ეიფელის კოშკთან ვირთხების გამოჩენაზე ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეო ვრცელდება

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

ვირთხები
114
VIEWS

8 ნოემბერს Thread-ზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც პარიზში, ეიფელის კოშკთან მოსიარულე ვირთხები ჩანს. “დღეს დილით პარიზი ვირთხებით გაივსო” – ვკითულობთ პოსტის აღწერაში.

ვირთხები

გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული. ვიდეო თავდაპირველად ტიკტოკზე გავრცელდა, სადაც მითითებულია, რომ კადრები AI-ის მიერაა გენერირებული. პარიზში ვირთხების მასობრივ გამოჩენაზე ინფორმაცია არც ფრანგულ მედიაში გავრცელებულა.

ვიდეო, რომელშიც ეიფელის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ვირთხები მოძრაობენ, ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული. Thread-ზე გავრცელებამდე, 5 ნოემბერს ვიდეო ტიკტოკ ანგარიშზეც აიტვირთა. გამოქვეყნებულ პოსტში მითითებულია, რომ ვიდეო AI ტექნოლოგიითაა შექმნილი. ვიდეოში ხელოვნური ინტელექტისთვის დამახასიათებელი ხარვეზიც არის. მაგალითად, მე -7 წამზე, ერთ-ერთი ვირთხა მეორეს უახლოვდება და შემდეგ მეორე ვირთხას ერწყმის და გამოსახულებიდან ქრება. 

ვირთხები

აღსანიშნავია, რომ ფრანგულ რეპუტაციულ მედიაში (France 24, Lemonde, AFP), ნოემბერში, პარიზში ვირთხების დიდი რაოდენობით გამოჩენაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist