ფასიანია თუ არა ესპანეთში ორგანული ნარჩენებისთვის განკუთვნილი ნაგვის კონტეინერის გახსნა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

57
VIEWS

6 იანვარს სოციალურ ქსელ Threads მომხმარებელმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის მიხედვითაც ის ამტკიცებს, რომ ესპანეთში ორგანული ნარჩენებისათვის განკუთვნილი ნაგვის კონტეინერის გაღებისთვის 5 ევროს გადახდაა საჭირო.

ნაგვის კონტეინერი

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ესპანეთში ორგანული ნარჩენებისათვის განკუთვნილი ნაგვის კონტეინერის გახსნა ფასიანია, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, ვიდეოში ნაჩვენები ურნების გასახსნელად გამოიყენება მუნიციპალური ბარათები და მათი გახსნა უფასოა.

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ესპანეთის არაერთმა მუნიციპალიტეტმა დაამონტაჟა გარკვეული რაოდენობის ნაგვის ურნები, რომელთა გასახსნელად სპეციალური ბარათებია საჭირო. აღნიშნული კონტეინერები გათვალისიწინებულია მხოლოდ ორგანული ნარჩენებისათვის და მიზნად მათ გადამუშავებას ისახავს. ეს პროცესი მოყვა ევროკავშირის მიერ 2018 წელს შემოღებულ რეგულაციებს, რომელიც ითვალისწინებს ორგანული ნარჩენების სწორად განაწილებას. ამ ნაგვის ურნების გასახსნელად გამოიყენება სპეციალური ბარათები, რომლებსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უფასოდ გასცემენ იქ მცხოვრებ მოსახლეობაზე. მაგალითად, აღნიშნული პროგრამა მოქმედებს ქალაქ სარაგოსაშიც და კონტეინერების გასახსნელად საჭირო ანონიმურ ბარათებს ქალაქის მერია მოსახლეობას ფოსტით უგზავნის. კონტეინერების გახსნა მობილური ტელეფონითაც არის შესაძლებელი, რისთვისაც სპეციალური აპლიკაციის ჩამოტვირთვაა საჭირო. 

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ესპანურად მოსაუბრე მამაკაცი არსად ამბობს, რომ კონტეინერის გასახსნელად თანხის გადახდაა საჭირო. ის გაბრაზებულია და მხოლოდ იმას ახსენებს, რომ მის გასაღებად ბარათია საჭირო, რაც ზედმეტი კონტროლია. ამასთანავე, ვიდეოში ნაჩვენებ ნაგვის ურნაზე დაკვირვებით ადვილი გასარჩევია, რომ ის ქალაქ ვიგოს საკუთრებაა, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, სადაც მსგავსი კონტეინერები დამონტაჟდა. 2020 წელს მერმა აბელ კაბალიერომ ვიდეოც ჩაწერა, სადაც ხსნის თუ როგორ შეიძლება მათი გაღება. მისი თქმით, ამისათვის საჭიროა Passvigo ბარათის ქონა, რომელსაც მუნიციპალიტეტი უფასოდ გასცემს და ქალაქში მცხოვრებ ყველა ოჯახს აქვს. ნაგვის ურნის გასახსნელად საჭიროა ბარათის მკითხველზე მიდება და რამდენიმე წამში ელექტო საკეტი იხსნება. 

ნაგვის კონტეინერი
ვიგოს მერი უხსნის მოსახელეობას როგორ მუშაობს ახალი დამონტაჟებული ნაგვის ურნების საკეტები, 2020წ

საკითხის დეტალებში გასარკვევად “მითების დეტექტორი” დაუკავშირდა კომპანია Passvigo-ს, რომელთაც წერილობით დაადასტურეს, რომ აღნიშნული ბარათი ქალაქის მერიის მიერ უსასყიდლოდ გადაეცემა ქალაქში რეგისტრირებულ ყველა ადამიანს და მათი მეშვეობით ნაგვის ურნების გახსნა უფასოა. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ბარათზე თანხის ჩარიცხვა ხდება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების მიზნით. 

მსგავსი ტიპის ნაგვის ურნების დამონტაჟებას პრობლემები მოყვა პამპლონას რეგიონში. ვიგოს მსგავსად, პამპლონაში დაყენებული კონტეინერების გაღებაც მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ბარათებით, უსასყიდლოდ ხდებოდა, თუმცა ესპანეთის მონაცემთა დაცვის სააგენტომ (ემდს) ჩათვალა, რომ ბარათების გამოყენებით შესაძლებელი ხდებოდა მოქალაქეთა ქცევაზე დაკვირვება, რაც ოჯახების კონფიდენციალურობის პრინციპებს საფრთხეს უქმნიდა. ემდს-მ ამ საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციაც გამოსცა, რის შედეგადაც პამპლონას რეგიონის ასოციაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აღარ მოხდება იმ ინფორმაციის შეგროვება, რომელიც ეხება ბარათების გამოყენებას ნაგვის ურნების გასახსნელად. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ესპანეთი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist