ენის ინსპექტორები ივანო-ფრანკივსკში – რა მიზანს ემსახურება ინიციატივა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ივანო-ფრანკივსკში
257
VIEWS

20 სექტემბერს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ  უკრაინაში უკვე 74 მოხალისე გამოჩნდა, რომლებიც ივანო-ფრანკივსკში ენის ინსპექტორობას დათანხმდნენ. 

ივანო-ფრანკივსკი რუსულ ენას ებრძვის – ამ სათაურით ავრცელებს სტატიას რუსულენოვანი nakanune.ru. როგორც სტატიაში წერია, “ენის პატრული” უზრუნველყოფს, რომ ქალაქში რუსულად არ ისაუბრონ. “ენის ინსპექტორების” შესახებ ინფორმაცია არასრული კონტექსტით რუსულენოვან ფეისბუკ-ანგარშზეც გავრცელდა. 

ივანო-ფრანკივსკში

აღსანიშნავია, რომ ამავე წლის ივლისში ქართული კრემლისტური მედიის ალტ-ინფოს ეთერში ანალიტიკოსმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა თქვა, რომ უკრაინაში აკრძალულია რუსული ენა და რუსულად დალაპარაკების შემთხვევაში არის ამაზე ჯარიმა, შეიძლება ციხეც. 

ივანო-ფრანკივსკში

ინფორმაცია მანიპულაციურად ვრცელდება და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ივანო-ფრანკივსკში რუსულ ენაზე საუბარი საჯარო სივრცეში იკრძალება; ხოლო ალტ-ინფოს ეთერში პირდაპირ ჟღერდება მცდარი მტკიცება, თითქოს რუსულად საუბარი ისჯება. რეალურად, ენის ინსპექტორების ინიციატივა უკრაინული ენის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად და არ გულისხმობს მოქალაქეების დასჯას ან ციხეში ჩასმას რუსულ ენაზე საუბრის გამო. უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით კი უკრაინული ენა სავალდებულო მხოლოდ საჯარო დაწესებულებებშია და არ ეხება პერსონალურ საუბრებს მის გარეთ. 

ივანო-ფრანკივსკში მართლაც შეიქმნა ეგრეთ წოდებული „ენის პატრული“. ინიციატივა ივანო-ფრანკივსკის მერს რუსლან მარცინკოვს ეკუთვნის, თუმცა ის რუსულად მოსაუბრე ადამიანების დასჯას და დევნას არ გულისხმობს. მისი მიზანი უკრაინული ენის პოპულარიზაციაა. 

ინიციატივა მონიტორინგს გაუწევს ენობრივი კანონმდებლობის დაცვას და უკრაინული ენის შესწავლის პოპულარიზაციას, თუმცა მათ არ ექნებათ დამრღვევების დასჯის უფლება. უკრაინაში მოქმედი ენის კანონი არეგულირებს სახელმწიფო ენის გამოყენებას საჯარო სფეროში და არ ვრცელდება პირადი კომუნიკაციის სფეროზე.

მარცინკოვის თქმით, ენის ინსპექტორები მხოლოდ რჩევას გასცემენ სახელმწიფო ენის გამოყენებაზე, ხოლო ვისაც უკრაინულად საუბარი გაუჭირდება, მოხალისეები მათ ენის კურსის გავლას შესთავაზებენ.

კანონი სახელმწიფო ენაზე უკრაინაში 2019 წელს მიიღეს. კანონის თანახმად, უკრაინული ენა გამოყენებული იქნება საჯარო და მუნიციპალურ სექტორებში, სამედიცინო და სატრანსპორტო სექტორებში, საქონლისა და სერვისების ეტიკეტირებაში, ხელოვნებაში, განათლებასა და მედიაში.

აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის ფაქტების გადამოწმების პლატფორმა – Stopfake-მა გადაამოწმა. Stopfake წერს, რომ ინიციატივას ასევე გამოეხმაურა სახელმწიფო ენის დაცვის კომისარი ტარას კრემენი. მისი თქმით, ივანო-ფრანკოვსკი იყო ერთადერთი რეგიონალური ცენტრი, რომელსაც ენის პროგრამა არ გააჩნდა, შესაბამისად მერს შეუძლია შექმნას სამუშაო ჯგუფები, რომლებიც მონიტორინგს გაუწევენ ენის შესახებ კანონმდებლობას. მისივე თქმით, რუსულმა პროპაგანდამ ამ ინიციატივის სახელი “ინსპექტორები” გამოიყენა, თითქოს უკრაინა მოქალაქეებს ენობრივი ნიშნით დევნის.

ამ წლის მაისში Stopfake -მა ასევე გამოავლინა დეზინფორმაცია, რომლის მიხედვითაც უკრაინაში რუსული ენა აიკრძალა და ენობრივი გენოციდი მოეწყო.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist