ესპანეთში სამეფო კარის წინ თუ რუსთავის ციხეში სააკაშვილის მოსანახულებლად?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ყალბი ახალი ამბები
189
VIEWS

განახლება: 2022 წლის 3-4 ივლისს ფეისბუქ-მომხმარებლებმა რომან კუსიანი, მალხაზ გულა-ჭინჭარაული და Rozy Jgamaia  გამოაქვეყნეს ფოტო, რომელზეც შავ კაბებში ჩაცმული რამდენიმე მამაკაცი ჩანს. რომან კუსიანმა ფოტოს თბილისი პრაიდის კვირეულის ბოლო ღონისძიებაზე, ფესტივალზე გადაღებულ ფოტოსთან ერთად გაავრცელა, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ პირველი ფოტოც პრაიდის ფესტივალის დროს გადაიღეს.  პოსტების კომენტარების მიხედვით, მომხმარებლები ფიქრობენ, რომ ფოტო საქართველოშია გადაღებული.

Screenshot 1 | mythdetector.com

ფოტო გოგა ხინდრავამ ტვიტერზე შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: “ეს “ოცეული”! წინ ქაცარავა და გირჩი ჯაფარიძე, არახამიას და ასტეროვიჩის მოწოდებები! “შინ ევრო-პიწკენ” და გაიქცევიან რუსი ოკუპანტები უკან მოუხედავად! ევროპაც აშენდება!” ხაინდრავას ტვიტი Georgian Times-მა საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.

Screenshot 2 | mythdetector.com Screenshot 3 | mythdetector.com


4 ოქტომბერს ფეისბუკ მომხმარებელმა გოჩა დალაქიშვილი საჯარო ჯგუფში “მოქალაქე” გაავრცელა ფოტო, რომელზეც რამდენიმე ქალის შავ სამოსში ჩაცმული კაცია ასახული. პოსტის ავტორის თანახმად, ეს ადამიანები  ციხეში მიშას მოსანახულებლად არიან შეკრებილნი. პოსტის კომენტარებში ფეისბუკ მომხმარებლების ნაწილმა იუმორისტულად აღიქვა, ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ ფოტო მართლაც საქართველოშია გადაღებული და ეს ადამიანები მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან.
"
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო, რომელზეც ქალის სამოსში გამოწყობილი რამდენიმე კაცია ასახული, მცდარი აღწერით ვრცელდება, რადგან  ფოტო მადრიდში, სამეფო სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული. შესაბამისად, მტკიცება, რომ ისინი დაპატიმრებული ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ციხეში მოსანახულებლად არიან შეკრებილი, მცდარია.

სოციალურ ქსელებში ეს ფოტო აქტუალური 2021 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გახდა. ტვიტერის მომხმარებლები ფოტოს სხვადასხვა იუმორისტული აღწერით ავრცელებდნენ, ერთ-ერთი პოსტის კომენტარებში კი მომხმარებელმა სახელწოდებით ran⁷ ამავე ადამიანების მონაწილეობით ვიდეო გაავრცელა. ვიდეოს გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ მოქმედება მადრიდში, ესპანეთის სამეფო სასახლის წინ განვითარდა.
"
კადრი ტვიტერში გავრცელებული ვიდეოდან

"
ესპანეთის სამეფო სასახლე


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ესპანეთი

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist