10-11 იანვარს, ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა თანდართული ფოტო და ვიდეომასალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც იემენელმა ჰუსიტებმა ამერიკულ სამხედრო გემზე თავდასხმა განახორციელეს და ჩაძირეს.
Ირაკლი ზაქარეიშვილის მიერ გავრცელებული ფოტოები გადაღებულია სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას და ვიზუალურ მანიპულაციას წარმოადგენს. სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ჰუსიტებმა აშშ-ის სამხედრო გემი ჩაძირეს.
-
ფოტო N1
Ამ სურათზე მართლაც აშშ-ის სამხედრო გემი USS S. John McCain არის გამოსახული. Თუმცა, ფოტოს აღწერისგან გასნხვავებით, იგი 2017 წელს არის გადაღებული, სინგაპურისა და მალაკის სრუტის მიმდებარე ტერიტორიაზე. Დაზიანების მიზეზი ამერიკული სამხედრო ხომალდის ლიბერიული დროშის ქვეშ მცურავ ტანკერთან შეჯახება გახდა.
-
ფოტო N2
Ამ ფოტოზე გამოსახული გემი 1965 წლიდან აღარ არის საბრძოლო მოქმედებებში ჩართული და საზღვაო მუზეუმის ნაწილია. Სურათზე 2022 წლის მოვლენაა ასახული. Საზღვაო მუზეუმში დაყენებული USS Sullivans დაზიანების გამო ნაწილობრივ ჩაიძირა. Ამერიკელმა მოქალაქეებმა 1 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვეს გემის რესტავრაციისთვის.
-
ვიდეო N1
Მოცემულ ვიდეოში რეალურად ასახულია 2020 წელს სან დიეგოში ამერიკულ ხომალდზე USS Bonhomme Richards-ზე გაჩენილი ხანძარი.
![]() |
|
კადრი ზაქარეიშვილის ვიდეოდან | კადრი CBS-ის პირდაპირი ჩართვიდან, 2020 წლის 12 ივლისი |
-
ვიდეო N2
Ეს ვიდეო მართლაც ჰუსიტების თავდასხმას ასახავს, თუმცა არა აშშ-ის სამხედრო გემზე უკანასნელი სამხედრო ოპერაციის საპასუხოდ, არამედ 2017 წელს საუდის არაბეთის ხომალდზე.
-
ვიდეო N3
აღნიშნული ვიდეო კი, სავარაუდოდ, ვიდეოთამაშიდანაა ამოღებული. Ამას მოწმობს არაბუნებრივი განათება და კოლიზიის შედეგი.
აღსანიშნავია, რომ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) მომხმარებლებმა გავრცელებულ ვიდეოს განმარტება გაუკეთეს და ერთ-ერთ პოსტს ის შენიშვნის სახით აქვს თანდართული, სადაც აღნიშნულია, რომ კადრები ვიდეოთამაშ Arma 3-დან არის აღებული.
Ჰუსიტების თავდასხმა დასავლური ალიანსის გემებზე
Დასავლური ალიანსის მხრიდან იემენში ჰუსიტების საწინააღმდეგო ინტერვენციის განმაპირობებელი მიზეზი მათი მხრიდან წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმა იყო. 19 ნოემბრიდან მოყოლებული, ჰუსიტებმა 26 თავდასხმა განახორციელეს გემებზე. Მათ შორის ერთ-ერთი ისრაელთან დაკავშირებული კომერციული გემი იყო. Უნდა აღინიშნოს, რომ 10 დეკემბერს ჰუსიტებმა მართლაც განახორციელეს თავდასხმა ალიანსის გემზე, Კონკრეტულად, ბრიტანულ ხომალდ HMS Diamond-ზე. Ეს იყო ჰუსიტების ყველაზე მასშტაბური თავდასხმა რეგიონში. Თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ალიანსმა შეტევის მოგერიება წარმატებით მოახერხა.
Წყაროს შესახებ
Ირაკლი ზაქარეიშვილი რეგულარულად ავრცელებს ანტისემიტური, ანტიუკრაინული და ანტიდასავლური შინაარსის დეზინფორმაციას. Მის მიერ განთავსებული ყალბი ამბები მითების დეტექტორს ხშირად გადაუმოწმებია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.