ზელენსკისთან შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

დონალდ ტრამპი
135
VIEWS

16-17 აგვისტოს რუსულენოვანმა ფეისბუქ-გვერდმა და ანგარიშებმა (1;2;3;4) ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ციტატა გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შესახებ ის ამბობს: “წითელ ხალიჩებს, რა თქმა უნდა, ვერ დაგპირდებით, თეთრს კი თავად გააკეთებს”. პოსტების ნაწილს პრეზიდენტების, ზელენსკისა და ტრამპის პირველი შეხვედრის ფოტო აქვს დართული.

დონალდ ტრამპის

ფეისბუქზე დონალდ ტრამპის გაყალბებული ციტატა ვრცელდება. მსგავსი ფრაზა ღია წყაროებით არ იძებნება და უკრაინის პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზნით არის გამოგონილი.

ფეისბუქზე გავრცელებულ ციტატაში ზელენსკის მისამართით გვხვდება ფრაზა “белые он сам сделает” (თეთრებს ის თავად გააკეთებს), რომლის ზუსტი ინტერპრეტაციაც უცნობია და შესაძლოა ორ სხვადასხვა რამეზე მიანიშნებდეს: 1. “თეთრი გზა” რუსულ სლენგში ხშირად ნარკოტიკის, ძირითადად ჰეროინის, აღმნიშვნელად გამოიყენება. მეტად სავარაუდოა, რომ ფრაზა დისკრედიტაციისთვის ამ მიზნით იყოს გამოყენებული. 2. “თეთრი ხალიჩა” შესაძლოა “თეთრი დროშის” ალუზიას ქმნიდეს, რაც დანებების ან ზავის სიმბოლოს წარმოადგენს.  

რეალურად, გავრცელებული ფრაზა დონალდ ტრამპს არ ეკუთვნის. ფრაზა არცერთ ოფიციალურ წყაროს, მათ შორის, თეთრის სახლის ოფიციალურ საიტს (1;2) არ გაუვრცელებია. 

პრეზიდენტის მსგავსი ციტატა არც თავად დონალდ ტრამპის Truth Social-ის, X-ის (წარსულში ტვიტერი) ან Facebook-ის გვერდებზე არ გამოჩენილა. ის არც სხვა ღია წყაროებში, მათ შორის, რეპუტაციული მედიის (1;2) გვერდებზე არ იძებნება. 

პრეზიდენტ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრამდე დონალდ ტრამპმა რამდენიმე განცხადება გაავრცელა. მან რუსეთ-უკრაინის ომს “ჯო ბაიდენის ომი” უწოდა, რომელიც მისი მმართველობის პირობებში არ დაიწყებოდა. ტრამპის კიდევ ერთი პოსტის მიხედვით, ზელენსკის შეუძლია ომი დაასრულოს ან ბრძოლა გააგრძელოს, თუმცა ობამას მიერ გაცემულ ყირიმს ვერ დაიბრუნებს და უკრაინას NATO-ში ვერ შეიყვანს.

დონალდ ტრამპი

შესაბამისად, ფეისბუქზე გავრცელებული ფრაზა გაყალბებულია და პრეზიდენტ ზელენსკის დისკრედიტაციას ემსახურება. 

ცნობები, რომ ზელენსკი ნარკოტიკს მოიხმარს, კრემლის დეზინფორმაციის ნაწილია, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აქტიურად ვრცელდება. აღნიშნულ თემაზე ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ მასალებში: 

წყაროს შესახებ: 

ტრამპის გაყალბებული ციტატის ერთ-ერთი გამავრცელებელი რუსულენოვანი ფეისბუქ ანგარიში Stephan I. Tzenov ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის ცნობებს, მათ შორის, დეზინფორმაციას რეგულარულად აქვეყნებს (1;2;3).

დონალ ტრამპი

არქივის ბმულები: 1; 2; 3; 4


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist