დეზინფორმაცია, თითქოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება კანონით 2028 წელს არის გათვალისწინებული

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება
126
VIEWS

9 დეკემბერს ფეისბუკ გვერდზე, სამოქალაქო ალტერნატივა (salte), გამოაქვეყნდა გადაცემა „პოლიტიკის საათი თამთა ქარჩავასთან ერთად“, რომელშიც ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს, მათ შორის ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას განიხილავენ. გადაცემის ავტორი თამთა ქარჩავას თქმით, ევროკავშირში მოლაპარაკებების დაწყება 2028 წელს კანონით არის გათვალისწინებული: „სწორედ, 2028 წლიდან უნდა დაიწყოს მოლაპარაკება, რაც ახსნა პირადად ირაკლი კობახიძემ. [ოპოზიციურმა] ლიდერებმა ეს ძალიან კარგად იციან. არ ვამბობ, რომ აქციის რომელიმე მონაწილემ ეს დეტალები უნდა იცოდეს, რას ითხოვს კანონმდებლობა და კანონით როგორ არის. ამის მიუხედავად, ჩვენ ვხედავთ რა ხდება რუსთაველზე“.

ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება

მტკიცება, თითქოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება კანონით გათვალისწინებული 2028 წლიდან არის, სიმართლეს არ შეესაბამება. კანონი, რომელშიც მოლაპარაკების კონკრეტულ თარიღებზეა ჩანაწერი, არ არსებობს. მოლაპარაკებების გახსნის პროცესი დამოკიდებულია ქვეყნის პროგრესზე და განხორციელებულ რეფორმებზე. 

ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 28 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება 2028 წლამდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე. მისი თქმით, საქართველოს  სახელმწიფოებრივი ამოცანაა,  2030 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რისთვისაც ძალისხმევას არ დაიშურებს მთავრობა, თუმცა, ევროკავშირი უხეშად ჩაერია საქართველოს 2024 წლის არჩევნებში, ხოლო გამოყოფილი გრანტები და სესხები, კობახიძის თქმით, ევროკავშირმა საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟში გამოიყენა. ”ქართული ოცნების” განცხადებაში: “ირაკლი კობახიძის მიმართვა ევროკავშირს” დამატებით აღნიშნულია, რომ  მოლაპარაკებების გახსნიდან ევროკავშირში გასაწევრიანებლად მხოლოდ წელიწადნახევარი – 2 წელიწადი არის საჭირო და რადგანაც 2030 წლამდე ევროკავშირს გაფართოება არ აქვს დაგეგმილი, ამიტომ მიღებული გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დაყენდება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. 

  • არსებობს  თუ არა კანონი, რომელიც ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის თარიღს არეგულირებს?

საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა საქართველოს კონსტიტუციითაა გათვალისწინებული, თუმცა არსად არ არის ნახსენები კონკრეტული ვადები. ასევე არც ევროკავშირსა და საქართველოს შორის არის დადებული რაიმე შეთანხმება, რაც მოლაპარაკების გახსნის თარიღს განსაზღვრავდა.

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში [უნდა] მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“. 

2023 წელს საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. განისაზღვრა 9 ძირითადი დათქმა, რომლის შესრულების პირობითაც გაიცა რეკომენდაცია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.

2024 წლის 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა ევროკოკავშირის გაფართოების ანგარიში. ევროკომისიამ შეაფასა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან რეფორმების განსახორციელებლად საჭირო ნაბიჯები. ევროკომისიამ მოუწოდა საქართველოს, რომ დაუბრუნდეს ცხრა პრიორიტეტის განხორციელებას. თუ კი მთავრობა გააგრძელებს იმ ქმედებებს, რომლიც საფრთხეს უქმნის ევროინტეგრაციას, მაშინ კომისია ვერ შეძლებს გასცეს საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია. 

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ასევე აღნიშნა, 2024 წლის ანგარიში ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებით რეფორმების განხორციელების კუთხით გვიჩვენებს ნაწილი პუნქტების უმნიშვნელო წინსვლას ან საერთოდ უკუსვლას. ამ დროისთვის ევროკავშირის ლიდერებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია და ელჩის თქმით, ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ევროკავშირის ღირებულებებისა და პრინციპებისგან დაშორებას გააგრძელებს.

  • ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი

ევროკავშირს არასდროს არცერთი ქვეყნისთვის გაუცია პირობა მოლაპარაკებების დაწყებისთვის ან გაწევრიანებისთვის კონკრეტულ ვადაზე. ევროკავშირში გაწევრიანება საკმაოდ კომპლექსური პროცესია და მკაცრი კრიტერიუმების დაცვას მოითხოვს. ვადები განსხვავებულია თითოეული კანდიდატი ქვეყნისთვის და დამოკიდებულია თუ რამდენად შესაბამისობაშია კანდიდატი ქვეყნის პროგრესი ევროკავშირის სტანდარტებთან და რეგულაციებთან. მოლაპარაკებების დაწყებიდან ევროკომისია აკვირდება კანდიდატ ქვეყანას და ანგარიშების საშუალებით რეგულარულად აცნობებს ევროპარლამენტს კონკრეტული ქვეყნის პროგრესზე. მოლაპარაკებების დამთავრების შემდეგ, თუ კომისია გასცემს რეკომენდაციას გაწევრიანების შესახებ, მზადდება გაწევრიანების ხელშეკრულება, რომელიც შემდგომ სხვა ორგანოებმა უნდა დაამტკიცონ. თუმცა, ასევე შესაძლებელია, მოლაპარაკებების შემდეგაც არ გაიცეს ასეთი რეკომენდაცია.

კანდიდატის სტატუსის მიღებიდან მოლაპარაკებების დაწყებამდე ვადა განსხვავდება და დამოკიდებულია ქვეყანაზე.

  1. ხორვატია – ხორვატიამ კანდიდატის სტატუსი მიიღო 2004 წლის ივნისში, მოლაპარაკებები კი დაიწყო 2005 წლის ოქტომბერში- 16 თვეში.
  2. ბულგარეთი, რუმინეთი – კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ 1999 წლის დეკემბერში, მოლაპარაკებები კი დაიწყო 2000 წლის თებერვალში – 2 თვეში.
  3. თურქეთი – კანდიდატის სტატუსი მიიღო 1999 წელს, მოლაპარაკებები დაიწყო 2005 წელს- დაახლოებით 6 წელში, თუმცა თურქეთი დღესაც არ არის წევრი, რადგან არ შეუსრულებია რეკომენდაციები.
  4. უკრაინა – უკრაინამ კანდიდატის სტატუსი 2022 წლის 23 ივნისში მიიღო. 2023 წლის ნოემბერში ევროკომისიამ გაუწია რეკომენდაცია მოლაპარაკებების დაწყებას. მოლაპარაკებები ოფიციალურად 2024 წლის 25 ივნისს გაიხსნა -18 თვე
  5. მოლდოვა – მოლდოვამაც კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ივნისში მიიღო და მოლაპარაკებებიც როგორც უკრაინაში 2024 წლის 25 ივნისს დაიწყო.

რაც შეეხება გაწევრიანებას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ 1-2 წელია საჭირო მოლაპარაკებების დაწყებიდან გაწევრიანებამდე. ყველაზე სწრაფად (2 წელში), ევროკავშირში მოლაპარაკებების დაწყებიდან წევრობამდე პროცედურები შვედეთმა, ფინეთმა და ავსტრიამ გაიარეს. თუმცა აღსანიშნავია, რომ, მაგალითად ბულგარეთს, რუმინეთსა და ხორვატიას 7-8 წელი დასჭირდათ, შესაბამისად ეს დრო ყველა ქვეყნისთვის ინდივიდუალურია.

მითების დეტეტქორი” ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და ვადებზე პოლიტოლოგ, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა. გოგოლაშვილმაც დაადასტურა, რომ არცერთ კანონში არ არის გაწერილი ევროკავშირთან მოლაპარკების დაწყების კონკრეტული ვადები. 

კახა გოგოლაშვილი, პოლიტოლოგი: “არავითარ კანონში არ წერია რომელი წლიდან უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები. ეს საქართველოს გადასაწყვეტი არ არის, ამას წყვეტს ევროკავშირის საბჭო ან ევროპული საბჭო ევროკომისიის წინადადების საფუძველზე. ისინი ხელმძღვანელობენ იმითი თუ რამდენად მზადაა ქვეყანა იმისთვის, რომ დიაწყოს მოალაპარაკებები. ქვეყნის მზადყოფნა თავისთავად განისაზღვრება კრიტერიუმების შეფასებით, ეს არის კოპენჰაგენის კრიტერიუმები, რომელიც ევროკავშირმა 1993 წლის ევროკავშირის სამიტზე მიიღო, რომლითაც იზომება ქვეყნის მზადყოფნა ევროკავშირში გასაწევრიანებლად. როცა სახელმწიფო კანდიდატი ხდება ევროკომისია ყოველწლიურად სწავლობს მის ინსტიტუციური განვითარების მდგომარეობას. წლევანდელ ანგარიშში პირდაპირ ეწერა, რომ საქართველო არ არის მზად მოლაპარაკებების დასაწყებად, მაშინ როდესაც მოლდოვა და უკრაინა მზად არიან და ევროკომისია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმასაც სთავაზობს უკვე.”

შესაბამისად, ევროკავშირის პრაქტიკაში არ დაფიქსირებულა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისთვის მოლაპარაკების დაწყებისთვის კონკრეტული ვადების განსაზღვრის შემთხვევა. გაწევრიანების ვადაც არ არის 1-2 წელი, როგორც ეს კობახიძემ აღნიშნა და მთლიანად დამოკიდებულია ქვეყნის პროგრესზე. საქართველოს კანონმდებლობაში კი ევროკავშირში ინგეგრაციასთან დაკავშირებით, არანაირი ცვლილება არ შესულა.


მარი მეგრელიშვილი

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist