რა შეთქმულების თეორიას ავრცელებენ ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონების ყალბი ვიდეოს გამოყენებით?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონები
463
VIEWS

ფეისბუკის რუსულენოვან და ქართულენოვან ანაგრიშებზე ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონების ვიდეო გავრცელდა. კადრებში საფრანგეთის პრეზიდენტი და პირველი ლედი თითქოს თვითმფრინავიდან ჩამოდიან, თუმცა როდესაც უფრო გაფართოებული კადრი ჩნდება, ვხედავთ, რომ თვითმფრინავს ფრთები არ აქვს. მის შუა ნაწილს ორივე მხრიდან კონსტრუქცია ამაგრებს. აღწერების მიხედვით, ასე დგამენ ყალბ ვიზიტებს, სინამდვილეში კი შეხვედრებზეც არ დადიან.

ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონები

ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონების ვიდეო ფაბრიკაციაა და კონსპირაციის თეორიას ავითარებს, თითქოს საერთაშორისო ვიზიტები დადგმულია და ქვეყნის ლიდერები რეალურად შეხვედრებზე არ დადიან. ვიდეოს ავთენტიკური ვერსია 23 აპრილს არის გადაღებული, როდესაც ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონები ვიზიტით მადაგასკარში ჩავიდნენ. AFP -სა და სხვა მედიაში ვიზიტის დამადასტურებელი არაერთი კადრი გავრცელდა.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პირველ ლედისთან ერთად 23 აპრილს მადაგასკარში ჩავიდა. ვიზიტის დამადასტურებელი ვიდეო AFP – ზე გავრცელდა. მოგვიანებით, სწორედ AFP – ის მიერ გამოქვეყნებული კადრები არის პროგრამულად დამუშავებული, სადაც თვითმფირნავის შუა ნაწილს ფრთების ნაცვლად ორივე მხარეს კონსტრუქცია აქვს მიდგმული. 

ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონები
წყარო: AFP

მაკრონის ანტანანარივუში ვიზიტის კადრები მადაგასკარის მედიაშიც გავრცელდა. Real TV Madagasikara -ის ვიდეოში თვითმფრინავის დაშვების პროცესიც ჩანს, შემდეგ კი, თუ როგორ ჩამოდიან საფრანგეთის პრეზიდენტი და პირველი ლედი.

ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონები
წყარო: Real TV Madagasikara

France 24 წერს, რომ ეს ბოლო ოცი წლის განმავლობაში საფრანგეთის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტია მადაგასკარში. მიუხედავად იმისა, რომ კოლონიური ეპოქის დავები ისევ გრძელდება, აღნიშნული მიზნად ისახავს ორმხრივი კავშირების განმტკიცებას და საფრანგეთის სტრატეგიული პოზიციების გაძლიერებას ინდოეთის ოკეანეში.

წყაროს შესახებ:

ფეისბუკ-ანგარიშის Shavleg Toxaisdze -ის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორს” ადრეც გადაუმოწმებია.

ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონები


სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist