დეზინფორმაცია, თითქოს ევროპარლამენტი მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას არ აღიარებს

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

fact Checker, დეზინფორმაცია, ფაქტჩეკერი, მითების დეტექტორი
141
VIEWS

19 იანვარს ფეისბუქზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტი მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას არ ცნობს და მიიჩნევს, რომ უმარ ნურმაგომედოვთან მისი ორთაბრძოლა თავიდან უნდა გაიმართოს. სხვა შემთხვევაში ევროპარლამენტი დვალიშვილის UFC-ის ლეგიტიმურ ჩემპიონად არ ცნობს.

მერაბ დვალიშვილი

მტკიცება, რომ ევროპარლამენტმა მერაბ დვალიშვილის გამარჯვება არ აღიარა, დეზინფორმაციაა. ევროპარლამენტს UFC-სთან კავშირი არ აქვს და დვალიშვილთან ან UFC-სთან დაკავშირებით რაიმე სახის განცხადება არც ახლა და არც წარსულში არ გაუკეთებია.

მერაბ დვალიშვილსა და უმარ ნურმაგომედოვის ორთაბრძოლა 18 იანვარს გაიმართა. სამივე მსაჯის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ორთაბრძოლაში დვალიშვილმა გაიმარჯვა. მსაჯებმა მატჩი 48:47, 49:46, 48:47 ქართველი მებრძოლის სასარგებლოდ შეაფასეს. ორთაბრძოლის შემდეგ ნურმაგომედოვმა აღნიშნა, რომ თავის მართლებას არ აპირებდა, თუმცა პირადად თავს დამარცხებულად არ გრძნობდა და ტრავმებთან გამკლავების შემდეგ ბრძოლას დაუბრუნდებოდა. სხვა მხრივ მას ორთაბრძოლის შედეგებთან დაკავშირებით პროტესტი არ გამოუთქვამს. 

ბრძოლასთან დაკავშირებით ევროპარლამენტს რაიმე სახის განცხადება არ გაუკეთებია. დვალიშვილთან დაკავშირებით კომენტარი არც ევროპარლამენტის ოფიციალურ საიტზე და არც ორგანოს სოციალური მედიის გვერდებზე გამოქვეყნებულა. ევროპარლამენტი ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოა, რომელსაც კერძო, ამერიკული ორგანიზაციის UFC-ის ჩემპიონატთან კავშირი ან მის შედეგებზე გავლენა არ აქვს. შესაბამისად რომელიმე შეხვედრის შედეგებში ეჭვის შეტანა მის კომპეტენციაში არ შედის. ევროპარლამენტს სპორტულ ღონისძიებასთან დაკავშირებით არც წარსულში გაუკეთებია რაიმე განცხადება. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სპორტი
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist