ენტონი ფაუჩის დაფინანსებით ჩატარებულ კვლევებზე დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

169
VIEWS

28 ოქტომბერს ფეისბუკ ჯგუფში “არა ვაქცინას” No vaccine !” Goria Shiva-მ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორს ენტონი ფაუჩის ბრალს რამდენიმე ექსპერიმენტში სდებს. პოსტის ავტორის მტკიცებით, ჯანდაცვის ნაციონალურმა ინსტიტუტმა Big Pharma-სთან და ნიუ-იორკის შტატის მინდობით აღზრდის სისტემასთან შეთანხმებით ობოლ ბავშვებზე ექსპერიმენტები ჩაატარა, რის შედეგადაც 200-ზე მეტი ბავშვი გარდაიცვალა. გორია შივას თანახმად, ფაუჩი ასევე აფინანსებდა კვლევებს ბიგლებზე, რომლის ფარგლებშიც ტუნისში ძაღლებს პარაზიტებით დაავადებული ბუზები ცოცხლად ჭამდნენ, ხოლო 2018 წელს კი მან ამერიკელი გადასახადების გადამხდელების 16 მილიონ დოლარზე მეტი მაიმუნების „ტვინში ტოქსიკური ნივთიერების შეყვანაზე” დახარჯა.
"
გავრცელეული პოსტი რამდენიმე დეზინფორმაციას შეიცავს: 1.  კვლევა მაიმუნების მონაწილეობით არა ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის მიერ, არამედ აშშ-ის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIMH) მიერ დაფინანსდა და  შესაბამისად, მასში ფაუჩი არასდროს ყოფილა ჩართული; 2. ბიგლებზე ჩატარებულ კვლევაში  NIAID-ის სახელი შეცდომით იყო მოხსენიებული, შესაბამისად, ფაუჩის იგი არ დაუფინანსებია; 3. ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულმა ინსტიტუტმა ნამდვილად დააფინანსა ნიუ-იორკში კლინიკური კვლევები მინდობით აღზრდაში მყოფი აივ-დადებითი ბავშვებისთვის, თუმცა 200-ზე მეტი ბავშვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მცდარია. კველვაში მონაწილე 25 ბავშვის გარდაცვალების მიზეზად  კლინიკურ კვლევებში მონაწილეობა არ დასახელებულა.

1. დააფინანსა თუ არა ფაუჩიმ ექსპერიმენტი მაიმუნებზე?

2021 წლის ოქტომბერში სოციალურ ქსელებში ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის (NIAID) დირექტორის ენტონი ფაუჩის მისამართით გაჩნდა ბრალდება, თითქოს იგი დაკავშირებული იყო სხვადასხვა კვლევით ექსპერიმენტთან, მათ შორის ისეთ ექსპერიმენტთან, რომელიც მაიმუნებში შიშის გამოწვევას და გაზრდას ისახავდა მიზნად. რეალურად, კვლევა აშშ-ის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIMH) მიერ დაფინანსდა და  NIAID და შესაბამისად, ამ ექსპერიმენტში ფაუჩი ჩართული არასდროს ყოფილა.

ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIMH) წარმომადგენელმა Reuters-თან აღნიშნა, რომ კვლევა მათი ორგანიზაციის მიერ ჩატარდა და მასთან ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულ ინსტიტუტს (NIAID), რომელსაც ფაუჩი ხელმძღვანელობს, არანაირი კავშირი არ ჰქონდა.

2. რა კავშირი აქვს ფაუჩის ბიგლებზე ჩატარებულ ექსპერიმენტთან?

2021 წლის ივლისში  ორგანიზაციამ სახელწოდებით გადასახადის გადამხდელთა მაკონტროლებელი ჯგუფი (White Coat Waste Project (WCW) გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც “მთავრობის მიერ დაფინანსებულ რამდენიმე სასტიკ და უჩვეულო კვლევით პროექტს ამხელდა. ანგარიშის მიხედვით, ფაუჩიმ ლიმფური ფილარიოზის პოტენციური ვაქცინის კვლევა დააფინანსა, რომლის ფარგლებშიც ჯანმრთელ ძაღლებს ინფიცირებული ბუზები კბენდნენ.

ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულმა ინსტიტუტმა NIAID-მა Politifact-თან განმარტა, რომ ის კვლევებს ბიგლებისა და დაავადების გადამტანი ბუზების მონაწილეობით არ აფინანსებდა და რომ მათი სახელი კვლევის მხარდამჭერთა სიაში შეცდომით იყო მოხსენიებული.  აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო ჟურნალმა PLOS Neglected Tropical Diseases, რომელშიც კვლევა იყო გამოქვეყნებული, შესწორება შეიტანა და დამფინანსებელთა სიაში NIAID აღარ გვხვდება.

3. არის თუ არა ფაუჩი დამნაშავე კლინიკურ ცდებში მონაწილე ბავშვების გარდაცვალებაში?

ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულმა ინსტიტუტმა, რომელსაც ფაუჩი მართავს, ნამდვილად დააფინანსა ნიუ-იორკში კლინიკური კვლევები მინდობით აღზრდაში მყოფი აივ-დადებითი ბავშვებისთვის. თუმცა, ანგარიშში რომელშიც ნათქვამია, რომ  25 ბავშვი გარდაიცვალა, არ არის აღნიშნული, რომ  მათი სიკვდილის მიზეზი კვლევებში მონაწილეობა იყო.

მანიპულაცია სათავეს იღებს Vera Institute of Justice-ის მიერ 2009 წელს გამოქვეყნებული ანგარიშიდან, რომელიც 1985-2005 წლებში ნიუ-იორკში მინდობით აღსაზრდელების მონაწილეობით აივ და შიდსთან დაკავშირებულ სხვადასხვა კლინიკურ კვლევებს მიმოიხილავდა.  ამ ანგარიშის მიხედვით, 1985-2005 წლებში 88  კლინიკურ კვლევაში მონაწილე  532 აღსაზრდელიდან  25 აივ-ინფიცირებული ბავშვი გარდაიცვალა, თუმცა ბავშვების გარდაცვალების მიზეზად კლინიკურ კვლევებში გამოყენებული მედიკამენტები არ დასახელებულა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ამერიკულმა საინფორმაციო სააგენტომ, APnews-მაც შეისწავლა. გამოცემასთან სატელეფონო ინტერვიუში ტიმ როსმა, რომელიც Vera-ს ანგარიშის თანაავტორია, განაცხადა, რომ ისინი, ვინც 25 ბავშვის გარდაცვალების მიზეზად  კლინიკური კვლევებს ასახელებენ, სრულიად არასწორად კითხულობენ ანგარიშს და  სინამდვილეში, ბავშვები, რომლებიც ასეთ კვლევებში მონაწილეობდნენ, თავიდანვე “წარმოუდგენლად ავად იყვნენ”.

Vera Institute of Justice-ის საგამოძიებო ჯგუფმა მოგვიანებით გარდაცვლილი ბავშვების შესახებ სამედიცინო ინფორმაციის მოძიება შეძლო, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ კლინიკურ კვლევებში მონაწილე 25 აღსაზრდელიდან 22-ს შიდსთან დაკავშირებული მრავალი გართულება კლინიკურ კვლევაში ჩარიცხვამდე განუვითარდა და ამავე დროს, მათ  მკურნალობის სხვა ვარიანტები უკვე ამოწურული ჰქონდათ.

პოსტის ავტორის შესახებ
ფეისბუკ ანგარიშს სახელწოდებით Goria Shiva მცდარი ინფორმაცია და კონსპირაცია არაერთხელ გაუვრცელებია. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

ვინ “შექმნა” ტორნადო და დაინგრა თუ არა უხანის ლაბორატორია?
გეგმავს თუ არა რომის პაპი “დიდ გადატვირთვას”?
ინფორმაცია, მიწისქვეშა გვირაბში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, QAnon-ის კონსპირაციაა
სად დააკავეს ბილ გეიტსი – სამხრეთ კაროლინაში თუ სატირულ ვებ-გვერდზე?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front საქართველო

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist