“ევრონიუსის” სახელით პარიზში უკრაინელი ლტოლვილის მიერ სკულპტურის დაზიანებაზე ყალბი სიუჟეტი ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

Mif detektoru ilə dezinformasiyanın aşkarlanması
418
VIEWS

24-26 ნოემბერს რუსულენოვანი ფეისბუქ ანგარიშები (1,2,3,4) “ევრონიუსის” სიუჟეტს ავრცელებდნენ, რომლის მიხედვითაც, პარიზის მუზეუმში მომუშავე უკრაინის მოქალაქე 26 წლის ვალერი ტარაშჩუკი დააკავეს, მას შემდეგ, რაც კამერამ დააფიქსირა, როგორ დააზიანა მან სკულტპურა “მოგზაურობა საკუთარი თავის აღმოჩენამდე” სექსუალური აქტის იმიტირებისას. ვიდეოს მიხედვით, ტარაშჩუკი ფრანგულმა პოლიციამ დააკავა და სკულპტურის ავტორი ანნა უდენბერგი მისგან ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს. 

ვიდეო სხვა სოციალურ ქსელებშიც – ტელეგრამზე, ВКонтакте-ში და X-ზე (ყოფილი ტვიტერი) გავრცელდა.

Euronews ukrainelis dakaveba | mythdetector.com

გავრცელებული ვიდეო გაყალბებულია და ის Euronews-ს არ ეკუთვნის. ვიდეოში ასახული დაკავებული პირი არა უკრაინელი ვალერი ტარაშჩუკი, არამედ წარმოშობით აზერბაიჯანელი მატლაბ სულთანოვია, რომელიც 2021 წელს რუსეთში დააკავეს. 

ვიდეოში ასახული სკულპტურა ნამდვილად წარმოშობით შვედ არტისტს ანნა უდენბერგს ეკუთვნის. სკულპტურა 2016 წელს შეიქმნა და ის აქამდე არაერთ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი (1,2). Färgfabriken-ის საგამოფენო სივრცის აღწერის მიხედვით, უდენბერგის ეს და სხვა ნამუშევრები ისეთ თემებს ეხება, როგორებიცაა კომერციალიზმი, ფემინიზმი და იდენტობა. ამ კონკრეტული სკულპტურით ნაჩვენები სელფის გადაღება, რომელიც სოციალურ მედიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოტივია, საკუთარი თავის იმიჯის შექმნის ინსტრუმენტია

რეალურად, ვიდეოში სკულპტურის ძველი ფოტოებია გამოყენებული და არც ერთ მათგანში დაზიანების კვალი არ ჩანს. ვიდეოს ის ნაწილი, სადაც დაკავებულ ვალერი ტარაშჩუკს აჩვენებენ, 2021 წელსაა გადაღებული და მასში არა უკრაინელი, არამედ წარმოშობით აზერბაიჯანელი მატლაბ სულთანოვია ასახული, რომელიც რუსეთის პოლიციამ “კანონიერი ქურდის” ალბერტ ჰეიდაროვის მკვლელობისთვის დაიჭირა.

კადრი ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოდან კადრი რუსული მედიასაშუალება “24 ТВ-სიუჟეტიდან კადრი რუსული მედიასაშუალება “Москва 24-ისსიუჟეტიდან
Euronews ukrainelis dakaveba2 | mythdetector.com Euronews ukrainelis dakaveba3 | mythdetector.com Euronews ukrainelis dakaveba4 | mythdetector.com

ინფორმაცია სკულპტურის დაზიანების შესახებ არც Euronews-ის საიტსა და მისი სოციალური ქსელების ოფიციალურ გვერდებზე და არც სხვა მედიაში არ გვხვდება. 

ღია წყაროებში ძებნისას, ვიდეოს ძირითადად სოციალური ქსელების (ფეისბუქი, ტელეგრამი, ტვიტერი, Вконтакте) რუსულენოვანი მომხმარებლები ავრცელებენ. ყველაზე ადრე ვიდეო ტელეგრამის ანგარიშ Арбалет Говорит-ზე იძებნება, რომელიც ივან კონდაკოვს ეკუთვნის. ის საკუთარ თავს ანალიტიკოსად და სატირიკოსად მოიხსენიებს.

Euronews ukrainelis dakaveba1 | mythdetector.comგავრცელებული ამბის ინგლისურ ენაზე მოძებნისას გუგლი ამ საძიებო სიტყვებით ორ ვებ-საიტს გვანახებს, რომლებზედაც უკრაინელი ლტოლვილის მიერ სკულპტურის დაზიანებაზეა საუბარი. აქედან ერთი პორნო საიტს წარმოადგენს და ევრონიუსის სახელით შექმნილი ყალბი სიუჟეტი საიტზე ხელმისაწვდომი აღარ არის.

Euronews ukrainelis dakaveba5 | mythdetector.com

ეს გამოცემა “ევრონიუსის” სახელით დეზინფორმაციის გავრცელების პირველი შემთხვევა არაა. გარდა ევრონიუსისა, წარსულში უკრაინელების ან დასავლეთის დისკრედიტაციისთვის გაყალბებულ ვიდეოებში USA Today-ს და The Times of Israel-ის ლოგოები გამოიყენეს. მსგავს ვიდეოფაბრიკაციებზე “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა:

წყაროების შესახებ: 

ფეისბუქის რუსულენოვანი ანგარიშები Виталий Виталий და Valery Eryomensky ანტიუკრაინული და ანტიდასავლური შინაარსის ცნობებს, მათ შორის გაყალბებულ ფოტო და ვიდეომასალას რეგულარულად ავრცელებენ.

Euronews ukrainelis dakaveba6 | mythdetector.com


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, საფრანგეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist