზღუდვები დააწესა: 100 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის მქონე მაღაზიებში შესასვლელად, რომელიც ღია ან დახურულ სავაჭრო ცენტრში მდებარეობს, როგორც მომხმარებელმა, ისე მომსახურე პერსონალმა “მწვანე პასპორტი” უნდა წარმოადგინოს. მწვანე პასპორტი აუცილებელია მოლების შიგნით განთავსებული საკვები ობიექტებისა და რესტორნების მომსახურებით სარგებლობისთვის. სავაჭრო სივრცეებში მწვანე პასპორტის მოთხოვნიდან გამონაკლისი დასაშვებია მხოლოდ სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში.

ზვიად ტომარაძეს კორონავირუსის პანდემიის, ვაქცინების და Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების შესახებ წარსულში არაერთხელ გაუვრცელებია მცდარი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია:

23 დეკემბრის მდგომარეობით, ისრაელში კორონავირუსის 9 960 აქტიური შემთხვევაა, რომელთანაგანც მძიმედ ინფიცირებულია 78 პაციენტი (0.8%). ამასთანავე, ქვეყანაში ამ დრომდე ომიკრონ შტამის 170-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ისრაელის მოსახლოების 63%-ზე მეტი – ორი დოზით, ხოლო 70% სულ მცირე ერთი დოზითაა ვაქცინირებული.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front საქართველო

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist