29 აპრილს ანონიმურმა ფეისბუქ ანგარიშმა ,,ცელიანი ზაური” გაავრცელა სქრინშოტი, რომელიც თითქოს ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის პოსტია. ფოტო საპროტესტო აქციაზეა გადაღებული და ეკა კვესიტაძესთან ერთად, ლაშა ბუღაძეს, შოთა უტიაშვილს, ბაია პატარაიას, ირაკლი ქადაგიძეს, ხატია დეკანოიძესა და სხვებს ასახავს. გავრცელებულ სქრინშოტზე ჩანს, რომ ფოტოს აღწერაში კვესიტაძე წერს: ,,დარბევის მოლოდინში მოტ*ნულ კაცებთან ერთად.”
სოციალურ ქსელში გავრცელებული სქრინშოტი გაყალბებულია. ფოტო ეკა კვესიტაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა, თუმცა განსხვავებული აღწერით.
ტელეკომპანია ,,მთავარის” ჟურნალისტმა, ეკა კვესიტაძემ 29 აპრილის ღამეს ე.წ. “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე გადაღებული ფოტო შემდეგი აღწერთ გამოაქვეყნა: ,,დარბევის მოლოდინში.”
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო სლატშეიმინგის მაგალითია. „სლატშეიმინგი“ მორალური კრიტერიუმებით თავდასხმის სექსისტური სიძულვილის ენის ფორმაა, რომელიც სიტყვა-სიტყვით „ბოზობით შერცხვენას“ ნიშნავს. ამ ტიპის გენდერულ დეზინფორმაციას, როგორც პოლიტიკურ ინსტურმენტს, სოციალური ქსელების სხვადასხვა ანგარიშები ხშირად მიმართავენ. ცოტა ხნის წინ, ეკა კვესიტაძე კიდევ ერთი გენდერული დეზინფორმაციის სამიზნე გახდა. სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ფოტო, რომელზეც ჟურნალისტს პროგრამულად დამუშავებული ბანერი ეჭირა. გავრცელებული ფოტო და საპროტესტო აქციებთან დკავშირებული სხვა გაყალბებული ფოტოები ,,მითების დეტექტორმა” გადაამოწმა:
- ფეისბუკზე ეკა კვესიტაძის საპროტესტო ბანერის დამუშავებული ფოტო ვრცელდება
- ,,პოლიტიკური საღორე N5” ,,რუსული კანონის” საწინააღმდეგო პოსტერს აყალბებს
- ვინ გააყალბა საპროტესტო პოსტერი, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს შეეხება?
წყაროს შესახებ:
,,ცელიანი ზაური” ანონიმური ფეისბუქ ანგარიშია, რომელიც, ძირითადად, ანტიდასავლური შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს, ასევე ადგილობრივი აქტივისტებისა და ჟურნალისტების დისკრედიტაციას ცდილობს. ფეისბუქ ანგარიში 2023 წელს სოციალურ ქსელში ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაშიც მონაწილეობდა.
არქივის ბმულები: ცელიანი ზაური, ეკა კვესიტაძის რეალური პოსტი
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.