რა გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირის სასამართლომ ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინების აღიარებაზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ევროკავშირის-სასამართლო
583
VIEWS

25 ნოემბერს პროსახელისუფლებო POSTV-იმ, საინფორმაციო სააგენტოებმა (INFO9; ნიუსჰაბი), ფეისბუქ-ანგარიშებმა (1;2), ფეისბუქ-გვერდმა აი პოლიტიკა და პროსახელისუფლებო ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ (1;2) ამერიკულ გამოცემა Reuters-ზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ “ევროკავშირის სასამართლო ყველა წევრ ქვეყანას ერთსქესიანთა ქორწინების კანონიერად აღიარებას ავალდებულებს.” საინფორმაციო სააგენტოები თუ ფეისბუქ-მომხმარებლები ინფორმაციას იმგვარად ავრცელებენ, თითქოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინება სავალდებოლო ხდება. 

ევროკავშირის სასამართლო
ევროკავშირის სასამართლო

იდენტური ინფორმაცია გაავრცელეს სხვა პროსახელისუფლებო ტელევიზიებმაც (იმედი; რუსთავი 2), თუმცა “იმედი” და “რუსთავი 2” თანდართულ პოსტებში ან სტატიებში სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ დამატებით დეტალებზეც მიუთითებენ.

ევროკავშირის სასამართლო

POSTV, საინფორმაციო სააგენტოები, ასევე სახელისუფლებო ექსპერტი ამირან სალუქვაძე და ცალკეული ფეისბუქ-გვერდები/ანგარიშები ევროკავშირის სასამართლოს მიერ ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების აღიარების შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას ავრცელებენ. მათ მიერ გამოქვეყნებული საინფორმაციო ბარათებითა და პოსტებით იქმნება შთაბეჭდილება, რომ გადაწყვეტილება წევრი სახელმწიფოების მიერ ეროვნული კანონმდებლობის შეცვლას და ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის ქორწინების უფლების მინიჭებას ითვალისწინებს. რეალურად, სასამართლოს გადაწყვეტილებით EU-ს წევრმა სახელმწიფოებმა პატივი უნდა სცენ და აღიარონ სხვა წევრ ქვეყანაში დაქორწინებული წყვილების კავშირი, თუნდაც მათი კანონმდებლობა მსგავსი ტიპის ქორწინებას ლეგალურად არ განიხილავდეს. 

25 ნოემბერს გამოცემა Reuters-მა ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ დაწერა. მედიის თანახმად, ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ აუცილებლად მიიჩნია, ბლოკში პატივი სცენ ერთნაისქესიანი წყვილების ქორწინებას, ასევე პოლონეთი გააკრიტიკა გერმანიაში დაქორწინებული საკუთარი მოქალაქეების ქორწინების არაღიარების გამო. სასამართლომ არასწორად მიიჩნია პოლონეთის გადაწყვეტილება, ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე, არ აღიაროს ქვეყანაში დაბრუნებული ერთნაირსქესიანი წყვილის ქორწინება. “ეს არღვევას არა მხოლოდ თავისუფალი გადაადგილებისა და ბინადრობის უფლებას, არამედ ფუნდამენტურ უფლებას პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის შესახებ,” – სასამართლოს განცხადებას Reuters ავრცელებს. 

25 ნოემბერს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ პოლონეთში ერთნაირსქესიანი წყვილის ქორწინების აღიარების შესახებ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. საქმე შეეხება პოლონეთის მოქალაქე ერთნაირსქესიან წყვილს, რომელმაც 2018 წელს გერმანიაში იქორწინა. პოლონეთში დაბრუნების შემდეგ მათ ქორწინების აღიარება მოითხოვეს, რის გამოც პოლონეთის სამოქალაქო რეესტრში ქორწინების მოწმობა წარადგინეს. ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე, მათ ქორწინების აღიარების შესახებ უარი მიიღეს და გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს. პოლონეთის ეროვნულმა სასამართლომ კი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიმართა, რათა შეეფასებინა, გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება თუ არა ევროკავშირის კანონმდებლობას. 

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებით, გერმანიაში ლეგალურად დაქორწინებული წყვილის სამოქალაქო კავშირის პოლონეთში არაღიარება ევროკავშირის მართლმსაჯულებას ეწინააღმდეგება. სასამართლო ოფიციალურ დოკუმენტში მიუთითებს, რომ ბლოკში გაწევრიანებულმა ქვეყნებმა პატივი უნდა სცენ სხვა ქვეყანაში დაქრწინებულ წყვილებს, აღიარონ მათი სამოქალაქო ქორწინება და არ დაუშვან დისკრიმინაცია. პარალელურად, სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინების აღიარების შესახებ გადაწყვეტილება წევრ სახელმწიფოებს არ ავალდებულებს ეროვნული კანონმდებლობის შეცვლასა და ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების კანონიერ აღიარებას.  

“წევრ სახელმწიფოებს აქვთ დისკრეციის უფლება, აირჩიონ ასეთი ქორწინების აღიარების პროცედურები და უცხოური ქორწინების მოწმობის აღიარება/დარეგისტრირება (transcription) მხოლოდ ერთ-ერთი შესაძლო პროცედურაა,” – ვკითხულობთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში. 

ევროკავშირის სასამართლო
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება
წყარო: Courte of Justice of the European Union

“მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ მოუმზადებია ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების შესახებ გავრცელებული მცდარი ცნობები. მათ შესახებ ვრცლად ჩვენს მასალებში წაიკითხავთ: 

არქივის ბმულები: 1;2;3;4;5;6


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist