ფორმულირება, თითქოს დონალდ ტრამპი ზელენსკის სთხოვს, ომი დაუყოვნებლივ შეწყვიტოს, მანიპულაციურია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

120
VIEWS

11 დეკემბერს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე იმედმა, Mkhare.ge-მ (1;2;3) და Exclusive News-მა, ასევე, ფეისბუქ-გვერდმა “სინდისისგან თავისუფალი მედია” და ფეისბუქ-ანგარიშებმა (1;2) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ “ტრამპმა ზელენსკის ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვა”. ფეისბუქ გვერდი “სინდისისგან თავისუფალი მედია” აღნიშნავს, რომ ზელენსკის ტრამპმა ულტიმატუმი წაუყენა. პოსტებში მითითებულია, რომ ინფორმაციის წყარო Reuters-ია.

დონალდ ტრამპი

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და მსგავსი ფორმულირება მანიპულაციურია და აჩენს აღქმას, თითქოს დონალდ ტრამპი ომის შეწყვეტას ზელენსკისგან ითხოვს და მის მიმდინარეობაზე პასუხისმგებლობას უკრაინის პრეზიდენტს ცალმხრივად აკისრებს. რეალურად, Reuters-ის სტატიის მიხედვით, ტრამპმა თქვა, რომ სურს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და მოლაპარაკებები ომის სწრაფად შეწყვეტის მიზნით. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპი პუტინის პასუხისმგებლობაზეც წერს. 

როგორც “იმედის” საინფორმაციო ბარათი, ასევე სხვა მედიების და ფეისბუქ გვერდების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის აკისრებს პასუხისმგებლობას ომის მიმდინარეობაზე და უშუალოდ მისგან ითხოვს ომის შესაჩერებას. რეალურად, Reuters-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის მომავალი ლიდერისა და უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის დროს ტრამპმა გაიმეორა თავისი სურვილი, დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი და მოლაპარაკებები დაიწყოს. 7 დეკემბრის შეხვედრის დეტალებზე Reuters-ი ინფორმირებულ 9 წყაროს ეყრდნობა. 

 “სამ ლიდერს, რომლებიც მრჩევლების გარეშე 35 წუთი საუბრობდნენ ელისეის ოქროს ოთახში, არ განუხილავთ მშვიდობის დამყარებისთვის რაიმე ხედვის სპეციფიური დეტალები, მაგრამ ტრამპმა გაიმეორა, რომ მას სურდა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და მოლაპარაკებები ომის სწრაფად დასასრულებლად” – წერს Reuters-ი.  

ტექსტში არ არის საუბარი ან მინიშნება იმაზე, რომ ტრამპი პასუხისმგებლობას ზელენსკის აკისრებს და მას სთხოვს ომის შეწყვეტას. სტატიის მიხედვით, შეხვედრაზე შემოთავაზებული იყო რამდენიმე ადრეული ნიშნები, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს მოლაპარაკებები კონფლიქტის დასრულებაზე. თუმცა, ტექსტში აღნიშნულია ისიც, რომ პროცესი, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი იქნება ჩართული, სირთულეებით იქნება სავსე და აშშ-ის როლი ჯერ კიდევ გაურკვეველია.  

 “შეხვედრის დროს აღინიშნა რამდენიმე საკვანძო პუნქტი – მაგალითად, ითქვა, რომ მშვიდობას გარანტიები სჭირდება, რადგან მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა საკმარისი არაა და პუტინს შეუძლია, კვლავ დაარღვიოს ის, როგორც ადრე გააკეთა ეს შესაბამისი გარანტიების გარეშე” – უთხრა Reuters-ს წყარომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისიდან. კითხვაზე, თუ როგორ მიიღებენ ამ გარანტიებს, წყარომ თქვა, რომ ტრამპი “ყველა დეტალზე ფიქრობს”.  

 Reuters-ის კიდევ ერთი წყაროს თქმით, შეხვედრაზე მაკრონმა და ზელენსკიმ ტრამპს აუხსნეს, რომ 2024 წელს პუტინი აღარ არის კრემლის ის ლიდერი, რომელსაც ის 2017 წელს, პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ესაუბრებოდა. “კუთხეში მიმწყვდევის გარეშე” მათ ტრამპს განუმარტეს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან მეტად მკაცრი პოზიციაა საჭირო.  

ამრიგად, Reuters-ის სტატიის სრულ ტექსტში საუბარია იმაზე, რომ დონალდ ტრამპი შეხვედრის დროის იმეორებდა თავის სურვილს, შეწყდეს ცეცხლი უკრაინაში და მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაიწყოს. სტატიაში არ იკითხება, რომ ტრამპი ცალმხრივად აკისრებს პასუხისმგებლობას ვოლოდიმირ ზელენსკის, რადგან, მასალის მიხედვით, შეხვედრაზე საუბარი იყო, რომ უკრაინას გარანტიები სჭირდება, რუსეთს კი შეთანხმებები წარსულშიც დაურღვევია.   

აღსანიშნავია, რომ შეხვედრიდან რამდენიმე საათის შემდეგ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ პოსტიც გამოაქვეყნა. მან დაწერა, რომ ზელენსკი და უკრაინა ისურვებდნენ შეთანხმების მიღწევას და “სიგიჟის დასრულებას”. ამავე პოსტში ტრამპი ხაზს უსვამს ვლადიმერ პუტინის პასუხისმგებლობასაც: “მე კარგად ვიცნობ ვლადიმერს. ახლა მისი მოქმედების დროა. ჩინეთს დახმარება შეუძლია, მსოფლიო თვალს ადევნებს”.

phormulireba thithqos donald trampi zelenskis sthkhovs omi dauqhovnebliv shetsqhvitos manipulatsiuria1 ფორმულირება, თითქოს დონალდ ტრამპი ზელენსკის სთხოვს, ომი დაუყოვნებლივ შეწყვიტოს, მანიპულაციურია

არქივი: 1, 2, 3, 4, 5

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist