ასახავს თუ არა ვიდეო ერაყში იეზიდი ქალების გაყიდვას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

იეზიდი
209
VIEWS

9 ივლისს ფეისბუქ-ანგარიშმა  გავრცელა ვიდეო, რომელშიც, ავტორის მტკიცებით, ასახულია თუ როგორ  ყიდიან ისლამისტები ჩრდილოეთ ერაყში, სინჯარში გატაცებულ იეზიდ გოგონებს მონათა ბაზარში. კადრებში ჩანს, როგორ ათვალიერებს მამაკაცი ბურქაში გამოწყობილ, ჯაჭვებით შეკრულ ქალებს.

10 ივლისს აღნიშნული ვიდეო გაავრცელეს ფეისბუქ-ანგარიშებმა (1, 2 ) ერთი და იგივე აღწერით: „ამერიკული დემოკრატია ერაყში“. პოსტებში ვკითხულობთ, რომ დღემდე იყიდებიან იეზიდი ქალები მონათა ბაზრებზე.

ერაყში
ერაყში

ერაყში გადაღებული ვიდეო უკონტექსტოდ ვრცელდება ვრცელდება. ვიდეო სინამდვილეში 2023 წელს ქურთი ხელოვანის მიერ დადგმულ ქუჩის პერფორმანსს ასახავს, რომელიც ეძღვნებოდა 2014 წლის აგვისტოში  ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს (ISIS) მიერ სინჯარის რეგიონზე თავდასხმის შედეგად ტყვეობაში აღმოჩენილ ქალებს.

აღნიშნული პერფორმანსის შესახებ ინფორმაცია მისმა ავტორმა არიან რაფიკმა 2023 წლის აგვისტოში ინსტაგრამზე გამოაქვეყნა და აღწერაში დაურთო, რომ ქუჩის დადგმა გაიმართა 2023 წლის 7 მარტს, რომლის სახელწოდებაა “ეზიდხანის ანგელოზების გაუგონარი ყვირილი (The Unheard Screams Of The Ezidkhan Angels )”, ამასთანავე ავტორი თან ურთავს იმ მსახიობების სიასაც, რომლებიც მონაწილეობას იღებენ პერფორმანსში.

ასევე მისი შემდეგი პოსტიდან, რომელზეც ბურქაში გამოწყობილი ქალები ჩანან, ირკვევა, რომ ეს პერფორმანსი ეძღვნებოდა იეზიდების გენოციდს და იმ იეზიდ ქალებს, რომლებიც გაიტაცეს და გაყიდეს.

ერაყში

ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში სწორედ იგივე კადრებს ვხედავთ, ამის დამადასტურებელი ერთ-ერთი მაგალითი არის მამაკაცი, რომელიც ათვალიერებს ქალებს.

ერაყში

ვიდეოდან ირკვევა, რომ ქუჩის დადგმა გაიმართა ერაყის ქურთისტანის  ავტონომიური რეგიონის დედაქალაქ ერბილში, ვიდეოში ჩანს ქალაქ ერბილის ციტადელი.

Screenshot 2025 07 14 135746 | mythdetector.com

2014 წლის 3 აგვისტოს, ტერორისტულმა ორგანიზაციამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ (ISIS) დაიწყო მასშტაბური თავდასხმა სინჯარის რეგიონზე, რომელიც მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ერაყში და სადაც ძირითადად იეზიდები ცხოვრობდნენ. თავდასხმისას მოკლეს ათასობით იეზიდი კაცი, ათობით ათასი ადამიანი აიძულეს, გაქცეულიყვნენ მთებში, დაახლოებით 5,000–7,000 იეზიდი ქალი გაიტაცეს და მონებად გაყიდეს, ისინი ასევე იყვნენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. სწორედ აღნიშნულ მოვლენის შედეგად დაღუპულ და ძალადობის მსხვერპლ გოგონებს ეძღვნებოდა რაფიკის პერფორმანსი.

აღნიშნული ვიდეო ასევე გადაამოწმეს ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციებმა newschecker-მა და Misbar-მა.

აღსანიშნავია, რომ იეზიდების ტრაგედია 2014 წლის შემდეგაც არ დასრულებულა. Amnesty International-ის 2024 წლის ანგარიშის თანახმად, ათი წლის გასვლის მიუხედავად, ათასობით იეზიდი კვლავ დაკარგულად ითვლება, ხოლო ასობით ქალი და ბავშვი დღემდე იმყოფება ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში — ალ-ჰოლის გატაცებულთა ბანაკსა და მინიმუმ 27 სხვა მსგავს დაწესებულებაში, სადაც უკიდურესად მძიმე და სიცოცხლისთვის სახიფათო პირობებში არიან.

ორგანიზაციის ცნობით, ბევრი მათგანი საკუთარ იდენტობას ვერ ამხელს: ზოგს უკვე აღარ ახსოვს, რომ იეზიდია, რადგან ბავშვობის ასაკში იყვნენ გატაცებული, ხოლო სხვები შიშობენ, რომ თუ საკუთარ წარმომავლობას გაამჟღავნებენ ბანაკებში, შესაძლოა თავს დაესხნენ ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერები.


მოამზადა შორენა გობაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: ერაყი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist