მცდარია, თითქოს “ნეტგაზეთი” მალავს ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩანაწერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

რეზოლუცია
86
VIEWS

9 ივლისს პროსახელისუფლებო მედიებმა “Postv”, “ნიუსჰაბი” და “INFO9” გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს “ნეტგაზეთი” მალავს, რომ ევროპარლამენტის მიერ 9 ივლისს მიღებულ რეზოლუციაში წერია მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ. ყველა მათგანს ამის მტკიცებულებად “ნეტგაზეთის” მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებული საინფორმაციო ბარათი მოჰყავს, რომელზეც ყოფილი პრეზიდენტი მართლაც არ არის ნახსენები. 

მტკიცება, თითქოს “ნეტგაზეთი” მალავს, რომ ევროპარლამენტი რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, სიმართლეს არ შეესაბამება. მედიის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ საინფორმაციო ბარათზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის სახელი არ გვხვდება, მაგრამ პოსტში მითითებულია ნეტგაზეთში გამოქვეყნებული სტატიის ბმული, რომელშიც რეზოლუციის ყველა პუნქტი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაც წერია.

9 ივლისს ევროკავშირის პარლამენტში 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ მიიღეს კრიტიკული რეზოლუცია, რომელიც ეხება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. დოკუმენტის ძირითადი პუნქტების მიხედვით, ევროპარლამენტი: 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და შესაბამისად არ ცნობს “ქართულ ოცნებას” ლეგიტიმურ მთავრობად; ითხოვს ახალი არჩევნების ჩატარებას, პოლიტპატიმრების, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების გათავისუფლებას; ბიძინა ივანიშვილისა და მისი საყრდენების სანქცირებას; რეზოლუციის ერთ-ერთი პუნქტი კი კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარულ საფუძველზე გათავისუფლებას მოითხოვს, რათა მან მიიღოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. 

Screenshot 2025 07 11 140241 | mythdetector.com
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის პუნქტი, ევროპარლამენტის რეზოლუციიდან

ნეტგაზეთის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულია საინფორმაციო ბარათი, რომელზეც დატანილია რამდენიმე დებულება, რაც ევროპარლამენტმა რეზოლუციის ტექსტში შეიტანა. 

Screenshot 2025 07 11 140245 | mythdetector.com

აღსანიშნავია, რომ პოსტში მიხეილ სააკაშვილი და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ნახსენები არ არის, თუმცა, პოსტის პირველივე კომენტარში გვხვდება “ნეტგაზეთის” ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიის ბმული, სადაც დეტალურად არის აღწერილი რეზოლუციის ყველა პუნქტი. მათ შორის ნახსენებია ისიც, რომ ევროპარლამენტი ითხოვს მიხეილ სააკაშვილის, ჰუმანიტარული მოსაზრებიდან გამომდინარე, დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. აღნიშნული სტატიის დაარქივებული ვერსია ხელმისაწვდომი არ არის, შესაბამისად, “მითების დეტექტორს” არ აქვს ინფორმაცია, მოხდა თუ არა ნეტგაზეთის მიერ სტატიის რედაქტირება, თუმცა, ამ დროისათვის, მედიის ვებსაიტზე განთავსებული მასალიდან ჩანს, რომ ნეტგაზეთი სააკაშვილის შესახებ ინფორმაციას არ მალავს.

Screenshot 2025 07 11 140250 | mythdetector.com
ამონარიდი “ნეტგაზეთის” მიერ 9 ივლისს გამოქვეყნებული სტატიიდან

“ნეტგაზეთი” “ქართული ოცნების” დეპუტატებისა და პროსახელისუფლებო მედიის სამიზნედ გასულ კვირასაც იქცა. საქმე ეხებოდა პორტუგალიაში გამართულ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 32-ე ყოველწლიურ სესიას, რომლის დროსაც საქართველოს შესახებ დეკლარაცია მიიღეს. “პორტოს რეზოლუცია” მოიცავს საქართველოს მთავრობის კრიტიკას და მოუწოდებს მათ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ. დეკლარაციის ერთ-ერთი პუნქტი ასევე მოუწოდებს სირიის ახალ მთავრობას, უკან წაიღოს აფხაზეთისა და ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. “ნეტგაზეთმა” ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან კომუნიკაციის შემდეგ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაწერა, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა ნიკოლოზ სამხარაძემ, ლევან მახაშვილმა და მაია ბითაძემ აღნიშნულ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს. ეს ინფორმაცია მალევე უარყვეს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა და განაცხადეს, რომ ისინი ხმის მიცემის პროცესს საერთოდ არ დასწრებიან, რასაც მოჰყვა კიდეც “ნეტგაზეთის” მასობრივი კრიტიკა მმართველი პარტიის პოლიტიკოსებისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან. “მითების დეტექტორმა” დეტალების გადამოწმებისას დაადგინა, რომ ეუთო-ს საპარლემენტო ასამბლეის კომუნიკაციებისა და პრესის ხელმძღვანელმა “ნეტგაზეთს” თავდაპირველად ინფორმაცია არასრულად მიაწოდა, თუმცა შემდგომში დააზუსტა, რომ ქართული დელეგაციის მტკიცებით ისინი ხმის მიცემის პროცესს არ დასწრებიან. “მითების დეტექტორმა” კენჭისყრის პროცედურის კადრებზე დაკვირვებით დაადგინა, რომ სწორედ იმ დროს, როდესაც აღნიშნული რეზოლუციის ხმის მიცემის პროცესი დასრულდა, მაია ბითაძე დარბაზში იმყოფებოდა, ხოლო დეკლარაციის წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია. ვიდეოში ორგანიზაციის პრეზიდენტი პია კაუმა საქართველოს შესახებ პარაგრაფებისა [2:25:10] და რეზოლუციის [2:32:00] კენჭისყრას ასრულებს ფრაზით: “არანაირი წინააღმდეგობა.” საკითხის დეტალები ვრცლად იხილეთ ჩვენს სტატიაში


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: მედია, პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

წყარო

პოს ტვ (POS TV)
პოს ტვ (POS TV)

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist