ელისაბედ II-ის მიერ ოკულტური რიტუალის ჩატარებაზე კონსპირაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

3.5k
VIEWS

10 ივნისს ფეისბუქ-პროფილმა Steppen Wolf, რომელშიც ელისაბედ II-ის დედოფლობის პლატინის იუბილის აღსანიშნავად გამართული ერთ-ერთი ღონისძიების ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, რომ დედოფალი უინძორის სასახლეში შუქურებს ანთებს.

პოსტის ავტორი წერს, რომ ეს “მხეცის ოკულტური რიტუალია სამმაგ სპირალიანი დნმ-ის გამოსახულებით” და “რეპტილია დედოფალი სიმბოლურად ააქტიურებს დნმ-ის მე-3 ძაფს  (ხელოვნურს) და ცოდნის (ხელოვნურ) ხეს ბროლის ბურთზე შეხებით, სახელწოდებით “ერთა თანამეგობრობის გლობუსი”.

Screenshot 55 ელისაბედ II-ის მიერ ოკულტური რიტუალის ჩატარებაზე კონსპირაცია ვრცელდება

მტკიცება, თითქოს ელისაბედ II-მ მისი პლატინის იუბილის აღნიშვნისას შუქურების ანთებით სამჯაჭვიანი დნმ-ის ოკულტური რიტუალი ჩაატარა, კონსპირაციული თეორიაა. რეალურად, უინძორის სასახლის ეზოში ნათურების განლაგების ფორმას დნმ-თან კავშირი არ აქვს და მას არც კონკრეტული დატვირთვა ჰქონია. რაც შეეხება, შუქურების ანთებას, სამეფო ოჯახის ღონისძიებებზე მას ხანგრძლივი ისტორია აქვს და სიმბოლურად მარადიულობას გამოხატავს.

2 ივნისს ელისაბედ II-მ დედოფლობის 70-წლიანი, პლატინის იუბილის აღსანიშნავად უინძორის სასახლის ეზოში  “ერთა თანამეგობრობის გლობუსის” ერთგვარი ღილაკის დახმარებით სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დამზადებული ხეების ხეზე (Tree of Trees) შუქურები გაანათა. ამის შემდეგ კი დიდი ბრიტანეთის მასშტაბით და თანამეგრობრობის ქვეყნების დედაქალაქებში 3500-ზე მეტი შუქურა აინთო.

ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ ჯერ უინძორის სასახლის ეზოში განლაგებული ნათურები განათდა, რომელიც 20 მილის მანძილზე ბუკინგემის სასახლეში “ხეების ხესთან” იყო დაკავშირებული და საბოლოოდ სწორედ ამ ხეზე დამაგრებული შუქურები განათდა. 

უინძორის სასახლის ეზოში განთავსებული ნათურების განლაგების ფორმამ წარმოშვა კონსპირაციული მტკიცება, თითქოს ის სამჯაჭვიან დნმ-ს გამოხატავს, ხოლო ეს ცერემონია ოკულტური რიტუალია. რეალურად, ნათურების განლაგებას დნმ-თან კავშირი არ აქვს და არც სხვა რამე კონკრეტული დატვირთვა და მნიშვნელობა ჰქონია იმას, თუ რა ფორმით განლაგდებოდა ხემდე მიმავალი ნათურების ზოლი.

Screenshot 56 ელისაბედ II-ის მიერ ოკულტური რიტუალის ჩატარებაზე კონსპირაცია ვრცელდება

Screenshot 57 ელისაბედ II-ის მიერ ოკულტური რიტუალის ჩატარებაზე კონსპირაცია ვრცელდება
სამჯაჭვიანი დნმ-ის მოდელი

სამეფო იუბილეების, ქორწილებისა და კორონაციების დროს შუქურების ანთების ტრადიცია მრავალ წელს ითვლის და სიმბოლურად მარადიულობას გამოხატავს, შესაბამისად სამეფო ოჯახის ღონისძიებებზე შუქურების ანთება მონარქისადმი სამუდამო თავდადების სიმბოლოა.

გარდა ამისა, ისტორიულად შუქურების ანთება კომუნიკაციის ერთგვარი ხერხი და შორ დისტანციაზე გზავნილის გადაცემისთვის ყველაზე სწრაფი გზა იყო. ხშირად მოსალოდნელი შემოსევების დროს, შეიარაღებულ ძალებს მზადყოფნისკენ სწორედ  შუქურის ანთებით მიანიშნებდნენ.

დედოფალმა შუქურა 2016 წელს მისი 90-ე დაბადების დღის აღსანიშნავად და 2012 წელს ბრილიანტის იუბილეზეც აანთო.

Screenshot 58 ელისაბედ II-ის მიერ ოკულტური რიტუალის ჩატარებაზე კონსპირაცია ვრცელდება Screenshot 59 ელისაბედ II-ის მიერ ოკულტური რიტუალის ჩატარებაზე კონსპირაცია ვრცელდება Screenshot 60 ელისაბედ II-ის მიერ ოკულტური რიტუალის ჩატარებაზე კონსპირაცია ვრცელდება Screenshot 61 ელისაბედ II-ის მიერ ოკულტური რიტუალის ჩატარებაზე კონსპირაცია ვრცელდება

უინძორისა და ბუკინგემის სასახლეების ეზოებში ნათურების განლაგების ფორმისგან განსხვავებით, ცერემონიაში ჩართულ სხვა დეტალებს სიმბოლური დატვირთვა გააჩნიათ. მაგალითად, “ერთა თანამეგობრობის გლობუსი” პლატინის, ბრილიანტის, ოქროსა და ვერცხლის ელემენტებით, ასევე დიდი ბრიტანეთის მთებში შეგროვებული ქვებითაა დამზადებული. ხოლო თომას ჰეზერვიკის დიზაინით შექმნილი “ხეების ხე” (Tree of Trees) დიდი ბრიტანეთის 350 ადგილობრივი ხის ნიმუშისგან შედგება და ქვეყნისთვისა და მთელი მსოფლიოსთვის იმედის, რეგენერაციისა და ოპტიმიზმის გზავნილია

Screenshot 62 ელისაბედ II-ის მიერ ოკულტური რიტუალის ჩატარებაზე კონსპირაცია ვრცელდება

გავრცელებულ პოსტში დიდი ბრიტანეთის დედოფალს რეპტილიას უწოდებენ, რაც ასევე კონსპირაციაა და იგივე სხვა არაერთ პოლიტკოსზე უკვე წლებია ვრცელდება. დედამიწაზე ჩამოსული რეპტილიების შესახებ შეთქმულების თეორიის წარმოშობა ბრიტანელ ჟურნალისტსა და კონსპიროლოგ დეივიდ აიკს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, დედამიწა კოსმოსიდან ჩამოსულმა რეპტილოიდურმა არსებებმა დაიპყრეს. ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

ელისაბედ II-სთან დაკავშირებით გავრცელებული ფოტო- და ვიდეო-მანიპულაციებზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front საქართველო

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist