სოციალურ ქსელში ისრაელის შესახებ დონალდ ტრამპის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

დონალდ ტრამპი
570
VIEWS

11 თებერვალს სოციალურ ქსელში ისრაელთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება გავრცელდა (1;2;3;4;5;6). ავტორების მტკიცებით, ტრამპმა განცხადება გაეროს ტრიბუნიდან გააკეთა, მაშინ, როდესაც ორგანიზაციის წევრები ისრაელის საწინააღმდეგო რეზოლუციის მიღებას აპირებდნენ. აშშ-ის პრეზიდენტი გამოსვლას იწყებს სიტყვებით “მეც ჩამოსახლებული ვარ“ და აღნიშნავს, რომ მისმა წინაპრებმა აშშ-ში ცივილიზაცია შეიტანეს. ციტატაში ტრამპი პარალელს ავლებს ისრაელის მიერ დასახლებების შექმნასთან, მას ისტორიული კანონზომიერებას უწოდებს და აღნიშნავს, რომ პროტესტი უსამართლოა. ტრამპი აკრიტიკებს დასავლურ მედიას და გაერო-ს, მათ მიერ “მიკერძოებული” ნარატივების გავრცელების გამო და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, შეეშვას ისრაელის კრიტიკას, ამის ნაცვლად კი პალესტინელებს მოუწოდოს, “ისწავლონ და შექმნან საკუთარი ქვეყანა”.

იდენტური პოსტი რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებელმაც გაავრცელეს (1;2;3;4).

 დონალდ ტრამპი

სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის გაყალბებული ციტატა ვრცელდება და ის გაეროში აშშ-ის პრეზიდენტის რეალურ გამოსვლას არ წარმოადგენს. ავტორმა დაადასტურა, რომ 2017 წელს სურდა, სატირული ტექსტი შეექმნა, თუ როგორი სიტყვით შეიძლება გამოსულიყო აშშ-ის პრეზიდენტი გაერო-ს სხდომაზე, თუმცა შემდეგში ფელეტონი ფართოდ გავრცელდა, როგორც რეალური განცხადება. 

ტრამპმა პირველი პრეზიდენტობის ვადისას წევრებს რამდენჯერმე მიმართა. 2017 წლის 19 სექტემბერს მან ისაუბრა ჩრდილოეთ კორეის, ირანის, ვენესუელის, ისრაელისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე. 2018 წლის 25 სექტემბერში გაეროში გამოსვლისას ტრამპმა ხაზი გაუსვა აშშ-ის სუვერენიტეტს, გააკრიტიკა ირანის რეჟიმი და გაერო-ს ზოგიერთი სტრუქტურა. 2019 წლის 24 სექტემბერს ტრამპმა ისაუბრა გლობალიზაციის საფრთხეებზე და ხაზი გაუსვა პატრიოტიზმის მნიშვნელობას. მიუხედავად რამდენჯერმე ხსენებისა, გაეროში გამართული არცერთი გამოსვლის დროს ტრამპს არ გაუკეთებია ისრაელის შესახებ ის განცხადებები, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება. 2025 წლის 20 იანვარს  ტრამპმა მეორე ვადით ოფიციალურად დაიკავა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტი. ამ დროისთვის, მისი გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე დაგეგმილი არ არის. აღსანიშნავია, რომ ტრამპმა 4 თებერვალს ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას გაეროს სხვადასხვა უწყებიდან, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოდან თავისი ქვეყნის გამოსვლის შესახებ.

გამომდინარე იქიდან, რომ ინგლისურ ენაზე ტრამპის სახელით გავრცელებული მიმართვა არ იძიებნება, ტექსტი რუსულ ენაზე მოვძებნეთ. ზოგიერთ საიტზე  მოცემული იყო გამოსვლის სრული ტექსტი, თუმცა წყარო ან განცხადების შესახებ სხვა დეტალები მითითებული არ არის. ერთ-ერთ საიტზე ტექსტის ბოლოს დამატებული იყო შემდეგი სიტყვები: “აი, ასეთი სიტყვით შეიძლებოდა გამოსულიყო აშშ-ის ახალი პრეზიდენტი გაეროს ასამბლეაზე დელეგატების წინაშე. ვინც იცის, იქნებ გამოვიდეს კიდეც. ტრამისგან ყველაფერი მოსალოდნელია”. აქვე გვხვდება ავტორის სახელი – მარკ გალესნიკი.

 დონალდ ტრამპი

2017 წელს, ტრამპის პირველი ინაუგურაციის შემდეგ, მწერალმა მარკ გალესნიკმა გაზეთში “Русская Германия” გამოაქვეყნა ფელეტონი, რომელიც წარმოადგენდა ტექსტს, თუ როგორ შეიძლებოდა გამოსულიყო აშშ-ის პრეზიდენტი გაერო-ში ისრაელის დასახლებების თემაზე. მოგვიანებით, ეს ტექსტი ავტორის სახელის მითითების გარეშე ფართოდ გავრცელდა და სოციალური ქსელის  ბევრმა მომხმარებელმა ის აღიქვა, როგორც ტრამპის ნამდვილი სიტყვა:  

“8 წლის წინ, ტრამპის პირველი ინაუგურაციის შემდეგ, გაზეთში “Русская Германия” გამოვაქვეყნე ფელეტონი ტრამპის გამოსვლის სახით ებრაელებსა და ისრაელზე, რომელიც მას შეეძლო გაეკეთებინა გაეროში. თუმცა, მოხდა ისე, რომ ამ ფელეტონმა შემოიარა სოციალური ქსელები, როგორც ტრამპის რეალურმა გამოსვლამ, ჩემი სახელის გარეშე. გარკვეული მიზეზის გამო, არ ამიტეხავს სკანდალი სხვა ავტორის მიერ ჩემი ტექსტის გამოყენებასთან დაკავშირებით. ამიტომ, მე დავისაჯე ჩემი სიმხდალის გამო – მოღალატე პრეზიდენტი ადგა და ყველა დაპირება შეარულა, რასაც მე დავცინოდი! მან გაანადგურა ჩემი ტექსტის სრული სატირული პათოსი. ამიტომ, გუშინდელ ფანტასმაგორიულ ინაუგურაციაზე არაფერს დავწერ – უცებ ყველაფერი არ შეასრულოს!” – დაწერა მან კვლავ ირონიულად.   

 დონალდ ტრამპი

ავტორი პოსტის კომენტარებში 2017 წელს მისი სახელით გამოქვეყნებული ტექსტის ბმულს. “ტრამპის მიმართვა” ფელეტონის კატეგორიაში გვხვდება. შესაბამისად,  აღნიშნული ტექსტი არის ფიქციური პამფლეტი და არ წარმოადგენს ტრამპის რეალურ გამოსვლას.

 დონალდ ტრამპი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ისრაელი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist