“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიაზე დეზინფორმაცია ვრცელდება 

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

საარჩევნო სია
345
VIEWS

11-12 სექტემბერს ფეისბუქ-გვერდებმა “ქვეყნის მტრები”, “პოლიტიკა” და Social Media Report, ასევე მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა David Tordia-მ გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს კოალიცია “ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ” საარჩევნო სია წარადგინა, რომლის შემადგენლობაშიც მეგის ქარდავა, ბაჩო ახალაია, ნიკა ნარსია, ლექს-სენი, ბადრი შუბლაძე, ტიკ-ტოკერი “პრინცი 69”, ლაშა ბუღაძე, გია ხუხაშვილი, ვანო მერაბიშვილი და სხვები იქნებიან. ზემოთ აღნიშნული ყველა ფეისბუქ-გვერდი და ანგარიში წერს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” საარჩევნო სიის ოცეული დაასახელა”. 

საარჩევნო სია საარჩევნო სია

ინფორმაცია, თითქოს კოალიცია “ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ” საარჩევნო სია წარადგინა და ოცეულში ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია, მეგის ქარდავა, ლაშა ბუღაძე და სხვები მოხვდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება. პარტიას საარჩევნო სია ამ დრომდე არ წარუდგენია. 

8 ივლისს პარტიებმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “სტრატეგია აღმაშენებელი” პოლიტიკური პლატფორმა დააფუძნეს, რომელსაც სხვა პარტიები, პოლიტიკოსები თუ ცალკეული ადამიანებიც უერთდებიან. გაერთიანების ლიდერი, თინა ბოკუჩავა წარსულშიც საუბრობდა საერთო საარჩევნო სიის შესახებ და სავარაუდოა, რომ გაერთიანება საარჩევნოდ სწორედ ერთიან სიას წარადგენს. 

ამ დროისთვის “ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას” საარჩევნო სია არ წარუდგენია. აღნიშნული ინფორმაცია არც მედიაში და არც გაერთიანების სოციალურ ქსელში არ გავრცელებულა. პარტიის ბოლო ღონიძიება, სახელად “კი ევროპას!” 11 სექტემბერს გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებაზე, გაერთიანების ლიდერებმა ამომრჩეველს მიმართეს და არჩევის შემთხვევაში, 5 პრიორიტეტი წარუდგინეს.  პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა “მითების დეტექტორთან” გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განმარტა, რომ მათ საარჩევნო სია ჯერ არ წარუდგენიათ.

საარჩევნო სიის ოცეული 10 სექტემბერს მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” წარადგინა. სიაში მოხვდნენ როგორც პარტიის ძველი სახეები, ასევე ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი. სიის პირველი ნომერი, პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილია. 

წინასაარჩევნოდ სოციალურ ქსელში მცდარი ან მანიპულაციური შინაარსის ინფორმაციის გავრცელებამ მოიმატა. ცრუ ბრალდებების სამიზნე, ძირითადად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები არიან, თუმცა დეზინფორმაცია გავრცელდა მმართველი პარტიის წინააღმდეგაც. “მითების დეტექტორი” ამგვარ საეჭვო ცნობებს სისტემატურად ამოწმებს

წყაროს შესახებ:

დავით თორდია მმართველი პარტია “ქართული ოცნებია” მხარდამჭერია და მათთან დაკავშირებულ გვერდის “ლიდერი 41”-ს მართავს. საქმიანობის პარალელურად, ის სოციალურ ქსელში დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსის ინფორმაციებისა თუ ვიზუალური მასალების გამოქვეყნებით გამოირჩევა. ის ასევე ჩართულია წინასაარჩევნოდ დეზინფორმაციის გავრცელებაში

არქივის ბმულები: 1, 2, 3, 4


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist