27 ოქტომბერს რუსულენოვანმა ანონიმურმა ფეისბუკ-ანგარიშმა, Oleg Dor, გერმანიის საერთაშორისო მაუწყებლის – “დოიჩე ველეს” რუსულენოვანი სამსახურის ერთ-ერთი სტატიის სქრინშოტი გაავრცელა. სტატიის სქრინშოტს თან ერთვის ოთხი ახალშობილის ფოტო, სათაურში კი ვკითხულობთ: “გერმანიაში უკრაინელებმა დაიწყეს შვილების გაჩენა არაბებისგან და არ დაელოდნენ ქმრების ფრონტიდან დაბრუნებას”. სტატიის თანახმად, უკრაინელი ლტოლვილები, გერმანიის მოქალაქეობის მიღების მიზნით, ბავშვებს თურქებისგან და არაბებისგან აჩენენ. სტატიის მიხედვით, ორსული უკრაინელები სამშობიაროებში უფასო სამედიცინო დახმარებას ითხოვენ. სტატიის ავტორად ელენა დოჟინაა მითითებული, გამოქვეყნების თარიღად კი 2023 წლის 31 მაისი წერია.
“დოიჩე ველეს” სახელით გამოქვეყნებული სტატიის სქრინშოტი გაყალბებულია. ელენა დოჟინას ავტორობით ავთენტიკური სტატია ეხება გერმანიაში დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესებას და მასში უკრაინელი ლტოლვილები გაყალბებულ ვერსიაში მოცემული კონტექსტით არ არიან მოხსენიებულნი.
“დოიჩე ველეს” რუსულენოვანი სამსახურის ვებგვერდზე სტატია გერმანიაში არსებულ დემოგრაფიულ სიტუაციაზე 2023 წლის 31 მაისს გამოქვეყნდა. სტატიის სათაურში ვკითხულობთ: “გერმანიაში დემოგრაფიული სიტუაცია გაუმჯობესდა”. სტატიის ავტორი ელენა დოჟინაა და სტატიის გაყალბებულ ვერსიაშიც სწორედ მისი გვარია მითითებული. ვებსაიტზე ჟურნალისტის ავტორობით არაერთი სტატია იძებნება, თუმცა არცერთ მათგანში უკრაინელი ლტოლვილების შესახებ გაყალბებული ვერსიის ანალოგიური სათაურის ან შინაარსის ინფორმაცია არაა მოცემული.
ავთენტიკურ სტატიაში განხილულია დემოგრაფიული სიტუაცია გერმანიაში, სადაც ბავშვების წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღნიშნულ სტატიაში მოხსენიებულნი არიან უკრაინელი ლტოლვილებიც, თუმცა განსხვავებულ კონტექსტში. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდგომ, გერმანიამ მილიონზე მეტი უკრაინელი მიიღო და მათ მნიშვნელოვან ნაწილს უკრაინელი ბავშვები შეადგენდნენ. თუმცა, სტატიის თანახმად, გერმანიის ფედერალური სტატისტიკური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში უკრაინელი ლტოლვილები არ არიან გათვალისწინებული.
![]() |
![]() |
ავთენტიკური სტატია “დოიჩე ველეს” რუსულენოვანი სამსახურის ვებგვერდიდან | გაყალბებული სტატია |
უკრაინელი ლტოლვილების შესახებ გაყალბებულ სტატიაში მოცემული ინფორმაცია არც სხვა მედიაში გავრცელებულა.
“დოიჩე ველეს” სახელით გაყალბებული სტატია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გამოუვლენია. ვრცლად იხილეთ:
წყაროს შესახებ:
ფეისბუკ-ანგარიში Oleg Dor პრორუსული და ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყნებს. მას დეზინფორმაცია წარსულშიც გამოუქვეყნებია.
მოამზადა აქსანა ახმედოვამ
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.