გააძევეს თუ არა რუმინელი დეპუტატი ევროპარლამენტიდან ხატების ჩვენების გამო?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ევროპარლამენტი
68
VIEWS

სექტემბერში ისევ ვრცელდება 24 ივლისს ქართულენოვანი ფეისბუქ-მომხმარებელის მიერ გამოქვეყნებული მოკლე ვიდეო (ე.წ რილსი), რომელიც ევროპარლამენტიდან დეპუტატის გაძევებას ეხება. ვიდეოზე გაკეთებული წარწერების მიხედვით, რუმინელმა ქალმა ევროპარლამენტში თქვა, რომ მას ღმერთის სწამდა და ხატები ასწია, ხატების დანახვისთანავე კი თავმჯდომარემ ის დარბაზიდან გააძევა.

ევროპარლამენტი

გავრცელებული ინფორმაცია ევროპარლამენტიდან დეპუტატის გაძევებაზე, ვიდეომანიპულაციას შეიცავს. ვიდეოზე გაკეთებული წარწერები რეალურ კონტექსტს არ შეესაბამება. რუმინელი ულტრამემარჯვენე დეპუტატი დიანა იოვანოვიჩ-შოშოაკე დარბაზიდან არა ხატების ჩვენების, არამედ სხდომის 3-ჯერ ყვირილითა და შეურაცხმყოფელი კომენტარებით შეწყვეტის მიზეზით გააძევეს.

ქალი, რომელიც 18 ივლისს ევროპარლამენტის დარბაზიდან გააძევეს, რუმინელი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი, დიანა იოვანოვიჩ-შოშოაკეა. მან ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლის შემდეგ გამართული დებატების დროს, ევროპარლამენტარ ვალერი აიეს სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა.

ვალერი აიემ ევროკავშირის ძირითადი უფლებების ქარტიაში აბორტის უფლების დამატება მოითხოვა, რაზეც იოვანოვიჩ-შოშოაკემ ყვირილით არაერთხელ უპასუხა. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ მას მიმართა, რომ დებატების მსვლელობა უკვე სამჯერ შეაწყვეტინა და დაცვას მისი გაძევება დაავალა.

იოვანოვიჩ-შოშოაკემ ნაგვის შავი ტომარა ააფრიალა და ყვიროდა: “თქვენ ხოცავთ რუმინელებს!”. დარბაზიდან გაყვანამდე, მან სახეზე ალიკაპი გაიკეთა.

ევროპარლამენტი

როგორც რუმინული მედია წერს, იოვანოვიჩ-შოშოაკე დარბაზიდან ევროპარლამენტის პროცედურული წესების 182-ე მუხლის მიხედვით გააძევეს. 182-ე მუხლის მიხედვით, დეპუტატს, რომელიც ქცევის წესებს დაარღვევს, ჯერ გაფრთხილება უნდა მიეცეს, შემდეგ კი პრეზიდენტს დაუყოვნებლივი ზომების მიღება, მათ შორის დეპუტატის გაძევება შეუძლია.

პროცედურული წესების მე-10 მუხლში გათვალისწინებული ქცევის წესებში აღნიშნულია, რომ დეპუტატები ერთმანეთს პატივისცემით უნდა მოეპყრონ, სხდომის მიმდინარეობა არასათანადო ქცევით არ უნდა შეაფერხონ და საუბრისას შეურაცხმყოფელი ენა არ უნდა გამოიყენონ.

იოვანოვიჩ-შოშოაკემ მანამდე განაცხადა, რომ ის  “ეშმაკებისგან” გასაწმენდად ევროპარლამენტში მღვდელს მიიყვანდა. მან ასევე თქვა, რომ ევროპარლამენტში მისი გაწმენდის მიზნით მირონი და წმინდა პარასკევას ხატი მიიტანა.

იოვანოვიჩი-შოშოაკემ რუმინეთის პარლამენტარის მანდატი პირველად 2020 წელს, როგორც ულტრამემარჯვენე “ალიანსი რუმინეთის გაერთიანების” (AUR) წევრმა მოიპოვა. თუმცა ის პარტიიდან გააძევეს, რის შემდეგაც საკუთარი, რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი ჯგუფი “SOS რუმინეთი” დააარსა. გასულ თვეში ევროპარლამენტში იგი ამ ჯგუფის რიგებიდან მოხვდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist