ევრომაიდნის მონაწილე უკრაინელი პოლიტიკოსის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

უკრაინელი პოლიტიკოსი
61
VIEWS

6 ოქტომბერს “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა, ფეისბუქ-მომხმარებელმა გაბი კამაევმა გამოაქვეყნა ვიდეოკოლაჟი, რომელშიც ჩანს უკრაინელი პოლიტიკოსის სიტყვით გამოსვლა 2014 წელს “ევრომაიდანის” პროცესებისას, 2024 წელს უკრაინის კომისარიატის თანამშრომლების მიერ მოქალაქეზე ფიზიკური ძალადობა და ომში დაღუპული ჯარისკაცების სასაფლაო. პოსტის ავტორის განცხადებით, მაიდანზე განხორციელებულმა მოვლენებმა ევროკავშირისა და ნატის წევრობის ნაცვლად ქვეყანას მხოლოდ ნგრევა და სიკვდილი მოუტანა. კამაევი ასევე ამტკიცებს, რომ პიროვნება, რომელიც ვიდეოში სიტყვით გამოდის, ამჟამად ოჯახთან ერთად ნორვეგიაში ცხოვრობს. 

უკრაინელი პოლიტიკოსი

მტკიცება, თითქოს ვიდეოში ნაჩვენები უკრაინელი პოოლიტიკოსი ოჯახთან ერთად ნორვეგიაში ცხოვრობს, დეზინფორმაციულია. რეალურად იგი სრულმასშტაბიანი ომის დაწყების პირველივე დღეებში უკრაინის არმიაში მსახურობს და მის შვილთან ერთად იბრძვის. რაც შეეხება ვიდეოს, რომელშიც მოქალაქეზე ძალადობაა ასახული, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე კომისარიატის თანამშრომლებს საქმიანობის განხორციელების უფლება შეეზღუდათ.

  • ვინ არის ვიდეოში ნაჩვენები პიროვნება?

პიროვნება, რომელიც ვიდეოში სიტვით გამოდის უკრაინელი პოლიტიკოსი ოლეგ ტიაგნიბოკია. იგი უკრაინული ასოციაცია “სვაბოდას” ლიდერია და სამჯერ იყო პარლამენტის წევრი. ის ასევე აქტიურად იყო ჩართული “ევრომაიდნის” პროცესში (2014 წლის საპროტესტო აქციები უკრაინაში) და ვიდეოში ნაჩვენები კადრიც სწორედ მისი ერთ-ერთი გამოსვლიდანაა ამოჭრილი. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებში ტიაგნიბოკი მოხალისედ ჩაეწერა და ომში საბრძოლველად წავიდა. მას მაიორის წოდება აქვს და უკრაინის შეიარაღებული ძალების ცალკეული ტერიტორიული თავდაცვის 128-ე ბრიგადაში მსახურობს. უკრაინის არმიაში ასევე იბრძვიან მისი ოჯახის სხვა წევრებიც, კერძოდ მისი ძმა და ვაჟი, 27 წლის გორდი, რომელიც მიმდინარე წლის მაისში ბრძოლისას დაიჭრა.  

  • რა ვიცით კომისარიატის თანამშრომლების მიერ უკრაინელი მოქალაქეების ცემის შესახებ

გავრცელებულ ვიდეოკოლაჟში ჩანს, როგორ სცემს სამხედრო ფორმაში გამოწყობილი 2 მამაკაცი მოქალაქეს, რომელიც საბოლოოდ ძალის გამოყენებით მიყავთ გაურკვეველი მიმართულებით. ვიდეო, გადაღებულია 6 სექტემბერს და ვიდეოს სრულ ვერსიაში ჩანს მეორე მოქალაქეც, რომელიც მალევე ძალით გაყავთ კამერის დაფარვის არეალიდან. ამ მოვლენაზე კომენტარი გააკეთა ხარკოვის ოლქის რეკრუტირებისა და სოციალური მხარდაჭერის ტერიტორიულმა ცენტრმა. მათი განმარტებით, ცენტრის თანამშრომლებს აღნიშნულმა ორმა მოქალაქემ უარი განუცხადა საბუთების წარდგენაზე, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა. ამასთანავე, მათი მტკიცებით, ერთ-ერთმა მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ცენტრის თანამშრომელს, რასაც მოყვა ვითარების დაძაბვა. საბოლოოდ, შემოწმების მიზნით მამაკაცები გადაიყვანეს რეკრუტირებისა და სოციალური მხარდაჭერის ტერიტორიული ცენტრის ოფისში, სადაც აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მათგანი ექვემდებარებოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს და მას დაევალა სამხედრო სამედიცინო კომისიის გავლა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცენტრი გმობს მისი თანამშრომლების მხრიდან პროვოკაციაზე აყოლას და ძალის გამოყენებას, რის გამოც დაწყებულია გამოძიება და მის დასრულებამდე მათ შეეზღუდათ აღნიშნული საქმიანობის განხორციელების უფლება. 

წყაროს შესახებ:

გაბი კამაევი ხელისუფლების მხარდამჭერი ფეისბუკ ანგარიშია. თავის გვერდზე ის ხშირად აქვეყნებს ქართული ოცნების მხარდამჭერ და ოპოზიციის მადისკრედიტირებელ პოსტებს. გაბი კამაევის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა.  


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist