“ძალა სიმართლეშია” ცესკოს სახელით “ალტ-ინფოს” და პუტინის შესახებ გაყალბებულ პოსტს აქვეყნებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

მითების დეტექტორის მიერ აღმოჩენილი დეზინფორმაცია
220
VIEWS

23 თებერვალს ფეისბუქ გვერდმა “ძალა სიმართლეშია” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც მათი მტკიცებით, მოყვანილი იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება. განცხადებაში ცესკოს ადმინისტრაცია კრემლისტური “ალტ-ინფოს” მიერ ვლადიმირ პუტინისათვის გაგზავნილ წერილს მიესლამებოდა და აცხადებდა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტური სიტუაცია არ უნდა არსებულიყო. განცხადებაში იმედი იყო გამოთქმული, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი აღნიშნულ წერილს სათანადოდ გამოეხმაურებოდა და განმეორებით იყო დაფიქსირებული “ალტ-ინფოს” ინიციატივის მხარდაჭერა. ძალა სიმართლეშიას პოსტში ასევე ნათქვამია, რომ ცესკომ, სავარაუდოდ, აღნიშნული პოსტი წაშალა.

Screenshot 12 9 | mythdetector.com

“ძალა სიმართლეშიას” პოსტი დეზინფორმაციული და გაყალბებულ განცხადებას შეიცავს. ცესკოს ოფიციალურ გვერდზე მსგავსი შინაარსის განცხადება არ იძებნება. ალტ-ინფოს წერილის მხარდამჭერი განცხადების გამოქვეყნებას “მითების დეტექტორთან” საუბარში ცესკოს წარმომადგენელიც უარყოფს. ასევე აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტის სახელზე წერილი უკანასკნელ პერიოდში “პატრიოტთა ალიანსმა” გაგზავნა და ალტ-ინფო მისი ხელმომწერი არ არის.

ძალა სიმართლეშიას პოსტი 23 თებერვალს არის გამოქვეყნებული. სქრინშოთის მიხედვით, ცესკომ ალტ-ინფოს წერილის მხარდამჭერი განცხადება ერთი დღით ადრე, 22 თებერვალს გამოაქვეყნა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე 22 თებერვალს შემდეგი პოსტებია გამოქვეყნებული:

Screenshot 13 9 | mythdetector.com

მათ შორის არ გვხვდება ინფორმაცია ალტ-ინფოს პუტინისადმი მიწერილი წერილის მხარდაჭერის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ განცხადების მსგავსი ვიზუალით ცესკოს საიტზე პოსტი 8 თებერვალს გამოქვეყნდა, რომელშიც შუალედური არჩევნების შედეგებია მოცემული:

Screenshot 14 8 | mythdetector.com

“ძალა სიმართლეშიას” პოსტში ნათქვამია, რომ, სავარაუდოდ, ცესკოს გვერდიდან აღნიშნული განცხადება წაიშალა. ინფორმაციის გადასამოწმებლად “მითების დეტექტორის” ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაუკავშირდა. ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მსგავსი განცხადება ცესკოს ფეისბუქ გვერდსა და ვებ-გვერდზე არასდროს გამოქვეყნებულა.

“ჩვენ არავის მხარდაჭერას არაფერში არ ვუცხადებთ. ვართ საჯარო უწყება, რომელიც ორგანიზებას უწევს საერთო არჩევნებს. შეგიძლიათ ნახოთ მთელი ფეისბუქი, რა და როგორ გვაქვს და მსგავსი ტიპის რაიმე ინფორმაციას თქვენ იქ ვერ ნახავთ,” – თქვა “მითების დეტექტორთან” საუბარში ქეთევან ჯანელიძემ.

აღსანიშნავია, რომ კრემლისტურ, ძალადობრივ ორგანიზაცია “ალტ-ინფოს” უკანასკელ პერიოდში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სახელზე წერილი საჯაროდ არ გაუვრცელებია. მსგავსი შინაარსის წერილი, რომელშიც საქართველოსა და უკრაინის სამხედრო ნეიტრალიტეტის აუცილებლობაზე და რუსეთთან ურთიერთობის დათბობაზეა საუბარი რუსეთის პრეიზდენტის სახელზე “პატრიოტთა ალიანსმა” 21 თებერვალს გამოაქვეყნა, თუმცა მის ხელმომწერებს შორის “ალტ-ინფო” და მასთან დაკავშირებული “კონსერვატიული მოძრაობა” არ გვხვდება. აღნიშნულ წერილს “ალტ-ინფოს” წევრები გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ნეიტრალიტეტის იდეას მხარს არ უჭერდნენ, რადგან, ზურა მახარაძის თქმით, “ახლა იწყება ცივი ომი და ყველას მოეთხოვება მხარის არჩევა”. მისივე განცხადებით, საქართველო რუსეთის მოკავშირედ უნდა გადაიქცეს.

წყაროს შესახებ

“ძალა სიმართლეშია” “ქართული ოცნების” ოპონენტების საწინააღმდეგოდ შექმნილი გვერდია, რომელიც 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურისა და მეორე ტურის პერიოდში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ყალბ ციტატასა და გაყალბებულ კვლევებს აქვეყნებდა

გვერდმა 2021 წლის ოქტომბრის თვეში ხუთი ყალბი ინფორმაცია, მათ შორის “ტვ პირველის” ლოგოს გამოსახულებით გაყალბებული სქრინები გამოაქვეყნა. გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტებს ყალბი ანგარიშები სხვადასხვა საჯარო ჯგუფში ავრცელებენ.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

წყარო

მითების დეტექტორის მიერ აღმოჩენილი დეზინფორმაცია
ძალა სიმართლეშია

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist