ემიგრანტების შესახებ მამუკა მდინარაძის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ემიგრანტები
162
VIEWS

19 თებერვალს სოციალურ ქსელ Facebook-ზე ემიგრანტების შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ციტატა გავრცელდა (1;2;3;4;5). საინფორმაციო ბარათზე, რომელზეც მთავარი არხის ლოგოა დატანილი, ვკითხულობთ: “ემიგრანტები ვინც ემიგრაციიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ ხელისუფლებას მოვითხოვთ მათ დეპორტაციას რადგან ქართულ ციხეში მოიხადონ სასჯელი 60 დღე”. 

ემიგრანტები

მთავარი არხის ლოგოს გამოყენებით ემიგრანტების შესახებ მამუკა მდინარაძის გაყალბებული ციტატა ვრცელდება. მდინარაძის მსგავსი ინიციატივის შესახებ ინფორმაცია ოფიციალური წყაროებით არ იძებნება. ციტატა მთავარ არხს არ გაუშუქებია. 

 ინფორმაცია მსგავსი ინიციატივის შესახებ ონლაინ მედიებისა და ტელევიზიების ვებ-საიტებზე არ გაშუქებულა (1;2;3). გარდა ამისა, მდინარაძის აღნიშნული განცხადება არ გამოქვეყნებულა მის ან ქართული ოცნების ფეისბუქ-გვერდზე (1;2).  

საინფორმაციო ბარათს, რომელზეც გაყალბებული ციტატაა დატანილი, მთავარი არხის ლოგო აქვს, თუმცა მედიის ფეისბუქ-გვერდზე ის არ იძებნება. აღსანიშნავია, რომ გაყალბებულ ვერსიაში გამოყენებული შრიფტი განსხვავდება იმ სტილისგან, რომელსაც მედია რეალურად იყენებს. მაგალითად, მდინარაძის აღნიშნული ფოტო მთავარმა არხმა 3 თებერვალს საინფორმაციო ბარათზე გამოიყენა, თუმცა ის ეხება ინიციატივას, სამართალდარღვევად განისაზღვროს თანამდებობის პირებისა და საჯარო მოსამსახურეების შეურაცხყოფა. 

ემიგრანტები
მარცხნივ: მთავარი არხის საინფორმაციო ბარათი; მარჯვნივ: გაყალბებული საინფორმაციო ბარათი

გაყალბებული საინფორმაციო ბარათი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ქართულმა ოცნებამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა. მმართველმა პარტიამ მოამზადა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელთა მიხედვით თანამდებობის პირთა, პოლიციელთა და საჯარო მოხელეთა შეურაცხყოფა დაისჯება 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ჯარიმით ან 45 დღემდე ადმინსტრაციული პატიმრობით. ქართული ოცნება ასევე გეგმავს, სისხლის სამართლის კოდექსს “სამშობლოს ღალატის” მუხლი  დაუმატოს


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist